ალენ დელონი გარდაიცვალა

ფრანგული კინოს ლეგენდა, მსახიობი ალენ დელონი გარდაიცვალა. მსახიობი 88 წლის იყო. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. ალენ დელონი ასევე იყო სცენარისტი, კინორეჟისორი და პროდიუსერი.

მეტი...

„პიკნიკის დროს დანთებული ცეცხლი“- რა ხდება თურქეთში, სადაც ხანძარს ებრძვიან

თურქეთის სატყეო სამინისტროში აცხადებენ, რომ ხანძარი ქვეყნის ხუთ პროვინციაში მძვინვარებს. ამასთან, უწყების ცნობით, იზმირში სიტუაცია შემსუბუქდა და დასახლებულ რაიონებს საფრთხე აღარ ემუქრება. მინისტრ იბრაჰიმ იუმაკლის განცხადებით, იზმირის პროვინციის კარშიაკის რაიონში ხანძარი სამი ადამიანის მიერ პიკნიკის დროს დანთებული ცეცხლის შედეგად გაჩნდა. „ცეცხლის ინტენსიურობა შემცირდა და ამ მომენტისთვის დასახლებულ ზონებს საფრთხე აღარ ემუქრება“, – თქვა მინისტრმა. იზმირში ცეცხლი, რომელიც ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა, პარასკევს საცხოვრებელ სახლებსა და ბიზნესობიექტებს მოედო, რის გამოც ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. დამწვარია 16 საცხოვრებელი სახლი და ინდუსტრიულ ზონაში მდებარე 30 ობიექტი. ხანძრის შედეგად დაშავდა 78 ადამიანი.…

მეტი...

“უკრაინელების სიმამაცე დიდ საქმეებს აკეთებს”-ზელენსკი

“კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია გრძელდება” – განაცხადა უკრაინის პრეზიოდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. პრეზიდენტის ცნობით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უკრაინელების პოზიციები უფრო და უფრო ძლიერდება. „დღეს გენერალმა სირსკიმ ანგარიში წარმიდგინა კურსკის ოლქში ჩვენი მოძრაობის გაგრძელების შესახებ. ოპერაცია გრძელდება სწორედ ისე, როგორც ჩვენ გვქონდა გათვლილი. უკრაინელების სიმამაცე დიდ საქმეებს აკეთებს. ჩვენი ძალების პლაცდარმი უფრო ძლიერდება. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მეომარს, რომელიც ამას უზრუნველყოფს: ყველა სამხედროს, სერჟანტს და მეთაურს“ – განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქებზეუკრაინა 6 აგვისტოდან შეტევას ახორციელებს. მეტიც, კურსკის ოლქში უკრაინელები უკვე ასეულობით დასახლებას აკონტროლებენ.

მეტი...