გერმანია კიევის ბავშვთა საავადმყოფოს აღსადგენად 10 მილიონ ევროს გამოყოფს

გერმანია 10 მილიონ ევროს გამოყოფს ,,ოჰმატდიტის” ბავშვთა საავადმყოფოს აღდგენისთვის. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრმა Rheinische Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

გერმანიის მიერ გამოყოფილი თანხები მოხმარდება საავადმყოფოს სამუშაო მდგომარეობაში სწრაფად დაბრუნებას და შენობის ზამთარში გამოსაყენებლად მომზადებას. საუბარია, კერძოდ, საავადმყოფოს ფასადების, სამკურნალო ოთახების შეკეთებასა და მოვლა-პატრონობაზე, ასევე ელექტროენერგიისა და სითბოს მიწოდებაზე.

,,არ უნდა შევეგუოთ და არ შევეგუებით რომ ეს ადგილი კიბოთი დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ უკრაინაში აღარ არსებობს. ჩვენ უკრაინის მთავრობას შევთავაზეთ დახმარება საავადმყოფოს რეკონსტრუქციაში, რათა ბავშვებმა კვლავ სწრაფად მიიღონ საჭირო მკურნალობა”, – თქვა მინისტრმა, სვენია შულცმა.

შეგახსენებთ, რომ 8 ივლისს უკრაინის რამდენიმე ქალაქზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, რომელთაგან ერთი კიევის ბავშვთა კლინიკას დაეცა, 44 ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი თემები