ონკოპაციენტები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

ონკოპაციენტები პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. მთავრობის ადმინისტრაციას უკვე ჩააბარეს ჯანმრთელობის ცნობები და წერილები.

მათ თქმით, თვეებია სისტემის ძირეულ ცვლილებებს ითხოვენ, თუმცა ამ დრომდე მათ თხოვნას ყურადღებას არავინ აქცევს. დაპირების მიუხედავად არც მედიკამენტებზე აქვთ  წვდომა და არც კვლევებია უფასო. სიმსივნის დიაგნოზის მქონე მოქალაქეები აკრიტიკებენ მიხეილ სარჯველაძეს  და მოუწოდებენ შეასრულოს  დაპირებები.

მსგავსი თემები