“მადლობას ვუხდი ყველა სპორტსმენს, ვინც პარიზში ქართულ ფერებს იცავს”- პრეზიდენტი

“გილოცავთ და მადლობას ვუხდი ყველა სპორტსმენს, ვინც პარიზში ქართულ ფერებს იცავს” – ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  პარიზის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების წარმატებას. „საქართველოს სამი ოქროს მედალი და მეტის მოლოდინში! გილოცავთ და მადლობას ვუხდი ყველა სპორტსმენს, ვინც პარიზში ქართულ ფერებს იცავს. საქართველოს ვულოცავ! მადლობა ჩვენ მედალოსნებს!“- წერს ზურაბიშვილი X-ზე.  

მეტი...

“გვაღელვებს და გვაშფოთებს მომდევნო არჩევნები”- სენატორი ჯინ შაჰინი

“გვაღელვებს და გვაშფოთებს მომდევნო არჩევნები, გვსურს, ვიხილოთ, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი” – ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა მედიასთან პრესკონფერნეციაზე განაცხადა. სენატორი ამბობს, რომ არსებობს ინტრესი ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვიდნენ. „ეს საკითხი წამოვწიეთ პრემიერ-მინისტრთან. ჩვენი ინტერესია, რომ ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვიდნენ, ისევე როგორც შესაძლებლობა მიეცეთ ადგილობრივ დამკვირვებლებს, ვინც უზრუნველყოფს, რომ არჩევნები სათანადოდ ჩატარდეს. ეს საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს, რომ შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა” – განაცხად სენატორმა.  

მეტი...

„გილოცავთ! საქართველოს კიდევ ორი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს” – ბიძინა ივანიშვილი

„გილოცავთ! საქართველოს კიდევ ორი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს – ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი!“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წერილშია ნათქვამი. წერილს „ქართული ოცნება“ ავრცელებს. „გამაოგნებელი და აღმაფრთოვანებელია ის სპორტული მიღწევები, რასაც კარიერაში ლაშა ტალახაძემ მიაღწია. ჩვენმა ძალოსანმა არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო სპორტის ისტორია დაწერა და პარიზში, ზედიზედ მესამე ოლიმპიადაზე ზედიზედ მესამე ოქროს მედალი მოიპოვა. აღარაფერს ვამბობ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, სადაც ჩვენს გმირ ოლიმპიელს 14 ოქროს მედალი აქვს მოგებული. მისი მიღწევები რეკორდების კუთხითაც უნიკალურია. ლაშას ანგარიშზეა მსოფლიო რეკორდი ატაცში (225 კგ), აკვრაში (267 კგ) და…

მეტი...

“მძინავს ახლა და მგონია, სიზმარში ვარ, არ გამეღვიძოს”- პეტრიაშვილი ოლიმპიური ოქროს დაუფლების შემდეგ

“დავბრუნდი, თან მაგრად დავბრუნდი”-  განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა. მან გულშემატკივრებს ოლიმპიური ოქროს დაუფლების შემდეგ მადლობა გადაუხადა. „ემოციებს ვერ გეტყვით, მძინავს ახლა და მგონია, სიზმარში ვარ, არ გამეღვიძოს. მადლობა გულშემატკივრებს, ყველას სათითაოდ. რომ დავწყნარდები, კიდევ გეტყვით. უფალს მადლობა! დავბრუნდი, თან მაგრად დავბრუნდი!” – განაცხადა პეტრიაშვილმა. ცნობისთვის, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალს დაეუფლა.    

მეტი...

“ქართველ ხალხს ძალიან დიდი მადლობა“- ლაშა ტალახაძე

„მინდა, ეს მედალი ყველა ჩემს გულშემატკივარს, ფედერაციას და ჩემ ოჯახს მივუძღვნა. ქართველ ხალხს ძალიან დიდი მადლობა“- ამის შესახებ სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ტალახაძემ პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს წარმატებები უსურვა. „პირველ რიგში, მინდა ჩვენ ჩემპიონებს მივულოცო, ყველა იმ ბიჭს, ვინც მედალი მოიპოვა, ჩვენ გენოს, რომელმაც დღეს ძალიან დიდი მოტივაცია შემმატა მეც პირადად. ხვალ წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენ მოჭიდავეს. ყველაზე დიდი სიმდიდრეა ეს მედალი იმიტომ, რომ გაგვიჭირდა ამ მედლის მოპოვება. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემ მწვრთნელებს – გიორგი ასანიძეს, ავთანდილ გახოკიძეს და მამაჩემს, რომელმაც ვარჯიში დამაწყებინა.…

მეტი...

„ლუგარის ლაბორატორიას და დაავადებათა კონტროლის ცენტრს არანაირი საფრთხე არ ემუქრება“- სარჯველაძე

„ლუგარის ლაბორატორიას და დაავადებათა კონტროლის ცენტრს არანაირისაფრთხე არ ემუქრება, ცენტრი ფუნქციონირებას შეუფერხებლად გააგრძელებს“- აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ უწყვეტად განხორციელდეს ყველა ის დაგეგმილი აქტივობა, რომელიც საქართველოსთვის შეიძლება საინტერესო და მნიშვნელოვანი იყოს. „დაავადებათა კონტროლის ცენტრი ერთ-ერთ დიდი და მსხვილი დაწესებულებაა ჩვენს სისტემაში. საგრანტო პროექტების მეშვეობით გარკვეული კვლევითი საგანმანათლებლო დაფინანსება ხორციელდება,თუმცა ეს არ არის ძირითადი ფუნქციის განხორციელება ამ დაწესებულების მხრიდან.ტრენინგებისა და კვლევების განხორციელება. ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს დაწესებულება თავის ძირითად უფლებამოსილებას სახელმწიფოს დაფინანსების საფუძველზე ახორციელებს. აქ საუბარია დამატებით გარკვეული ფუნქციების განხორციელებაზე. როგორიცაა…

მეტი...

“ნეტავ, რა ითქმის იმაზე, ვინც ბაობაბების გახმობაზე აშკარად უფრო წუხს, ვიდრე ქვეყნის გახმობაზე”- პრეზიდენტი

“ნეტავ, რა ითქმის იმაზე, ვინც ბაობაბების გახმობაზე აშკარად უფრო წუხს, ვიდრე ქვეყნის გახმობაზე”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბისვილმა  სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” პირად გვერდზდ დაწერა. პრეზიდენტი თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან  ბაობაბის ხეების გახმობასთან დაკავშირებით გააკეთა გუშინ გააკეთა. “ნეტავ, რა ითქმის იმაზე, ვინც ბაობაბების გახმობაზე აშკარად უფრო წუხს, ვიდრე ქვეყნის გახმობაზე და კიდევ იმაზე, ვინც ასე გაიძულებთ ბაობაბების დატირებას, და ყველა თქვენზე, ვინც მორჩილად ამ უაზრობას იმეორებთ”- წერს პრეზიდენტი.    

მეტი...

საქართველომ ერთ დღეში 2 ოქროს მედალი მოიპოვა

ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია. პარიზის  2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე  ტალახაძემ საქართველოს მესამე ოქრო მოუტანა. ერთ დღეში კი საქართველომ 2 ოქროს მედალი მოიპოვა. დღეს ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი. დღეს, პარიზში საქართველოს ჰიმნი ორჯერ გაჟღერდა და საქართველოს ეროვნული დროშა ორჯერ, ყველაზე მაღლა აფრიალდა.  

მეტი...