,,უნდა მივიდეთ იმ წერტილამდე, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ყველა ბავშვს ექნება საკუთარი ოჯახი”- ზელენსკი

ჩვენ უნდა მივიდეთ იმ წერტილამდე, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ყველა ბავშვს ექნება საკუთარი ოჯახი, საკუთარი სახლი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის თავდაცვისთვის ახალ გადაწყვეტილებებს ამზადებენ.

„ჩვენ ვამზადებთ უკრაინის თავდაცვისთვის ახალ გადაწყვეტილებებს. საჰაერო თავდაცვა და არტილერია ახლა ჩვენი პრიორიტეტია. დღეს ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს შვილად აყვანის დღეს და როგორც სახელმწიფომ, უნდა მივაღწიოთ იმ დონეს, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა ბავშვს, ყველას, ვინც მშობლის მზრუნველობის გარეშე დარჩა, ჰქონდეს საკუთარი ოჯახი, საკუთარი სახლი. დღეს მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა მეომრებს, რომლებიც თანდათან იბრუნებენ უკრაინის ტერიტორიას ბახმუტის რეგიონში. მადლობა ყველას, ვინც ახლა ფრონტის ხაზზეა. ყველა ბრიგადას, კუპიანსკიდან ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპირომდე, ბახმუტის სექტორიდან ყველა უკრაინულ პოზიციამდე ფრონტის ხაზზე. მადლობას ვუხდი ბიჭებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები