1000 წლის ჩინური სოფელი იუხუ (ფოტორეპორტაჟი)

ქალაქების და პროვინციების პარალელურად,  უნიკალური და საინტერესოა ჩინური სოფლებიც. ერთ-ერთი ასეთი სოფელია იუხუ,  პატარა, ნასის სოფელი „ძადეს დრაკონის“ თოვლის მთის ფერდობებზე, ლიძიანგში, იუნნანის პროვინციაში.   სოფლიდან არც თუ ისე შორს, მდებარეობს ძატეს ტბა, საიდანაც წარმოიშვა სოფლის სახელწოდებაც. როგორც ფოტოებშიც ჩანს, სოფელი არის მთაში მოქცეული, ულამაზესი „ძატეს დრაკონის“ თოვლიანი მწვერვალებით. ეს სახელი კი მთას იმიტომ ჰქვია, რომ ფორმით ნამდვილად დრაკონს გჰავს. ეროვნულ სამოსში ჩაცმული ადგილობრვები, სუფთა ჰაერი, ჟანგბადი, ნატურალური პროდუქტები, მცენარეები, ულამაზესი პეიზაჟი – ნამდვილი სამოთხე. ადგილობრივი ნასის ხალხი ქვის და ხის სახლებში ცხოვრობს. სოფელი იუხუ ათას წელზე მეტი ხნისაა და…

მეტი...

ჩინეთი მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის  დაცვაში

დღევანდელი მდგომარეობით,  ჩინეთს  44 კულტურული ელემენტი გააჩნია, რომლებიც აღიარებულია იუნესკოს მიერ, როგორც კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც პირველ ადგილზეა მსოფლიოში. თანდათანობით, ჩინეთი მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის  დაცვაში. მთელ მსოფლიოში, ჩინელებისთვის, გაზაფხულის ფესტივალი არის ოჯახური გაერთიანების, სადღესასწაულო ტრადიციების, სადღესასწაულო “შოპინგისა” და მრავალფეროვანი კულტურული და ტურისტული აქტივობების დრო. ფესტივალის საქონლის სავაჭრო ღონისძიებები ძირითადად ორიენტირებულია ჩინეთის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის (ICH) ირგვლივ და ეს ბოლო წლებში ჩინეთში პოპულარობას იძენს. მაგალითად, ჩრდილოეთ ჩინეთის შიდა მონღოლეთის ავტონომიურ რეგიონში, ბოლო ღონისძიების დროს, ICH-ის მემკვიდრეებმა  ქარგვის, ქაღალდის ჭრის, ფარნების სანახაობა მოაწყვეს, სადაც მონაწილეობა ტურისტებმაც მიიღეს. ჩინეთის ICH…

მეტი...

ასწლოვანი ქუნმინგი და თოფუ ყველანაირ მდგომარეობაში (ფოტორეპორტაჟი)

„სურნელოვანი“ უძველესი ქალაქი ასი წლის ისტორიით – ეს ქუნმინგია, რომელიც იუნნანის პროვინციაში, ხონკხეს პრეფექტურაში  მდებარეობს. ამ კულტურულმა  ქალაქმა შემოინახა მინგის და ცინგის დინასტიის საცხოვრებლების დიდი ნაწილი სრული სახით, რის გამოც მას „მინგი და ცინგ დინასტიის სამხრეთ იუნანის საცხოვრებელ მუზეუმსაც” უწოდებენ. აქ მდებარეობს ილონკის ტბა, რომლიც არანაკლები პეიზაჟებითაა ცნობილი, ვიდრე ერხაის ტბა.  ტბა სავსეა აყვავებული ლოტოსის ყვავილებით, რაც ულამაზეს გარემოს ქმნის. აქ მზადდება საუკეთესო თოფუ, რომელსაც 600 წლიანი ისტორია აქვს. არც მეტი, არც ნაკლები, სხვა პროვინციებისგან განსხვავებით, ქუნმინგში  200-ზე მეტი სახის თოფუს დელიკატესების დაგემოვნება შეიძლება.  მაგალითად, როგორიცაა შემწვარი თოფუ, შეფუთული თოფუ,…

მეტი...

ახალი წლის დღეებში, ჩენეთის დიდ კედელზე ღამის წარმოდგენები გელოდებათ (ფოტორეპორტაჟი)

ჩინეთის დიდი კედელი საღამოს  არანაკლებ საინტერესოა, ვიდრე დღის განმავლობაში. ჩინეთის დიდი კედლის მონახულება არაერთი მხრიდან თუ ქალაქიდან  შეიძლება. მათ შორის ერთ-ერთია ბადალინგი. ბადალინგი არის ჩინეთის დიდი კედლის ყველაზე დატვირთული და ხალხმრავალი ადგილი. სწორედ ამიტომ, ჩინურ ახალ წელთან დკავშირებით, ამ მონაკვეთიდან კედლის მონახულება საათებშიც შეგიძლიათ. კერძოდ 28 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით, გაზაფხულის ფესტივალზე, ჩინეთის დიდი კედლის პერიმეტრზე საოცარ წარმოდგენებსა და ლაზერ შოუებს იხილავთ. ეს მონაკვეთ კი პეკინიდან დაახლოებით 80 კილომეტრში მდებარეობს.ბადალინგის დიდი კედელი პოპულარულია როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ მოგზაურებში, რადგან ის კედლის საუკეთესო წარმომადგენლობითი ნაწილია და  მიჩნეულია ზომიერად რთულ მარშრუტად. ამ…

მეტი...

ჩინური „გაზაფხულის ფესტივალი“ იუნესკომ კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა  

UNESCO-მ ჩინეთის გაზაფხულის ფესტივალი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანა. ჩინეთი გაზაფხულის ფესტივალის  29 იანვრიდან გრანდიოზულად იწყებს, როცა ჩინური კალენდრით ახალი წელი შემობრძანდება. როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გაზაფხულის ფესტივალი ჩინეთის უნიკალური ფესტივალია. „ჩინური ტრადიციით, გაზაფხულის ფესტივალი,  მშვიდობის, მეგობრობისა და ჰარმონიის სიმბოლოა და განასახიერებს ადამიანების მადლიერებასა და პატივისცემას ბუნების მიმართ, ასევე სწრაფვას ოჯახის გაერთიანებისა და უკეთესი ცხოვრებისაკენ. გაზაფხულის ფესტივალის  იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში ჩაწერა გვიჩვენებს, რომ ეს არის ჩინეთისთვის უნიკალური ფესტივალი. 2023 წლიდან სამინისტრო და ჩვენი საელჩოები და საკონსულოები ყოველწლიურად ატარებენ სპეციალურ პროგრამას „მივეფერებით ჩინურ…

მეტი...

ჩინეთი გრანდიოზული შოუსთვის ემზადება

ჩინეთში ახალი წლის შემობრძანებას გრანდიოზულად აღნიშნავენ. სამზადისი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. ჩინეთის მედია ჯგუფმა (CMG) 2025 წლის საგაზაფხულო ფესტივალის გალა კონცერტისთვის  მეხუთე რეპეტიცია  ჩინური ახალი წლის წინა დღეს გამართა. პროგრამაში მოიცავს სპექტაკლებს, სიმღერებს, ცეკვებს, ესკიზებს, ოპერას, საბრძოლო ხელოვნებასა და სხვა საოცარ სანახაობას, სადაც გაერთიანებულია ტრადიციულ კულტურა თანამედროვე ელემენტებთან. პეკინის გარდა, გალა კონცერტი ვეყნის მასშტაბით ოთხი ლოკაციააზე იმართება. კერძოდ, კუანგტონგ -ჰონგ კონგ მაქაო,  ჩუნგცინგია  მუნიციპალიტეტი, ჰუბეის პროვინცია, ქალაქი ლასა სიჭანგის ავტონომიურ რეგიონში,   ქალაქი ვუსი ძიანკსუს პროვინცია. გალა, რომელიც ჩინურად ასევე ცნობილია როგორც “ჩუნუანი“, 1983 წლიდან ყოველწლიურად გადაიცემა პირდაპირ ეთერში და…

მეტი...

სადღესასწაულო, უძველესი სოფელი ჩინეთში (ფოტორეპორტაჟი)

ფერების, დღესასწაულის, განწყობის, ხალისის, ბუნების, ყვავილების,  ტურიზმისა და ტურისტების მიზიდულობის ერთ-ერთი ცენტრი – ეს  სოფელი ხუანკლინკია, ძიანკსის პროვინციაში. ამ სოფელს ტყუილად ნამდვილად არ უწოდებენ „ინოვაციების შუქურას ტურიზმის სფეროში“. სოფელი ემსახურება როგორც ჰოლისტიკური მემკვიდრეობის კონსერვაციის, ისე  ეკონომიკური განვითარებისა და კულტურული გაცვლის მოდელს. ამ სოფელი დაცულია 43 უძველეს შენობა  და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის 32 მემკვიდრე, რაც უზრუნველყოფს ტრადიციების უწყვეტობას. ტრადიციების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კულტურული ფესტივალები და ცეკვის დღესასწაულები. სოფელი ულამაზესია გაზაფხულზე, სადაც ათასფრად აჭრელებულ ყვავილებს ნახავთ. ტერასებად შეფერილი ულამაზესი ყვავილები არა მხოლოდ სილამაზით მოგაჯადოვებთ, არამედ, სურნელებითაც. გორაკზე აშენებული სოფელი უამრავი კულტურული ხელნაკეთი…

მეტი...

ლურჯი ტბები და ჩანჩქერები – სამოთხე დედამიწაზე (ფოტორეპორტაჟი)

სიცუანის პროვინცია ერთ-ერთია ჩინეთში, სადაც მოგზაურობა ნამდვილად ღირს. ჩანჩქერების კასკადი, ლურჯი და მწვანე შეფერილობის ტბები, ნაკრძალები,  უძველესი ტყეები, აქ ნამდვილად სამოთხეში მოგზაურობა გელოდებათ. ძიუჭაიკოუ –  ეროვნული პარკი და ნაკრძალი სწორედ სიცუანის პროვინციის ჩრდილოეთით მდებარეობს. ძიუჭაიკოუ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია თავისი თავისი  ბუნებრივი საოცრებებით. რასაც ფოტოზე ხედავთ, ეს ნამდვილად საოცარი – ლურჯად და მწვანედ შეფერილი ბუნებრივი ტბაა. წყალი ასეთ საოცარ შეფერილობას  კალციუმის კარბონატის მაღალი კონცენტრაციიის გამო იღებს. აქ   ლანდშაფტი  მდიდარია კარსტებით, რომლებიც  მყინვარული და ტექტონიკური აქტივობით წარმოიქმნება და საოცარ ფერებს ქმნის. პარკი მდიდარია  უნიკალური და წითელ წიგნში შეტანილი სახეობებით.  აქ 200-ზე…

მეტი...

„მელანიას ფეხსაცმელები კლავს, ფეხები ტკივა“ – ტრამპი პირველ ლედიზე

აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციისას სიტყვით გამოსვლის დროს, დონალდ ტრამპმა მისი მეუღლის ფეხსაცმელებზეც იხუმრა და აღნიშნა, რომ მას ფეხები ძალიან სტკივა. „შეიძლება ეს არ უნდა ვთქვა და ამის გამო ჯოჯოხეთში მოვხვდე, მაგრამ, მაგრამ, გეტყვით, რომ მელანიას ფეხსაცმელი კლავს, ფეხები ძალიან სტკივა. ინაუგურაციის შემდეგ მითხრეს, ხომ არ ჩახვალთ ქვევით მხარდამჭერებთან მიმართვისთვისო. მელანიამ მითხრა კარგი, მაგრამ ფეხსაცმელი მკლავსო. ხომ ხედავთ მის ქუსლებს, მე მას ვუთხარი კარგი, მაგრამ, უნდა ჩავიდეთ. ისეთი ქარი იყო, მისი ქუდი კინაღამ გაფრინდა. ის კინაღამ დავკარგეთ. ძალიან შთამბეჭდავია  ჩვენი მშვენიერი პირველი ლედი“ – იხუმრა დონალდ ტრამპმა ტრიბუნიდან.

მეტი...

მარგალიტებით მდიდარი საპორტო ქალაქი სიამენი (ფოტორეპორტაჟი)

სიამენი – ეს  არის უდიდესი ქალაქი ფუძიანის პროვინციაში და მდებარეობს პროვინციის სამხრეთ ნაწილში. ეს არის  ეკონომიკური, ტურისტული და ისტორიული ქალაქი, რომელიც გამორჩეულია მუზეუმების სიმრავლითა და კულტურული სანახაობებით. ქალაქი ნავსადგური სიამენი არის საზღვაო აბრეშუმის გზის ცენტრი. ის ასევე არის ჩინეთის ოთხი სპეციალური ეკონომიკური ზონიდან ერთ-ერთი, რომლებიც პრაქტიკულად ღია იყო მსოფლიოსთვის. სიამენი კლასიფიცირდება როგორც დიდი ნავსადგურის მეტროპოლია. ქალაქი მოიცავს 1699 კვადრატულ კილომეტრს, მათ შორისაა 158 კვადრატული კილომეტრი კუნძული სიამენი და კულანკუ. 2024 წლის მაჩვენებლით, ქალაქში 5,327 მილიონი მუდმივი მცხოვრები ცხოვრობდა. როგორც ჩინეთის სხვა ქალაქებში, აქაც, აუცილებელია ტურისტულ ქუჩაზე გასეირნება, განსაკუთრებით კი საღამოს. რას…

მეტი...

ვენეცია  შანხაიში – უძველესი წყლის ქალაქი ჭუძიაძიაო

„შანხაის ვენეცია“ და „მარგალიტის ნაკადი“ – ეს არის წყლის ქალაქი, სახელად  ჭუძიაძიაო. ეს უძველესი წყლის ქალაქი მსოფლიოში ცნობილია უნიკალური ხიდებით, რომელიც  მინგისა და ცინგის დინასტიების დროს შენდა. ეს არი ხის, მარმარილოსა და ქვის უნიკალური ხიდები, რომლის ნახვის გარეშე ჩათვალეთ, რომ ქალაქი არც გინახავთ.    ქალაქი ჭუძიაძიაო  36 სხვადასხვა ფორმისა და სტილის ხიდს მოიცავს, რომელიც ცალკე ისტორიის მატარებელია. ფანგშენგის ხიდი ყველაზე გრძელი ქვის ხიდია ხუთი თაღით. ის 1571 წელს აშენდა. ხიდზე ნახავთ  ქვის ფირფიტას წარწერით: დრაკონის ქვის ჭიშკარი და მასზე ამოტვიფრულია 8 დახვეული დრაკონი. ასევე, ხიდის თავზე დგას 4 ქვის ლომი. ქალაქ…

მეტი...

თანამედროვე ჩინეთი

კულტურა; ხელოვნება; თანამედროვე ტექნოლოგიების ინდუსტრია; თეატრი; ოპერა; მედიცინა; ძველი ქარხნების ნანგრევები გადაკეთებული მოდერნიზებულ სივრცეებად; კულტურის, მედიცინის, ფილოსოფიისა და საბრძოლო ხელოვნების ერთიანობა – ტაიჯი – რომელი ერთი ჩამოვთვალო, ეს და სხვა უამრავი, სანახავი აქ მართლაც ბევრია და ეს თანამედროვე ჩინეთია.  დიახ, თანამედროვე ჩინეთზე მოგიყვებით, საიდანაც, 600-ზე მეტი რეპორტაჟი მოვამზადე. ახლა კი შევეცდები, შეძლებისდაგვარად ერთად მოვუყარო თავი ამ ყველაფერს, დავურთო ჩემს მიერ მომზადებული ბმულებიც და გამოგზაუროთ ზღვა შესაძლებლობებისა და უძველესი ცივილიზაციის სამყაროში – სახელად ჩინეთი. უსაფრთხო ქვეყანა – პირველი, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, ეს სწორედ უსაფრთხოება და  დაცულობაა, რამაც ყველაზე მეტად გამაკვირვა. …

მეტი...

რისი გემო აქვს შემწვარ მორიელებს, აბრეშუმის ჭიას, კალიებს  და მუხლუხოებს?!

შემწვარი მორიელები, ციკადა, მუხლუხოები, კალიები და აბრეშუმის ჭია ჩინეთში ეგზოტიკურ კერძებად ითვლება. ვნახოთ როგორი გემო აქვს თითოეულ მათგანს. კალიები – როგორი გემო აქვს დაბრაწულ კალიებს? ის არის ხრაშუნა, უნდა კარგი ღეჭვა და არის ხორცის ტექსტურის. დაბრაწულ კალიებს ხის შამფურზე ტურისტულ უბნებში თითქმის ყველგან ნახავთ, ის ერთგვარ ეგზოტიკურ კერძად ითვლება, თუმცა, ყველას არ შეუძლია მისი ჭამა. ის არის პროტეინების წყარო. 100 გრამი კალია დაახლოებით 10-დან 35 გრამ პროტეინს შეიცავს. რაც შეეხება ციკადებს, მისი გემო ქათმისას ჩამოგავს. ისიც ხრაშუნაა. ისიც მდიდარია პროტეინებით. აბრეშუმის ჭია კი უფრო უცნაური საჭმელია. მისი მირთმევის შემდეგ, პირში…

მეტი...

3 დონიანი გვირაბი და საოცრებები შანქსის პროვინციაში

ეს შანქსის პროვინციაა, უძველესი სოფელი ჭანგპი. ის ითვლება  იშვიათ, კარგად შემონახულ მინიატურული ციხედ, სამხედრო და საცხოვრებელ სოფლად, რომელიც ასევე შემკულია ძვირფასი ისტორიული ადგილებით. ჭანგპი,  უძველესი ციხესიმაგრე მიწის ქვეშ ლაბირინთებს მოიცავს. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მიწისქვეშა სამყარო გვირაბების  ქსელით.  ეს არის უძველესი მრავალფუნქციური ციხე. ეს ფარული მიწისქვეშა გვირაბები რეალურად წარმოადგენს ჭანგპი უძველესი სოფლის თავდაცვის სისტემას. უძველესი ციხე ამაყობს დიდი რაოდენობით კულტურული რელიკვიებითა და ისტორიული ადგილებით, რომლებიც დიდი ღირებულების მქონეა როგორც აკადემიური კვლევისთვის, ასევე ტურიზმისთვის. აქ ნახავთ სხვადასხვა დინასტიის სამარხებს, საცხოვრებელს, საგვარეულო ტაძრებს და  ულამაზეს, ფერად, გამაოგნებელ მოჭიქურ ტაბლეტებს. უძველესი ციხე…

მეტი...

ბაყაყის უგემრიელესი წვნიანი, შანხაი (video)

ბაყაყის ხორცი ჩინეთში ერთ-ერთ დელიკატესად ითვლება. ბაყაყის წვნიანი კი ქორწილებში ერთ-ერთ მთავარ კერძად ითვლება, კუს წვნიანთან ერთად. ბაყაყი და კი კი მარკეტებში თევზთან ერტად იყიდება როგორ ცოცხალი, ისე გაყინული.

მეტი...

კულინარიის შედევრი – რა უნდა დააგემოვნოთ ჩინეთში?!

პეკინური იხვი სწორედ ის კერძია, რომლის დაგემოვნების გარეშე ჩინეთი არ უნდა დატოვოთ. უფრო მეტიც, შემწვარი იხვი, პეკინის გარდა, ყველა პროვინციაში უნდა გასინჯოთ და ნამდვილ სასწაულს აღმოაჩენთ. მართალია, მას  შემწვარი იხვი ჰქვია, თუმცა, ყველგან იმდენად განსხვავებულად კეთდება, აღარც მოგინდებათ, სხვა კერძზე გადახვიდეთ. ეს კერძი ჩემთვის იმდენად საოცარი აღმოჩნდა,  გინდ დაიჯერეთ, გინდ, არა, მთლიანი იხვი შემიძლია მივირთვა. შემწვარი იხვი ძალიან პოპულარული ჩინური კერძია, რომელიც ძირითადად ორი ფორმით მზადდება  –  ჩრდილოეთ პეკინის სტილი და სამხრეთ კანტონური სტილი. იხვისათვის დამახასიათებელია თხელი, ხრაშუნა კანით, რომელსაც იმდენად სასიამოვნო გემო აქვს, ზოგჯერ მხოლოდ კანს მიირთმევენ და არა…

მეტი...

რა წავიღოთ და როგორ მოვემზადოთ ლაშქრობისთვის – რჩევები დამწყებთათვის

ლაშქრობისთვის მზადება ბევრად ადრე იწყება, ვიდრე ლოკაციისკენ მიმავალ გზას დაადგები. პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ზურგჩანთის სწორად ჩალაგებაა. ნუ დაგავიწყდება, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში, შენი კომფორტი და უსაფრთხოება სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული. იმისთვის, რომ საველე პირობების გამოწვევებს წარმატებით გაართვა თავი, თან უნდა იქონიო ყველა საჭირო ნივთი და აღჭურვილობა. თუ დამწყები მოლაშქრე ხარ, ჩვენი რეკომენდაციები სწორედ შენთვისაა. გაეცანი რჩევებს, თუ რა ნივთები უნდა წაიღო და როგორ მოემზადო ლაშქრობისთვის. სალაშქრო ნივთების სია სალაშქრო სია მოიცავს იმ ნივთების ჩამონათვალს, რომელიც მოგზაურობის დროს სხვადასხვა სირთულის გადალახვაში დაგეხმარება. ჩალაგებისას ორი მთავარი კრიტერიუმი უნდა გაითვალისწინო: ნივთების წონა და…

მეტი...

Grand Bazaar – საერთაშორისო ბაზარი ურუმჩიში

სინძიანგის საერთაშორისო გრანდიოზული ბაზარი არის ყველაზე დიდი ბაზარი თავისი მასშტაბურობით, რომელიც აერთიანებს კულტურას, არქიტექტურას, ეთნიკურ ვაჭრობას, ტურიზმსა და გართობას.

მეტი...

სამოთხე 2000 მეტრ სიმაღლეზე

ტიანშან ტიანჩის სცენური ტერიტორიიდან თავად ამბობს სათქმელს. ეს არის ბუნების საოცრება, რომელიც მთებს, ტბებს, ჩანჩქერებს, უნიკალურ ხე-მცენარეებს, წყლის ბინადრებსა და ცხოველებს მოიცავს.  რასაც აქ ხედავთ სწორედ ბუნების საოცრებაა.

მეტი...

სიძეს ქორწილში მათრახს ურტყამენ (ვიდეო)

ჩინეთში, პროვინციების მიხედვით, ქორწინების რიტუალიც განსხვავებულია. მაგალითად, ეს სინძიანგის პროვინციაა, დედაქალაქი ურუმჩი, სადაც ადგილობრივების ქორწილი იმართება. ტრადიციის მიხედვით, სიძეს დედოფალი ზურგით მიჰყავს მანქანამდე, ისე რომ, ძირს ფეხი არ უნდა დადგას. მაყრიონი კი სიძეს მისდევს და მათრახს ურტყამს ფეხებში. რას ნიშნავს ეს? ეს ტრადიცია გაფრთხილებაა სიძისთვის, რომ ოჯახის შექმნა მარტივი არ არის. მას თავსი სირთულეები აქვს, მთელი ტვირთი მამაკაცზე გადადის და შესაბამისად მან უნდა გამოსცადოს „სიმწარე“, ტკივილი და მოემზადოს დიდი ტვირთისთვის.  

მეტი...

ამღერებული გიორგი ქოჩორაშვილი (video)

სოციალურ ქსელში ამღერებული საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის გიორგი ქოჩორაშვილის ვიდეო ვრცელდება.  „დინამო,დინამო“ მღერის ქოჩორაშვილი. ცნობოსთვის, გუშინ ალბანეთთან შეხვედრა გიორგი ქოჩორაშვილმა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

მეტი...

ტიანშანის დიდი კანიონი ურუმჩის ოლქში – ვიდეორეპორტაჟი ჩინეთიდან

ტიანშუის ტბა, მწვანე დრაკონის ყურე, ჟაობის მთა, გედების ტბა და ქიაოიას მდელო – რას არ ნახავთ აქ 

მეტი...

ბუდუ და ბავშვები მოედანზე (video)

ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ მეორე ბუნდესლიგაში „დარმშტადტს“ უმასპინძლა, შეხვედრა 3:3 დასრულდა. მატჩის შემდეგ ზივზივაძე, როგორც ყოველთვის, ქართველ ქომაგებს მიესალმა. მას განსაკუთრებით პატარა გულშემატკივრები ელოდებოდნენ. ბავშვებმა მას „ზღაპრის ბოლო კეთილია“ უმღერეს და საყვარელი ფეხბურთელისგან ავტოგრაფებიც აიღეს. გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ჩატარებული რვა ტურის შემდეგ ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ 16 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა.

მეტი...

ქართულად ამღერებული ნიდერლანდელები (video)

შატილში ნიდერლანდელი ტურისტების ჯგუფი ქართულად ამღერდა. ტურისტები ერთ-ერთი ადგილობრივის სახლში სტუმრად იმყოფებიან. როგორც გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, ისინი რამდენიმე ქართულ სიმღერას ასრულებენ.

მეტი...

ღამის ეკონომიკა ჩინეთში

ღამის ეკონომიკა ჩინეთის ურბანული ვაჭრობის მნიშვნელოვანი ნაწილია. აქ „აყვავებული ღამის ეკონომიკა“ განვითარდა ტრადიციული ღამის ბაზრებიდან, რომლებიც ორიენტირებულია კვებასა და  და საყიდლებზე, კულტურაზე, ტურიზმე და  გართობაზე ინტეგრირებულ ჰაბებზე. ქალაქები მთელი ქვეყნის მასშტაბით ცდილობენ გაზარდონ ღამის კულტურული და ტურისტული მოხმარება და გთავაზობენ ღამის აქტივობების ფართო არჩევანს. მაგალითად, ტიანჯინის ღამის ცხოვრების მე-5 ფესტივალი  ჩრდილოეთ ჩინეთში, ტიანჯინში ახლახან ჩატარდა. აქ თავმოყრილი იყო 100-ზე მეტი ღონისძიება, რომელიც აერთიანებს „შოპინგს“, ტურიზმის, კულტურასა და სპორტს. შენიანგში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთის ლიაონინგის პროვინციის დედაქალაქში კი პირველი, ტრადიციული ჩინური მედიცინის (TCM) კულტურის ღამის ბაზრობა ამოქმედდა, სადაც ხალხს შეეძლო ესწავლა ტრადიციული ჩინური ფიტნეს…

მეტი...

სად იბადებიან, იზრდებიან და ცხოვრობენ პანდები – ვიდეორეპორტაჟი პანდების სამშობლოდან (video)

ჩენგდუ – პანდების სამშობლო. ჩენგდუ სამხრეთ–დასავლეთ ჩინეთის, სიჩუანის პროვინციის დედაქალაქია. სწორედ ამ ქალაქში  მდებარეობს გიგანტური პანდების გამოყვანის ცნობილი ჩენგდუს კვლევითი ბაზა, კონსერვაციის ცენტრი, სადაც  შესაძლებელია გადაშენების პირას მყოფი გიგანტური პანდების ნახვა ბუნებრივ გარემოში.  ვიდეორეპორტაჟი სწორედ პანდების სამშობლოშია გადაღებული.

მეტი...

„მე ჩინელი ვარ“ – ქართველ-ჩინელის ნაზავი პატარა ქედი (ვიდეო)

ქედი 4 წლისაა. ის დაიბადა და გაიზარდა ჩინეთში. დედა ქართველია, მამა კი ჩინელი. ცხოვრობს შანხაიში, თუმცა, ესმის და და თავისუფლად საუბრობს ქართულად.

მეტი...

გავიცნოთ უძველესი ქალაქი სუჯი (VIDEO)

სუჯი უძველესი ქალაქია, დამალული ძვირფასი ქვა ლეშანში, სიჩუანში, ჩინეთში. Suji Ancient Town,  a hidden gem in Leshan, Sichuan, China.  

მეტი...

დუ ფუ – ჩალის კოტეჯების მუზეუმი – მორიგი სამოთხე დედამიწაზე (ვიდეორეპორტაჟი)

მეტი...