ჰააგის სასამართლომ შოიგუსა და გერასიმოვის დაკავების ორდერები გასცა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერები გასცა.

ორდერები უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის გაიცა.

ჰააგის სასამართლოს მოსამართლეებმა დაადგინეს, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ შოიგუსა და გერასიმოვს ეკისრებათ პასუხისმგებლობა რუსეთის არმიის მიერ, სულ მცირე 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 2023 წლის 9 მარტამდე პერიოდში, უკრაინულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ დარტყმებზე.

მსგავსი თემები