კუანჟოუ – საზღვაო აბრეშუმის გზის სასიცოცხლო კვანძი

სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, ფუჯიანის პროვინციაში მდებარე კუანჟოუ არის ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნავსადგური ისტორიული საზღვაო აბრეშუმის გზის გასწვრივ.  “Quanzhou: მსოფლიოს სამფლობელო სონგ-იუან ჩინეთში” დაემატა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ჩამონათვალს  2021 წლის 25 ივლისს და გახდა ჩინეთის 56-ე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. მისი მემკვიდრეობა მოიცავს ადმინისტრაციულ შენობებს და სტრუქტურებს, რელიგიურ შენობებსა და ქანდაკებებს, საზღვაო ვაჭრობის ოფისებს, კონფუცის ტაძარსა და კაიუანის ტაძარს. მემკვიდრეობის დაცვის გარდა, კუანჟოუ მიმართულია კულტურისა და ტურიზმის ღრმა ინტეგრაციაზე, რათა შეინარჩუნოს მისი ისტორიული მახასიათებლები და გააცოცხლოს მისი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა. 2023 წელს Quanzhou-ს ტურიზმიდან შემოსავალი წელიწადში გაიზარდა 68,9 პროცენტით  – 100,24…

მეტი...

121 არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია საკონსტიტუციოს მიმართავს

121 ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. სარჩელი დღეს გაიგზავნება. ,,სარჩელთან ერთად სასამართლოს წარედგინება შუამდგომლობა არაკონსტიტუციური ნორმებსი მოქმედების შეჩერების შესახებ. კონსტიტუციური სარჩელი კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, რომ სადაო კანონი ზღუდავს მოქალაქეთა უფლებას გაერთიანდნენ საერთო მიზნის მისაღწევად, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის საკეთებლად და ადამიანების დასახმარებლად”, – თქვა გიორგი დავუთურმა, IDFI-ის წარმომადგენელმა. სარჩელის ავტორები მიესალმებიან, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტმაც მიმართა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ საკონსტიტციო საამართლო უმოკლეს ვადაში განიხილავს სადაო ნორმის მოქმედების შეჩერების შაუამდგოლობას და დააკმაყოფილებს მას. ,,ამასთან გაცნობებთ, რომ ჩვენ ვემზადებით საჩივრის ადამიანის…

მეტი...

გერმანია კიევის ბავშვთა საავადმყოფოს აღსადგენად 10 მილიონ ევროს გამოყოფს

გერმანია 10 მილიონ ევროს გამოყოფს ,,ოჰმატდიტის” ბავშვთა საავადმყოფოს აღდგენისთვის. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრმა Rheinische Post-თან ინტერვიუში განაცხადა. გერმანიის მიერ გამოყოფილი თანხები მოხმარდება საავადმყოფოს სამუშაო მდგომარეობაში სწრაფად დაბრუნებას და შენობის ზამთარში გამოსაყენებლად მომზადებას. საუბარია, კერძოდ, საავადმყოფოს ფასადების, სამკურნალო ოთახების შეკეთებასა და მოვლა-პატრონობაზე, ასევე ელექტროენერგიისა და სითბოს მიწოდებაზე. ,,არ უნდა შევეგუოთ და არ შევეგუებით რომ ეს ადგილი კიბოთი დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ უკრაინაში აღარ არსებობს. ჩვენ უკრაინის მთავრობას შევთავაზეთ დახმარება საავადმყოფოს რეკონსტრუქციაში, რათა ბავშვებმა კვლავ სწრაფად მიიღონ საჭირო მკურნალობა”, – თქვა მინისტრმა, სვენია შულცმა. შეგახსენებთ, რომ 8 ივლისს უკრაინის…

მეტი...

,,წელს საზაფხულო ბაღებში 18 500 აღსაზრდელი ჩაირიცხა, რაც წინა წლებთან შედარებით, უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვია” – კალაძე

დედაქალაქში მესამე კვირაა საზაფხულო ბაღი ფუნქციონირებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული სოციალური პროექტი მიზნად ისახავს, საბავშვო ბაღის მუნიციპალური სერვისებით უზრუნველყოს ის ოჯახები, რომლებიც ივლისში ქალაქში რჩებიან. „გასული წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ მოთხოვნა საზაფხულო ბაღებზე მზარდია და ამის გათვალისწინებით, წელს 45-დან 50-მდე გავზარდეთ ბაღების რაოდენობა. საზაფხულო ბაღებში ყველა პირობაა შექმნილი პატარების კომფორტისთვის – ბაღები აღიჭურვა და მომარაგდა მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო ინვენტარით. წელს საზაფხულო ბაღებში 18 500 აღსაზრდელი ჩაირიცხა, რაც წინა წლებთან შედარებით, მაღალი რიცხვია. ამასთან, პროექტის შედეგად, დამატებით ანაზღაურებას მიიღებს სისტემის…

მეტი...

,,მდგომარეობა ექსპორტ-იმპორტის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული” – დავით ნარმანია ,,მედიაცენტრ მთავარში”

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ,,მედიაცენტრ მთავარში” სემეკის მიერ დამტკიცებული „საირიგაციო წყლის მიწოდების წესების“ შესახებ ისაუბრა და განმარტა თუ როგორი სეზონი გვქონდა ქვეყანაში ექსპორტ-იმპორტის თვალსაზრისით. ,,წლევანდელი გაზაფხული ჰიდროლოგიურად უხვნალექიანი იყო. მაღალმთიანი რეგიონებიდან თოვლის დნობამ, ასევე, ინტენსიურმა წვიმებმა განაპირობა ის, რომ ჩვენს ადგილობრივ მოხმარებაზე უფრო მეტი ენერგიის გამომუშავება და ამ ჭარბი ენერგიის გატანა ხდებოდა. თურქეთში დაახლოებით, 500 მეგავატ საათი ენერგია გადიოდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. სომხეთში კი 70-80 მეგავატი”, – განაცხადა დავით ნარმანიამ ,,მედიაცენტრ მთავართან”. როგორც მან აღნიშნა, ახლა ეტაპობრივად შემცირდა ნალექები და აქედან გამომდინარე,…

მეტი...

ნელი მატარებელი, თანამედროვე ტექნოლოგიებით სოფლის აღორძიენებისთვის

ეს ნელი მატარებელი ჩინეთის ჩრდილოეთით, სოფლის აღორძინებისა და გაძლიერებისთვის ერთ-ერთი კომპონენტია. მატარებელი 4347,  რომელიც მიემგზავრება ტონგუადან ჯიანისკენ, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთის ჯილინის პროვინციაში, 1939 წლიდან ფუნქციონირებს. ეს არის ერთადერთი მატარებელი, რომელიც აკავშირებს ორ მხარეს. მატარებელი 115 კილომეტრის მანძილზე ახორციელებს მოგზაურობას და მას ორ საათი და 48 წუთი სჭირდება. ფასი მხოლოდ 16,5 იუანი (დაახლოებით $2,27). მატარებლის ვაგონების ჭერი მორთულია ოთხი სეზონის შთაგონებული მოტივებით და მატარებლის ორივე ბოლოში წარმოდგენილია ფოტოგრაფიული ექსპონატები. უფრო მეტიც, ინტერაქტიული ინსტალაციები და კულტურული მემკვიდრეობის ჩვენებისთვის მიძღვნილი ადგილები მიმოფანტულია მატარებელში. მშვიდი ტემპის მიუხედავად, მატარებელი მუდმივად აუმჯობესებს მომსახურებას. მგზავრებს შეუძლიათ ისარგებლონ ისეთი…

მეტი...

ბაიდენი გავა წინასაარჩევნო რბოლიდან, თუ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ექნება – CBS News

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკულ ტელეარხ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის მიატოვებს წინასაარჩევნო კამპანიას, თუ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნება. „იმ შემთხვევაში, თუ მე რამე სერიოზული ავადმყოფობა დამემართებოდა, თუ ჩემთან ექიმები მოვიდოდნენ და მეტყოდნენ, რომ მე პრობლემა მაქვს“, – ასე უპასუხა ბაიდენმა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, არსებობ თუ არა რამე სერიოზული მიზეზი, რის გამოც ის მიატოვებდა წინასაარჩევნო კამპანიას. ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ასაკი მას სიბრძნეს მატებს. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, მან უკვე აჩვენა საზოგადოებას, რომ იცის, თუ რა სჭირდება ქვეყანას.

მეტი...

ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა აამოქმედა

ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა 15 ივლისიდან აამოქმედა. კერძოდ, 15 ივლისიდან ტაილანდში 93 ქვეყნის მოქალაქეებს უვიზოდ 60 დღის განმავლობაში შეეძლებათ დარჩენა. ტაილანდის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ტრაისული ტრაისორანაკულის განცხადებით, სავიზო პოლიტიკის ოთხი განახლება მიმართულია მეტი უცხოელი ვიზიტორის მოსაზიდად, მათ შორის მოგზაურობის ხელშეწყობისთვის.

მეტი...

მაკრონმა საფრანგეთის პრემიერს თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაუკმაყოფილა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დააკმაყოფილა პრემიერ გაბრეილ ატალის განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ატალი უხელმძღვანელებს დროებით მთავრობას შეზღუდული უფლებამოსილებით, სანამ ახალი მთავრობა დაინიშნება. მემარცხენე “ახალი სახალხო ფრონტის” ალიანსმა ჯერ კიდევ ვერ შეძლო კონსენსუსის მიღწევა პრემიერმინისტრობის კანდიდატის თაობაზე, თვის დასაწყისში, ვადამდელი არჩევნების შემდეგ. საფრანგეთის ცენტრისტი პრემიერმინისტრი გაბრიელ ატალი და მისი მთავრობა დარჩებიან მოვალეობის შემსრულებლად, რაც დამატებით დროს აძლევს პოლიტიკურ პარტიებს სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად მას შემდეგ, რაც 7 ივლისის არჩევნების მეორე ტურმა ეროვნული ასამბლეა უმრავლესობის გარეშე დატოვა.

მეტი...

დავით ნარმანიამ ,,მედიაცენტრ მთავარში” მელიორაციის სექტორში ახალი რეგულაციების შესახებ ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ,,მედიაცენტრ მთავარში” სემეკის მიერ დამტკიცებული „საირიგაციო წყლის მიწოდების წესების“ შესახებ ისაუბრა და ის ახალი რეგულაციები განმარტა, რომელიც მელიორაციის სექტორში წყლის მიწოდების რეჟიმებს შეეხება. როგორც მან აღნიშნა, „საირიგაციო წყლის მიწოდების წესები“ ემსახურება საირიგაციო წყლის გამჭვირვალე და სამართლიან განაწილებას, წყალმომარაგების სწორ მოლოდინის შექმნასა და წყლის მიზნობრივ და რაციონალურ ხარჯვას. ,,ამ მიზნით წესებში გამოყენებულია სხვადასხვა რეგულირების მექანიზმები რაც უზრუნველყოფს ამ ახალი რეგულაციის ეფექტურად დანერგვას. მიუხედავად იმისა რომ რეგულაციის ამოქმედებიდან მხოლოდ 7 თვე გავიდა, შედეგები ხელშესახებია. პირველად მოხდა „საქართველოს მელიორაციის“ მიერ მიწოდების რეჟიმების…

მეტი...

ბათუმში მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა. ასაკოვან კაცს დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიყენებული. მოტოციკლის მძღოლი უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფი და საპატრულო ეკიპაჟი. არსებული ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მეტი...

,,ტრამპის მკვლელობის მიზნით ირანის შეთქმულების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაუსაბუთებელი და მზაკვრულია” – გაეროში ირანის მისია

გაეროში ირანის მუდმივმა წარმომადგენლობამ უარყო დონალდ ტრამპის მკვლელობის მიზნით ირანის შეთქმულების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. „ეს ბრალდებები დაუსაბუთებელი და მზაკვრულია. ირანის გადმოსახედიდან, ტრამპი არის დამნაშავე, რომელიც სასამართლოში უნდა დაისაჯოს გენერალ სოლეიმანის მკვლელობის ბრძანების გაცემისთვის. ირანმა კანონიერი გზა აირჩია მისი პასუხისგებაში მიცემისთვის“, – ნათქვამია ირანის დიპლომატიური მისიის განცხადებაში. მანამდე ტელეკომპანია CNN-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა სადაზვერვო ინფორმაცია მიიღეს ირანის მიერ დონალდ ტრამპის მკვლელობის მიზნით შეთქმულების შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის გამო, საიდუმლო სამსახურმა ყოფილი პრეზიდენტის გარშემო უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. ტელეკომპანია CNN-ი აღნიშნავს, არ არსებობს იმის მინიშნება, რომ…

მეტი...

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მგზავრთა მომსახურება განახლდა

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მგზავრთა მომსახურება განახლდა. ხაზზე მოძრაობა 06:00 საათზე განახლდა და მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება. ცნობისთვის, საბურთალოს ხაზზე მგზავრთა მომსახურება ტექნიკური ხარვეზის გამო, რამდენიმე საათით 16 ივლისის საღამოს შეფერხდა.

მეტი...

„ქართული ოცნება“ წელს არჩევნებს მოიგებს უპრეცედენტო მხარდაჭერით” – მაია ბითაძე

„ქართული ოცნება“ წელს არჩევნებს მოიგებს უპრეცედენტო მხარდაჭერით”, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „ქართული ოცნება“ წელს არჩევნებს მოიგებს უპრეცედენტო მხარდაჭერით. ძალიან ნათელია უკვე არჩევანი იმ ბოროტ, რადიკალურ ძალასა და იმ ძალას შორის, რომელსაც ამ ქვეყნისთვის მშვიდობა უნდა ერთხელ და სამუდამოდ“, – აღნიშნა ბითაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნის ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

მეტი...

23 ივლისს აშშ-ის კონგრესში საქართველოსა და მოლდოვაში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართება

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოზე ისჯელებენ. 23 ივლისს აშშ-ის კონგრესში საქართველოსა და მოლდოვაში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართება მოსმენას კონგრესის ევროპის საგარეო საქმეთა ქვეკომიტეტი მოიწვევს. მომხსენებლები იქნებიან: ჯოშუა ჰაკი – სახელწმიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კრისტოფერ სმიტი – მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ალექსანდრე სოკოლოვსკი – აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის მოადგილე.

მეტი...

ურეკში ზღვაში კაცი დაიხრჩო

დღეს დილით ურეკში ზღვაში 60 წელს გადაცილებული კაცი დაიხრჩო. თვითმხილველების თქმით, კაცს, რომელიც ადგილობრივი იყო, ზღვაში შესვლის შემდეგ გული გაუჩერდა. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული, ცხედარი ბათუმის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

მეტი...

,,ეჭვი არ მეპარება, რომ ტრამპი ძლიერი და მტკიცე იქნება უკრაინის მხარდაჭერასა და დემოკრატიის დაცვაში” – ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდა. მან შეხვედრის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ტრამპი მხარს დაუჭერს უკრაინას. ,,სასიამოვნო იყო პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია მისი სიცოცხლის ხელყოფის სამარცხვინო მცდელობის შემდეგ. ჩვენ განვიხილეთ უკრაინის საკითხი და ეჭვი არ მეპარება, რომ ის ძლიერი და მტკიცე იქნება ამ ქვეყნის მხარდაჭერასა და დემოკრატიის დაცვაში”, – დაწერა ჯონსონმა.

მეტი...

უკრაინა და რუსეთი დღეს ტყვეების მასშტაბურ გაცვლას გეგმავენ – Bloomberg

უკრაინა და რუსეთი დღეს ტყვეების მასშტაბურ გაცვლას გეგმავენ. Bloomberg-ის ცნობით, მხარეები 180 სამხედრო ტყვეს გაცვლას 17 ივლისს გეგმავენ. ,,შეთანხმება მომზადდა არაბეთის გაერთიანებული საემიროების შუამავლობით. ეს იქნება მეექვსე ტყვეთა გაცვლა, რომელიც არაბეთის გაერთიანებულ საემიროების დახმარებით წლის დასაწყისიდან განხორციელდა”, –  აღნიშნავს Bloomberg. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ უპასუხა სააგენტოს მოთხოვნას და არაბეთის გაერთიანებული საემიროების მთავრობამ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე.

მეტი...

,,როტაციული თავმჯდომარე არანაირ როლს არ ასრულებს EU-ს წარმომადგენლობაში საერთაშორისო ასპარეზზე” – მიშელის პასუხი ორბანს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის წერილს უპასუხა და აღნიშნა, რომ მას არ აქვს ევროკავშირის მანდატი უკრაინის ომის შესახებ მოლაპარაკებებისთვის. ,,საბჭოს როტაციული თავმჯდომარე არანაირ როლს არ თამაშობს კავშირის წარმომადგენლობაში საერთაშორისო ასპარეზზე და არ მიუღია ევროსაბჭოს მანდატი, რომ იმოქმედოს კავშირის სახელით”, – წერს მიშელი ორბანს წერილში. მიშელმა, ბელგიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ასევე უარყო ორბანის მტკიცება, რომ ევროკავშირი უკრაინაში ,,ომის მომხრე” პოლიტიკას ატარებდა. ,,ეს სრულიად საპირისპიროა. რუსეთი არის აგრესორი და უკრაინა არის მსხვერპლი, რომელიც იყენებს თავდაცვის ლეგიტიმურ უფლებას”, – წერს მიშელი.

მეტი...

+36 გრადუსი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ქ. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 16-17 ივლისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივლისს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან მოსალოდნელია…

მეტი...

გლდანში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა

თბილისში, გლდანში ახალგაზრდა გოგო გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა. ეროვნებით ინდოელი ახალგაზრდის ცხედარი საცხოვრებელ კორპუსთან იპოვეს. პოლიციამ მის ბინაში მყოფი ორი პირი გამოიკითხვაზე გადაიყვანა. საქმეზე დაწებულია გამოძიება.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში, დღეს დილით მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქა­ლაქ დე­დოფ­ლის­წყა­რო­დან 5კმ-ის და­შო­რე­ბით, სო­ფელ ლე­ნი­ნოვ­კა­ში იყო. მიწისძვრის სიმძლავრე 4.8 მაგნიტუდას შეადგენდა.

მეტი...

,,კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა დანაყოფი, როგორც ჩანს, ლარნაკაში და საზღვარგარეთ ჩაატარებს წინასაარჩევნო კამპანიას, ჩვენ კი ვიქნებით ჩვენს ხალხთან” – არჩილ თალაკვაძე

,,კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა დანაყოფი, როგორც ჩანს, ლარნაკაში და საზღვარგარეთ ჩაატარებს წინასაარჩევნო კამპანიას, ჩვენ კი ვიქნებით ჩვენს ხალხთან”, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ. „კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა დანაყოფი, როგორც ჩანს, ლარნაკაში და საზღვარგარეთ ჩაატარებს წინასაარჩევნო კამპანიას, ჩვენ კი ვიქნებით ჩვენს ხალხთან, ჩვენს მოქალაქეებთან, ჩავალთ ყველგან. ლარნაკაში რომ არ არის ჩვენი მოქალაქეების ნება და საქართველოშია, როგორც ჩანს, ამ რადიკალურმა ძალებმა ვერ გაიგეს“, – აღნიშნა თალაკვაძემ. „ქრონიკის“ ინფორმაციით, დავით კეზერაშვილი ლარნაკაში ოპოზიციონერ ლიდერებს შეხვდა.

მეტი...