რუსეთში ჯერ ვერ ახერხებენ ნავთობის რეზერვუარებზე დრონით შეტევის გამო გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირებას

რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვში ნავთობის საცავში დრონით თავდასხმის შედეგად გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას 24 საათზე მეტი დასჭირდა, სალიკვიდაციო სამუშაოები კიდევ გრძელდება. შესაბამისმა უწყებამ დღეს დილით გაავრცელა ცნობა, რომ 05:30 საათისთვის ხანძარი ლოკალიზებულია 3200 კვ.მეტრ ფართობზე.

მანამდე, უწყება წერდა, რომ ოპერატიული მონაცემებით, ხანძრის ფართობი 5000 კუბურ მეტრს შეადგენდა, შემდეგ დაწერეს, რომ განახლებული ინფორმაციით, ხანძრის ფართობი 3200 კვადრატულ მეტრს შეადგენდა.

გვიან ღამით ,,ტელეგრამ არხმა” ,,Это Ростов” გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ რეზერვუარები ისევ იწვოდა.

უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა 18 ივნისს გამთენიისას მოხდა. მოგვიანებით, BBC-ს უკრაინულმა სამსახურმა უკრაინის სამართალდამცავ უწყებებში წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზოვში დრონებით თავდასხმა იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია.

მსგავსი თემები