,,ისე ნუ იზამს, რომ შევარდეს და გვერდზე მიუსვან, ოღონდ დარწმუნებული ვარ, “ვივამედში” არ მოუწევს ჯდომა,”- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია ლევან ხაბეიშვილის განცხადებას.
მისი თქმით, ”ხაბეიშვილის დევგმირობის შესახებ არაფერი სმენია”.
„ხაბეიშვილის დევგმირობის შესახებ არაფერი მსმენია, სიმართლე გითხრათ. რისი შემვარდნი და სად გამომვარდნია, ნებისმიერი ძალადობისას არსად გამარჯვებული ის არ დარჩენილა, რაც ბოლოს გვახსენდება. ისე ნუ იზამს, რომ შევარდეს და გვერდზე მიუსვან, ოღონდ დარწმუნებული ვარ, „ვივამედში“ არ მოუწევს მას ჯდომა და შეიძლება იმ ადამიანთან ერთად გადასვან ისეთ ადგილას, სადაც შევარდნას არ ვიცი და გამოვარდნას ვეღარ მოახერხებს”, – განაცხადა ოდიშარიამ.