გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილს ლიზა იასკო ხვდება

ამ წუთებში, გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილს მისი უკრაინელი მეუღლე, რადას დეპუტატი ლიზა იასკო ხვდება. ადგილზე  იმყოფება უკრაინელი ადვოკატიც, რომელსაც სურს, მიხეილ სააკაშვილის პროცესში ჩაერთოს.

როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უკრაინელმა ადვოკატმა ევგენი გრუშოვეცმა ჟურნალისტებთან განაცხადა, სააკაშვილის დახმარების რამდენიმე საშუალება არსებობს.    

„კარგია, რომ მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება მოგვეცა. ამ გზით უკეთესად შევძლებ გავარკვიო, როგორ დავეხმაროთ მას. მიმაჩნია, რომ ეს პოლიტიკური საქმეა. მსგავსი საქმეებით უკრაინის ციხეში ვერავინ მოხვდება. მნიშვნელოვანია მიხეილთან შეხვედრა, დახმარების სხვადასხვა საშუალება არსებობს, თუმცა, ეს მის გარეშე ვერ გადაწყდება“ – განაცხადა უკრაინელმა ადვოკატმა ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ დღეს არის ბოლო ვადა, როცა ქართულმა მხარემ სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.

მსგავსი თემები