უკრაინა კიდევ 100 000 საარტილერიო ჭურვს მიიღებს

უკრაინა დასავლელი მოკავშირეებისგან, ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, კიდევ 100 000 საარტილერიო ჭურვს მიიღებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იან ლიპავსკიზე დაყრდნობით ავრცელებს. საბრძოლო მასალას უახლოეს ორ თვეში ელოდებიან. „ივლისისა და აგვისტოს განმავლობაში ჩვენ კიდევ 100 000 საბრძოლო მასალას გავგზავნით. ახლა ვეძებთ თანხებს კიდევ უფრო მეტი საბრძოლო მასალის შესაძენად, რათა ინიციატივის გაგრძელება 2025 წელსაც იყოს შესაძლებელი“ – აღნიშნა ლიპავსკიმ.    

მეტი...

“კამალა ჰარისის განცხადებები რუსეთთან მიმართებაში არამეგობრული იყო“- პესკოვი

„აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის განცხადებები რუსეთთან მიმართებაში არამეგობრული იყო“ – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვმა დასძინა, რომ ახლა კრემლი ასეთ შეფასებას ვერ გააკეთებს, რადგან მისი წვლილი ორმხრივ ურთიერთობებში აქამდე შესამჩნევი არ ყოფილა. „იყო განცხადებები, რომლებიც სავსე იყო ჩვენი ქვეყნის მიმართ საკმაოდ არამეგობრული რიტორიკით. ორმხრივ ურთიერთობებში მისი სხვა ქმედება, არც პლუსის, არც მინუსის ნიშნით, ჯერჯერობით არ დაგვიფიქსირებია“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, როგორ აფასებს კრემლი ჰარისის კანდიდატურას რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების კონტექსტში.    

მეტი...

ევროკავშირი სომხეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს

ევროკომისიის გადაწყვეტილებას დღეს ევროკავშირის საბჭოზე მხარი დაუჭირეს საგარეო საქმეთა მინისტრებმაც. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ამავე ცნობით, სომხეთთან უვიზო რეჟიმი იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ ქვეყანა დააკმაყოფილებს კონკრეტულ პირობებს. ამასთან, პროცესმა, შესაძლოა, რამდენიმე წელიწადს გასტანოს. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის თქმით, „ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპია სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში, რომელიც დაფუძნებულია საერთო ფასეულობებსა და პრინციპებზე“.  

მეტი...

მოხუცთა თავშესაფარს თავს დაესხნენ-დაღუპულია 5 ადამიანი

ხორვატიაში, მოხუცთა თავშესაფარში შეიარაღებულ თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს. შემთხვევა ქალაქ დარუვარში მოხდა. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა ის მალევე ახლომდებარე კაფეში დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელი ომის ვეტერანია და მოხუცთა თავშესაფარში დედა და იქ მყოფი სხვა პირები მოკლა.  

მეტი...

„გამჭვირვალობის კანონის“ გაუქმების მოთხოვნით ოპოზიცია სარჩელს ამზადებს

პარლამენტის მიერ მმართველი უმრავლესობის ინიციატივით მიღებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელიც შევა. საპარლამენტო ოპოზიციის წევრები პარლამენტში საკონსტიტუციო სარჩელს აწერენ ხელს. არსებული ინფორმაციით, სარჩელის ხელმომწერი პარლამენტის 32 ოპოზიციონერი წევრი იქნება. ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსგან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის კონსტიტუციის 22-ე და 78-ე მუხლებთან შეუსაბამობის დადასტურებასა და მის გაუქმებას ითხოვს.  

მეტი...

“ჩემთვის შოლცი არალეგიტიმურია!”- ირაკლი ზარქუა

მმართველი პარტიის დეპუტატი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ევროპელი ლიდერების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში ორმაგ სტანდარტს აქვს ადგილი. ზარქუა ამბობს, რომ მისთვის გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი არალეგიტიმურია. „ჩემთვის შოლცი არალეგიტიმურია! – როცა მე მორალს შოლცი წამიკითხავს, რომელიც საკუთარ ქვეყანაში ბოლო ადგილას გავიდა, ღირსეული ლიდერი გადადგებოდა და წავიდოდა! ღირსება არ გააჩნია! მეორე, საფრანგეთის ის რომ არის – მაკრონი! ბიჭო, საკუთარი მოსახლეობა არ გენდობა, გამოდიხარ და ამ უძველესი ცივილიზაციის და კულტურის ქვეყანას ეუბნები, ევროპული ღირებულებებისგან გადაუხვიეთო! „- ამბობს ზარქუა მისივე თქმით, მალე ორმაგ სტანდარტს აშშ-ც ეტყვის უარს.    

მეტი...

სუს-ში ტერორიზმის მუხლით დაბარებულთაგან ერთ-ერთი გამოკითხვაზე უარს აცხადებს

ომის ვეტერანი კონსტანტინე ჯღამაია, რომელიც დღეს სუსში იყო დაბარებულიდა გამოკითხვაზე უარს აცხადებს. ჯღამაიამ გადაწყვიტა ჩვენება მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცეს. „როგორც გამომძიებელმა განგვიმარტა, საქმე არის ორი მუხლით, სსკ-ის 315 და 18/63 ტერორიზმის მომზადება და შეთქმულება-ამბოხება. კკანონიერი უფლება გამოვიყენეთ და გამოძიებამ განგვიმარტა, რაზე ვიყავით დაბარებული და რა მუხლებზეა გამოძიება დაწყებული. ასევე, ჩვენ კლიენტმა, ბატონმა კონსტანტინემ გადაწყვიტა, გამოძიებასთან, ამ შემთხვევაში ჩვენება აქ არ მიეცა და გამოკითხულიყო მაგისტრ მოსამართლესთან – ამბობს ჯღამაიას ადვოკატი. უწყებაში ამავე მუხლებით კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიბარეს.

მეტი...

“ყოველთვის მადლიერი ვიქნებით პრეზიდენტ ბაიდენის ხელმძღვანელობისთვის”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ ყოველთვის მადლიერი იქნება. უკრაინის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ რომ მხარდაჭერა მომავალი ადმინისტრაციის პირობებშიც გაგრძელდება. „ჩვენ პატივს ვცემთ მის რთულ, მაგრამ მტკიცე გადაწყვეტილებას. ყოველთვის მადლიერი ვიქნებით პრეზიდენტ ბაიდენის ხელმძღვანელობისთვის. მან მხარი დაუჭირა ჩვენს ქვეყანას ისტორიის ყველაზე დრამატულ მომენტში, დაგვეხმარა პუტინის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის თავიდან აცილებაში და აგრძელებს ჩვენ გვერდით დგომას მთელი ამ საშინელი ომის განმავლობაში. ამჟამინდელი ვითარება უკრაინაში და მთელ ევროპაში არანაკლებ რთულია და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ძლიერი ამერიკული ხელმძღვანელობა ხელს შეუშლის რუსეთის ბოროტებას, მიაღწიოს წარმატებას“,-…

მეტი...

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთს ეწვევა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება 23-25 ივლისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის მიწვევით ჩინეთს ეწვევა. ინფორმაციას მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრებსა და მოლაპარაკებებზე მხარეები განიხილავენ მოსაზრებებს ორმხრივი ურთიერთობების არსებულ მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივებზე. ამასთან, განხილვის მთავარი თემა იქნება რუსული აგრესიის შეჩერების გზების ძიება და ჩინეთის შესაძლო როლი სტაბილური და სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში.  

მეტი...

ევროკავშირმა რუსეთს  ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაუხანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის უწყვეტი ქმედებების გათვალისწინებით, მის წინააღმდეგ დაწესებული შემაკავებელი ზომები 6 თვით, 2025 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა.  ამის შესახებ ინფორმაციას, საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული. საბჭოს ინფორმაციით, შემაკავებელი ზომები მოიცავს სექტორული ღონისძიებების ფართო სპექტრს, მათ შორის, შეზღუდვებს ვაჭრობაზე, ფინანსებზე, ტექნოლოგიებისა და ორმაგი დანიშნულების საქონელზე, ტრანსპორტზე და ფუფუნების საქონელზე. „ისინი ასევე მოიცავს: რუსეთიდან ევროკავშირში საზღვაო გადაზიდვის ნედლი ნავთობისა და გარკვეული ნავთობპროდუქტების იმპორტის ან ტრანსფერის აკრძალვას, რამდენიმე რუსული ბანკის SWIFT-დან გათიშვას და კრემლის მიერ მხარდაჭერილი რამდენიმე დეზინფორმაციული მედია საშუალების სამაუწყებლო საქმიანობისა და ლიცენზიების შეჩერებას ევროკავშირში. გარდა ამისა, კონკრეტული ღონისძიებები…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრის ბიძგები კვლავ განმეორდა

საქართველოში განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სოფელი ჭოეთი იყო, მიწისძვრის სიმძლავრე კი 3.8 მაგნიტუდას შეადგენდა. მანამდე მიწისძვრა 12:08 საათზე, კახეთში სოფელ გამარჯვებასთან მოხდა, რომლის სიმძლავრე 4.7 მაგნიტუდა იყო.

მეტი...

როგორ ამინდს უნდა ველოდოთ მომდევნო დღეების განმავლობაში

გარემოს ეროვნული სააგენტო 23-25 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, 26 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. მომდევნო ორი დღის განვალობაში უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25 ივლისს მოიღრუბლება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 23-24 ივლისს დღისით – +33, +35, 25 ივლისს კი +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 23 და 25 ივლისს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24 ივლისს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 23 და 25 ივლისს უნალექო ამინდი…

მეტი...

„გაწერილია საარჩევნო კამპანიის წესები და თუკი ვინმე დაარღვევს, მას დაეკისრება  პასუხისმგებლობა“- რატი ბრეგაძე

„ზოგადად, საარჩევნო კანონმდებლობით გაწერილია საარჩევნო კამპანიის წესები და თუკი ვინმე დაარღვევს, რა თქმა უნდა, მას დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა“-ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ჟურნალისტებმა ბრეგაძეს ჰკითხეს, რამდენად სწორია, „ენჯეო“ სექტორის წინასაარჩევნო პროცესში ჩართვა. „მაგალითად, ჩვენ იუსტიციის სამინისტროში გვაქვს სპეციალური კომისია, რომელსაც ჰქვია „სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის“ და ჩვენი მანდატი ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა ვაკონტროლოთ საჯარო მოხელეები, რათა არ მოხდეს მათი მხრიდან რაიმე დარღვევა საარჩევნო კანონმდებლობის შესახებ. დარღვევის შემთხვევაში, უნდა მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება, ეს არის ჩვენი მანდატი. ხოლო თუკი ნებისმიერი სხვა ადამიანი დაარღვევს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას, რა…

მეტი...

ყალბი დოკუმენტებით სხვისი ნივთის დაუფლება – პროკურატურამ 3 ადამიანს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის ერთ მოქალაქეს და საქართველოს 2 მოქალაქეს ბრალი წარუდგინა. „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვისი კუთვნილი, კახეთის რეგიონში მდებარე 2 710 000 კვ. მ. მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მიზნით, ყალბი დოკუმენტები – უცხოენოვანი მინდობილობა და ნასყიდობის ხელშეკრულება დაამზადეს. დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთ წევრზე მიწის ნაკვეთის გადაფორმების მიზნით, ბრალდებულებმა ყალბი დოკუმენტები საჯარო რეესტრში წარადგინეს, თუმცა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მყისიერი და ეფექტური რეაგირების შედეგად განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს“- აცხადებენ პროკურატურაში. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ…

მეტი...

ევროკავშირმა სომხეთის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად  10 მილიონი გამოყო

ევროკავშირის საბჭომ ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში სომხეთის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად 10 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება დაამტკიცა. „პირველად, ევროკავშირმა გადაწყვიტა სომხეთის მხარდაჭერა ევროპის სამშვიდობო ფონდიდან. ამ დახმარების მიზანია სომხეთის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერება და კრიზისებისა და საგანგებო სიტუაციების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის გაუმჯობესება. ის ასევე მიზნად ისახავს სომხეთის მდგრადობის გაზრდას და მისი შეიარაღებული ძალების თავსებადობის დაჩქარებას საერთაშორისო სამხედრო მისიებში და ოპერაციებში ქვეყნის შესაძლო სამომავლო მონაწილეობის შემთხვევაში, მათ შორის ევროკავშირის მიერ განლაგებულებში. კონკრეტულად, მიღებული დახმარების ღონისძიება საშუალებას მისცემს ბატალიონის ზომის ქვედანაყოფისთვის სრულფასოვანი განლაგებული კარვების ბანაკის უზრუნველყოფას“- აღნიშნულია საბჭოს პრესრელიზში. ევროკავშირის უმაღლესი…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი მიწისძვრის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დედოფლისწყაროდან სამხრეთ-დასავლეთით დაფიქსირდა. დაზუსტებული მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4.9 მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

“ამ არჩევნებს ძალიან მძიმედ წააგებს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა”- ირაკლი კობახიძე

„ჩვენ დღევანდელი მოცემულობით გვაქვს, დაახლოებით, 60% მაჩვენებელი. ასეთ ვითარებაში, როგორც არ უნდა გაერთიანდეს რომელიმე ოპოზიციური პარტია სხვა პარტიებთან, რა თქმა უნდა, საერთო კონფიგურაცია ვერ შეიცვლება“ –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაური ამბობს,რომ საერთო კონფიგურაცია არის ის, რომ ამ არჩევნებს ძალიან მძიმედ წააგებს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“. „ისინი ხედავენ, რომ ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიები ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას და აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბოლოო ჯამში მოახერხოს რაღაცნაირად მეტი დეპუტატის გარშემო ოპოზიციური ერთობის შეკვრა, მის ინტერესშია, რომ შედარებით მეტმა „ნაციონალური მოძრაობის“ ფილიალმა გადალახოს ბარიერი.…

მეტი...

„ბიძინა ივანიშვილმა 2 მილიარდი დოლარი მიანდო შვეიცარიულ ბანკს, რომელიც სად არის, კარგად მოგეხსენებათ“- პრემიერი

„ბიძინა ივანიშვილის თანხებთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სპეკულირება სამარცხვინოა“ – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის გეგმები და ინიციატივები საყოველთაოდ ცნობილია. „ბიძინა ივანიშვილის გეგმები არის საყოველთაოდ ცნობილი, მას აქვს კონკრეტული ინიციატივები, რაზეც ყოველთვის საჯაროდ საუბრობს ხოლმე საზოგადოების წინაშე. ერთი მთავარი რამ მინდა, გაგახსენოთ, მან 2 მილიარდი დოლარი მიანდო შვეიცარიულ ბანკს და ეს 2 მილიარდი სადაც არის, კარგად მოგეხსენებათ. ასეთ პირობებში სპეკულირება ბიძინა ივანიშვილის თანხებთან დაკავშირებით არის სამარცხვინო რადიკალური ოპოზიციის მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

მეტი...

„დღეს ოპოზიციის რიტორიკა შეიცვალა, რადგან ტრამპი მათი გათვლებით, დიდი ალბათობით, იგებს არჩევნებს“- კობახიძე 

„დღეს ოპოზიციის რიტორიკა შეიცვალა, რადგან ტრამპი მათი გათვლებით, დიდი ალბათობით, იგებს არჩევნებს, თუმცა ვერავინ დაივიწყებს იმ უხეშ რიტორიკას, რომელსაც ისინი იყენებდნენ წლების განმავლობაში“- ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიცია შეურაცხმყოფელი, უხეში ტერმინებით მოიხსენიებდა ტრამპს. „ოპოზიცია არა მხოლოდ აკრიტიკებდა ტრამპს, გახსოვთ როგორი უხეში, შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენიებდნენ ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს. დღეს მათი რიტორიკა შეიცვალა, რადგან ტრამპი მათი გათვლებით, დიდი ალბათობით იგებს არჩევნებს, თუმცა ვერავინ დაივიწყებს იმ უხეშ რიტორიკას, რომელსაც ისინი იყენებდნენ წლების განმავლობაში. ტრამპის მოგების შემთხვევაში უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება, ვიდრე სხვა შემთხვევაში დასრულდებოდა, შესაბამისად, რეგიონი უფრო მალე დამშვიდდება და ასეთ ვითარებაში საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება, იქნება მეტი სამართლიანობა საქართველოს მიმართ. როდესაც მაგალითად, 2022 წლის ივნისში საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, იმ დროს როდესაც მიენიჭა დსთ-ს წევრ მოლდოვას, ეს იყო უხეში უსამართლობა, ასეთი…

მეტი...

“ალტერნატივასაც ვერავინ გვთავაზობს, ამიტომ ოპოზიციის კრიტიკა არის აბსოლუტურად უსაფუძვლო”- პრემიერი „ამნისტიის კანონზე“

„თუ ვინმე წარმოადგენს ალტერნატიულ ვერსიას, რომელიც თან განტვირთავს ციხეებს და თან არ გააუარესებს ქვეყანაში კრიმინოგენურ ვითარებას, მზად ვართ, განვიხილოთ, მაგრამ ალტერნატივასაც ვერავინ გვთავაზობს, ამიტომ ოპოზიციის კრიტიკა არის აბსოლუტურად უსაფუძვლო“- ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ხაშურში განუცხადა. პრემიერის განმარტებით, ის თავად იყო ჩართული ამნისტიის კანონპროექტის შემუშავებაში და კანონპროექტის მთავარი ამოცანა იყო დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღება. „ამნისტიის კანონში აისახება ხოლმე ნებისმიერ ქვეყანაში პარლამენტის პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი. პარლამენტიო როგორ ჩათვლის მიზანშეწონილად ამა თუ იმ მუხლის მიმართ ამნისტიის შეფარდება იმის მიხედვით მიიღება კანონი. ამ შემთხვევაში, მეც ვიყავი პირადად ჩართული ამნისტიის კანონპროექტის შემუშავებაში. ჩვენი…

მეტი...

“თვითონ ნატოს არ აქვს დღეს გაფართოების ამოცანა”- პრემიერი

„დღეს ნატოს მხრიდან არ ისმის აქტიური საუბარი გაფართოებასთან დაკავშირებით, რასაც აქვს კონკრეტული მიზეზები“  – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ხაშურში განუცხადა. პრემიერის ამბობს, რომ ნატოს არ აქვს დღეს გაფართოების ამოცანა, იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც არის შექმნილი რეგიონში. „თვითონ ნატოს არ აქვს დღეს გაფართოების ამოცანა, იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც არის შექმნილი რეგიონში. უკრაინის კუთხით, საქართველოს კუთხით გაფართოებაზე ნატო აქტიურად ვერ საუბრობს, როდესაც ვითარება შეიცვლება რეგიონში, როდესაც დამშვიდდება ვითარება, იქ შეიძლება საერთო მოცემულობაც შეიცვალოს, მაგრამ დღეს ნატოს მხრიდან არ ისმის აქტიური საუბარი გაფართოებასთან დაკავშირებით, რასაც აქვს კონკრეტული მიზეზები“ – განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

“ამნისტიის კანონპროექტი  დაბალანსებულია, მხედველობაშია მიღებული, რომ არ უნდა გაუარესდეს კრიმინოგენური ვითარება”- კობახიძე

„ამნისტიის კანონპროექტი  დაბალანსებულია, კერძოდ, მაქსიმალურად მხედველობაშია მიღებული ის, რომ არ უნდა გაუარესდეს ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება„- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ხაშურში განუცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, როდესაც ამ ვითარებაში ოპოზიცია მხარს არ უჭერს ამნისტიის შესახებ კანონს, ამით ის კიდევ ერთხელ უპირისპირდება საზოგადოების საერთო ინტერესებს. „თქვენ გახსოვთ, ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები თვითონ ითხოვდნენ ამნისტიის კანონის მიღებას. ჩვენ დავაინიცირეთ ისეთი კანონპროექტი, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ციხეების განტვირთვას და ასეულობით პატიმარი გათავისუფლდება პირველივე წელს ამნისტიის კანონის საფუძველზე. ამასთან ერთად, დაბალანსებულია ეს კანონპროექტი. კერძოდ, მაქსიმალურად მხედველობაშია მიღებული ის, რომ არ უნდა გაუარესდეს ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება. სწორედ ამ პრინციპით არის შედგენილი ამნისტიის კანონი. როდესაც ამ ვითარებაში ოპოზიცია მხარს არ უჭერს ამნისტიის შესახებ კანონს, ამით ის კიდევ ერთხელ უპირისპირდება საზოგადოების საერთო ინტერესებს“ – განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

„სალომე ზურაბიშვილმა დაუშვა შეცდომა, აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია“- პრემიერი

„სალომე ზურაბიშვილმა დაუშვა შეცდომა, აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია. იმ სასამართლოს ლეგიტიმაცია, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა“ – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ხაშურში განუცხადა. პრემიერის განმარტებით, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს სამართლებრივი თვალსაზრისით  პერსპექტივა ვერ ექნება. „მე მგონია, რომ ამ სარჩელს ვერავითარი პერსპექტივა ვერ ექნება. შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი, სამართლებრივად არის არასწორი. ერთი დადებითი მხარე, რაც აქვს ამ სარჩელს, არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაუშვა შეცდომა, აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია. იმ სასამართლოს ლეგიტიმაცია, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა. ამით მან აღიარა, რომ ქვეყანას ყავს კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი, თავადვე აღიარებს ამ ფაქტს, რაც არის ძალიან კარგი. რაც შეეხება სარჩელს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გამჭვირვალობის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ვერც სამართლებრივი და ვერც ვერანაირი თვალსაზრისით ვერანაირი პერსპექტივა ვერ ექნება“- განაცხადა პრემიერმა.  

მეტი...

„პოლიტიკის დაფინანსება საქართველოში უნდა იყოს გამჭვირვალე“- კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი განმარტებით პოლიტიკის დაფინანსება გამჭვირვალე უნდა იყოს. „პოლიტიკის დაფინანსება საქართველოში უნდა იყოს გამჭვირვალე. მითუმტეს, როდესაც ენჯეოების გავლით ხდება პოლიტიკის დაფინასება უნდა იყოს გამჭვირვალე. ასეთი აღრევა მიუთითებს იმაზე, რომ ქართული პოლიტიკაში ტრიალებს შვილი ფული, დამალული ფული, რაც აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს”- განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

„ტრამპის მოგების შემთვევაში უკრაინაში ომი მალე დასრულდება“ – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე მოკლე კომენტარი გააკეტა და აღნიშნა, რომ თუ ტრამპი გაიმარჯვებს, უკრაინის ომიც დასრულდება. „ჩვენ ვერავის არჩევნებში ჩავერევით. მით უმეტეს, ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში. ეს არის არის ჩვენი საქმე. ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას, ტრამპი თუ გაიმარჯვებს არჩევნებში, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და შესაბამისად, უფორ მალე დამშვიდდება ჩვენი რეგიონი. რაც შეცვლის დამოიდებულებას საქართველოს მიმართაც, იქნება მშვიდობა რეგიობში და საქართველოს მიმართ დამოკიდეულებაც შეიცვლება“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

დემოკრატიული პარტიის ლიდერების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი კამალა ჰარისს დაუჭირა

შტატების დემოკრატიული კომიტეტების ასოციაციის ცნობით, დემოკრატიული პარტიის ლიდერების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საპრეზიდენტო კანდიდატად ჯო ბაიდენის კამალა ჰარისით ჩანაცვლებას. ამის შესახებ, ასოციაციის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. „ვამაყობ იმით, რომ შტატების პარტიის თავმჯდომარეები, ვიცე-თავმჯდომარეები და აღმასრულებელი დირექტორები მთელი ქვეყნის მასშტაბით აბსოლუტურად გაერთიანებულნი არიან ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის უკან“- წერია ორგანიზაციის თავმჯდომარე კენ მარტინი X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. მისივე განმარტებით, პარტიის ლიდერები ყველა დონეზე არჩევნებში გამარჯვების წინა ხაზზე არიან.  

მეტი...

„მათ აღარ სჯერათ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრების მისწრაფებები გულწრფელია“- პატრიკ ტერნერი

ალიანსის გენერალური მდივნის ყოფილი თანაშემწე, რომელიც ახლა უკრაინაში ნატოს წარმომადგენლობას ხელმძღვანელობს, აცხადებს რომ ნატოს არ სჩვევია ზეწოლა, თუმცა მათ უკვე არ სჯერათ, რომ საქართველოს გულწრფელად სურს გაწევრიანება. უნდობლობის მიზეზად პატრიკ ტერნერმა საქართველოში შიდაპოლიტიკური ცვლილებები დაასახელა. „საქართველოს ჰქონდა მკაფიო დაპირება, რომ ნატოს წევრი გახდებოდა, მაგრამ როდესაც ნატოში გაწევრების მოწადინე ქვეყნები თავიანთ მიდგომებსა და გეზს ცვლიან… როდესაც შიდაპოლიტიკური ცვლილებები იწვევს დანარჩენი წევრების უნდობლობას, როდესაც მათ აღარ სჯერათ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრების მისწრაფებები გულწრფელია, ამას რა თქმა უნდა, მოჰყვება შედეგები. ნატო არ სჩვევია ზეწოლა, ის ძალით არავის მიათრევს ალიანსში. ნატოს მიდგომა ასეთია, რასაც…

მეტი...

„ბაიდენი მორჩა, სამხედრო ოპერაციის მიზნები მიღწეული იქნება“- მედვედევი

საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენის კანდიდატურის მოხსნას რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე სოციალურ ქსელში ეხმიანება. დიმიტრი მედვედევი ამბობს, რომ უკრაინაში “სპეციალური სამხედდრო ოპერაციის მიზნები მიღწეული იქნება”. “ბაიდენი მორჩა. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები მიღწეული იქნება”  – წერს მედვედევი  

მეტი...

“მოწოდების მიუხედავად, ჯო ბაიდენი დაასრულებს თავის საპრეზიდენტო ვადას”- თეთრი სახლი

“ზოგიერთი რესპუბლიკელის მოწოდების მიუხედავად, ჯო ბაიდენი დაასრულებს თავის საპრეზიდენტო ვადას” – ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პრეზიდენტმა ბაიდენმა მემკვიდრეობით მიიღებული თავისუფალ ვარდნაში მყოფი ეკონომიკა და ძალადობრივი დანაშაულის მზარდი მაჩვენებელი გამოასწორა. „პრეზიდენტმა ბაიდენმა თავისი წინამორბედისგან მემკვიდრეობით მიიღო თავისუფალ ვარდნაში მყოფი ეკონომიკა, ძალადობრივი დანაშაულის მზარდი მაჩვენებელი. მან ეს შეცვალა, რათა მიეღო მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკური ზრდა და ძალადობრივი დანაშაულის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი თითქმის 50 წლის განმავლობაში, ხოლო ნატო უფრო დიდი გახადა, ვიდრე ოდესმე. ის მოუთმენლად ელოდება თავისი ვადის დასრულებას და უფრო ისტორიულ შედეგებს ამერიკელი ხალხისთვის. ეს მოიცავს ხარჯების შემცირებას,…

მეტი...

„ლაიფციგში უნდა წასულიყო“- გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დაიკარგა

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ. ინფორმაციას, გერმანიის ქართული სათვისტომო ავრცელებს. მათივე ცნობით, დაკარგული 69 წლის შოთა კაპანაძეა. ის ბერლინში 12 ივლისს ჩავიდა და ლაიფციგში უნდა წასულიყო, თუმცა დანიშნულების ადგილამდე არ მისულა. „დაკარგულს აცვია თეთრი ზოლიანი პერანგი,  შავი შარვალი და ფეხსაცმელი და ახურავს შავი კეპი. თან აქვს ლურჯი Adidas-ის ზურგჩანთა“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

დაღესტნის ყოფილი მაღალჩინოსანი ჭრილობებით საპყრობილიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

დაღესტნის სპორტის ყოფილი მინისტრი მაგომედ მაგომედოვი ჭრილობებით მოსკოვის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან, საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსული მედია წერს, რომ 67 წლის ყოფილმა მაღალჩინოსანმა თვითმკვლელობა სცადა. დილით ის დაცვამ საკანში იპოვა.  გავრცელებული ინფორმაციით, მაგომედოვის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მაგომედოვი დაღესტნის სპორტის მინისტრის თანამდებობას 2012 – 2021 წლებში იკავებდა. ის ოქტომბერში მოსკოვიდან დაღესტანში ჩასულმა FSB-ის სპეცრაზმმა დააკავა. ბრალად ედება კორუფციული დანაშაული.  

მეტი...

ღორობა ჰქვია მაგას?!- მეუფე იაკობი სამოქალქო სექტორზე

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ეპისკოპოსმა ქადაგებისას დასავლეთი გააკრიტიკა და სამოქალაქო სექტორს დაფიქრებისკენ მოუწოდა. “ახალგაზრდებო, ის, რომ ჩვენთან “ნატოს” სწავლებები შეწყვიტეს, ის, რომ ჩვენთან დაფინანსებები შეწყვიტეს და რაღაც კატეგორიის ხალხს უნდა მისცენ, თავისთვისვე სანდო ხალხს, ასე ვთქვათ, თქვენ ხომ იმ ხალხთან იდექით, რომელიც მაგას ითხოვდა, რომ საბოლოო ჯამში, ეს მომხდარიყო. კიდევ გინდათ მაგათი სათამაშოები იყოთ? მინდა სამოქალაქო სექტორმა სწორად დაინახოს თავის თავი, ეს ადამიანობაა რასაც ეგენი აკეთებენ თუ, მაპატიეთ, და ღორობა ჰქვია მაგას?! 30 ვერცხლი იუდამ გადაყარა მერე და ახლა 50 მილიონი იქნება, 30…

მეტი...

“თაღლითი ჯო ბაიდენი არ იყო შესაფერისი“- დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას საარჩევნო კამპანიიდან გასვლის შესახებ და განაცხადა, რომ ის არ იყო შესაფერისი კანდიდატი. “თაღლითი ჯო ბაიდენი არ იყო შესაფერისი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის და, რა თქმა უნდა, არ იყო შესაფერისი სამსახურისთვის და არც არასდროს ყოფილა!” – დაწერა ტრამპმა.

მეტი...

“ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ”- კამილა ჰარისი

“არჩევნების დღემდე გვაქვს 107 დღე. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ” – ამის შესახებ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა. „ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გავაერთიანო დემოკრატიული პარტია და გავაერთიანო ჩვენი ერი, რათა დავამარცხოთ დონალდ ტრამპი“, – აღნიშნა ჰარისმა. მან ჯო ბაიდენს ამერიკელი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა. „ამერიკელი ხალხის სახელით მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენს მისი არაჩვეულებრივი ლიდერობისთვის, შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე და ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის. მისი შესანიშნავი მიღწევების მემკვიდრეობა შეუდარებელია ამერიკის თანამედროვე ისტორიაში და აღემატება მრავალი პრეზიდენტის მემკვიდრეობას, რომლებიც ორი ვადით იმსახურეს“ – აღნიშნა ჰარისმა.

მეტი...

ბაიდენმა კანდიდატურა მოხსნა

ჯო ბაიდენმა კანდიდატურა მოხსნა და საარჩევნო კამპანია დაასრულა. “ეს არის ჩემი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებში” – აღნიშნავს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი გამოქვეყნებულ წერილში. ის ასევე წერს, რომ მოსახლეობას კვირის ბოლოს დეტალურად მიაწვდის ინფორმაციას.  

მეტი...

ბენიამინ ნეთანიაჰუს აშშ-ში გამგზავრების წინ, აეროპორტთან დემონსტრანტები შეიკრიბნენ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს აშშ-ში გამგზავრებამდე, დემონსტრანტები ბენ გურიონის აეროპორტთან შეიკრიბნენ. მომიტინგეებმა ნეთანიაჰუს მოუწოდეს, არ გაემგზავროს აშშ-ში, ვიდრე მძევლად აყვანილი პირების გასათავისუფლებლად შეთანხმებას არ მიაღწევს. შეგახსენებთ, 23 ივლისს ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება, ხოლო 24 ივლისს აშშ-ის კონგრესს სიტყვით მიმართავს.

მეტი...