ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ფხენიანში ვლადიმერ პუტინის ვიზიტი გაფრთხილებად უნდა იყოს მიღებული

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უცნაური სცენებით ვიზიტი გაფრთხილებად უნდა იყოს მიღებული.

„ტირანიის ახალი ღერძი ჩვენი თავისუფლებებისთვის ძირის გამოსათხრელად მუშაობს. მათი შეკავება მხოლოდ ჩვენი შეიარაღებული ძალების გაძლიერებით შეგვიძლია“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

Ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეაში 2000 წლიდან პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. კიმ ჩენ ინი კოლეგას აეროპორტში განსაკუთრებული პატივით დახვდა. ფხენიანში კი შენობებზე რუსეთის დროშები და პუტინის პორტრეტებია გამოკრული.

მსგავსი თემები