საავადმყოფოში გადაიყვანეს მოქალაქე, რომელიც დღეს დილით მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში ჩავარდა. როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე უცნობია.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მუშაობენ და მოძრაობა მეტროს მე-2 ხაზზე სამუშაოების დასრულების შემდეგ განახლდება.