,,რუსეთი ახალ შეტევას გეგმავს, უკრაინას მეტი ტანკი და იარაღი სჭირდება”- იენს სტოლტენბერგი

,,რუსეთი ახალ შეტევას გეგმავს, ამიტომ უკრაინას მეტი ტანკი და იარაღი სჭირდება,” – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი სამხედროების დამატებით მობილიზებას გეგმავს და აქტიურად მუშაობს.

„რუსული ბირთვული რიტორიკა აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა. ის სახიფათოა. რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ბირთვულ ომს ვერასოდეს მოიგებს და ამიტომ არ უნდა დაიწყოს. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით იმას, რასაც რუსეთი აკეთებს და ჯერჯერობით რუსეთის ბირთვულ ძალებში ცვლილებები არ გვინახავს. ასე რომ ყოფილიყო, ჩვენ აუცილებლად ვიმოქმედებდით. არავინ იცის, როდის დასრულდება ეს ომი. რაც ჩვენ ვიცით არის ის, რომ თუ გსურთ ხვალ მშვიდობა, დღესვე უნდა დაუჭიროთ მხარი უკრაინას. უცნაურად ჟღერს, მაგრამ მშვიდობისკენ მიმავალი გზა იარაღის მიწოდებაზე გადის“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები