საქართველო-ესპანეთს შორის  მატჩის პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანეთის ნაკრებს შორის მატჩის პირველი ნახევარი ფრედ დასრულდა. კონტრშეტევაზე ანგარიში საქართველოს ნაკრებმა გახსნა, გოლი საკუთარ კარში მეთვრამეტე წუთზე ლე ნორმანდმა შეაგდო. პირველი ტაიმის მიწურულს ესპანელმა ფეხბურთელებმა ანგარიში გაათანაბრეს.   საქართველო 1:0 ესპანეთი

მეტი...

საქართველო 1:0 ესპანეთი

საქართველოს ეროვნული ნაკრები დაწინაურდა. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ესპანეთს 1:0 უგებს. ესპანეთის ნაკრების მცველმა ლე ნორმანმა ბურთი საკუთარ კარში გაიტანა.

მეტი...

საქართველო-ესპანეთის მატჩი დაიწყო

საქართველოს ნაკრები მერვედფინალში ევრო 2024-ის ესპანეთის ნაკრებს უპირისპირდება. თამაში გერმანიის ქალაქ კიოლნში მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ასე გამოიყურაბა:   მამარდაშვილი, კაშია, გველესიანი, დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ლოჩოშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.        

მეტი...

ეროვნული ნაკრების მხარდაჭერის გამოსახატად თბილისის ანძა საქართველოს დროშის ფერებში განათდა

თბილისის ანძა საქართველოს დროშის ფერებში განათდა, რაც ასევე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფორმის ფერებს წარმოადგენს.  ამით დედაქალაქი, ისევე, როგორც მთელი საქართველო, მხარდაჭერას გამოხატავს ეროვნული ნაკრების მიმართ. საქართველო-ესპანეთის მატჩამდე წუთები რჩება. მატჩის გამარჯვებული გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალის საგზურს მოიპოვებს. გამარჯვებას ვუსურვებთ ეროვნულ ნაკრებს და საქართველოს.

მეტი...

ისტორიულ მატჩს კიოლნში სალომე ზურაბიშვილი დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კიოლნში იმყოფება. პრეზიდენტი საქართველო-ესპანეთის მატჩს დაესწრება. სალომე ზურაბიშვილთან გადაღებულ ფოტოებს საქართველოს მოქალაეები გერმანიიდან უკვე ავრცელებენ. საქართველოს ნაკრები მოედანზეა-თამაშამდე სულ ცოტა დრო რჩება. მატჩი თბილისი დროით 23:00 საათზე დაიწყება.   რა გადაწყვეტილება მიიღო მწვრთნელმა და ვინ ითამაშებს ძირითად შემადგენლობაში

მეტი...

რა გადაწყვეტილება მიიღო მწვრთნელმა და ვინ ითამაშებს ძირითად შემადგენლობაში

ერთ საათზე ნაკლები რჩება, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირებამდე. ამის პარალელურად, ცნობილი გახდა, თუ ვინ ითამაშებს ძირითადში. გუნდების სასტარტო შემადგენლობა ასე გამოიყურაბა: მამარდაშვილი, კაშია, გველესიანი, დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ლოჩოშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.   კიოლნის ქუჩები ქართველმა ქომაგებმა მოიცვა (video)

მეტი...

კიოლნის ქუჩები ქართველმა ქომაგებმა მოიცვა (video)

გერმანიის ქალაქ კიოლნში, სადაც საქართველოსთვის ისტორიული მატჩი უნდა ჩატარდეს, ქართველი გულშემატკივრები მსვლელობას მართავენ. ისინი მოედნისკენ საქართველოს დროშებით და შეძახილებით მიემართებიან. დღევანდელ მატჩზე დასასწრებად ისინი თბილისიდან გაემგზავრნენ. ვინც წასვლა ვერ მოახერხა, ტრადიციულად მიხეილ მესხის სტადიონზე შეიკრიბება. საქართველო-ესპანეთის დაპირისპირებამდე ერთი საათი რჩება. თამაში თბილისის დროით, დღეს 23:00 საათზე დაიწყება.  

მეტი...

სოზარ სუბარს „მონა“ ეძახეს (video)

საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ მისულ, უმრავლესობის დეპუტატს, სოზარ სუბარს „მონა“ ეძახეს. ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. მოქალქემ „ქართული ოცნების“ წევრის მიმართ პროტესტი, „გამჭვირვალობის კანონის“ მხარდაჭერის გამო გამოთქვა.  

მეტი...

ვინ არის ქართველი ბიჭი, რომელიც ქრიშტიანუ რონალდუს “თავზე დაახტა”

საქართველო – პორტუგალიის მატჩის დასრულების შემდეგ, ტრიბუნიდან ბიჭი, მაშინ გადმოხტა, როდესაც ქრიშტიანუ რონალდუ მოედნიდან დაცვის თანხლებით გადიოდა. კადრები სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა და მსოფლიო მოიცვა. ის ყველას პორტუგალიელი ქომაგი ეგონა, თუმცა რონალდუს ქართველი გულშემატკივარი, 14 წლის საბა ჩაჩიბაია აღმოჩნდა. როგორც საბა ჩაჩიბაია ამბობს, მას თავის კუმირთან ფოტოს გადაღება სურდა. ”ჩემი ადგილი იყო საქართველოს ფანებთან. წინასწარ ვნახე, საიდან უნდა გავსულიყავი. წავალ ფოტოს გადავიღებ-მეთქი, ტელეფონიც წავიღე“- ამბობს საბა ჩაჩიბაია.    

მეტი...

„შეუძლებელი არაფერია. უბრალოდ უნდა დაიჯერო, იშრომო და არ დანებდე“- ქოჩორაშვილი ისტორიულ მატჩამდე

“მსოფლიოში შეუძლებელი არაფერია. უბრალოდ უნდა დაიჯერო, იშრომო და არ დანებდე”- ამის შესახებ, საქართველოს ნაკრებისა და ლევანტეს ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანურ გამოცემასთან ისაუბრა. ქოჩორაშვილი ამბობს, რომ თუ ყველაფერს კარად შეასრულებენ შედეგსაც მიაღწევენ. “ჩვენ საკუთარი თავის რწმენა გვაქვს. იქ შედეგზე ფიქრით არ გავალთ. წუთიდან წუთამდე, წამიდან წამამდე, დუელიდან დუელამდე ვიფიქრებთ და თუ ყველაფერს კარგად შევასრულებთ, მჯერა, რომ კარგ შედეგს მივაღწევთ”- ამბობს ქოჩორაშვილი.  

მეტი...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ქმედებები უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეამ ბუქარესტში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ  ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების აუცილებელი წინაპირობა რუსეთის ფედერაციის დეკოლონიზაციაა. ინფორმაციას უკრაინული მედია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის წევრზე, სახალხო დეპუტატ პაველ ფროლოვზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუციაში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს რუსეთის ქმედებები უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა და ორგანიზაციის ყველა წევრს მოუწოდა, წვლილი შეიტანონ ყირიმის და უკრაინის ყველა სხვა დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დეოკუპაციაში “მშვიდობის ფორმულის“ მხარდაჭერის გზით.  

მეტი...

თურქეთში ტყეში ხანძარია

თურქეთში ტყის ხანძარია. იზმირის პროვინციაში ხანძრის 16 კერაა. სტიქიის ზონასთან ახლოს მდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადა. ხანძრის გამო დროებით დაიკეტა იზმირისა და ალაჩათის დამაკავშირებელი გზატკეცილი. სტიქიის ზონაში ასობით მეხანძრე საგანგებო რეჟიმში მუშაობს.  

მეტი...

„დღესაც მოსაგებად მივდივართ – საქართველო იგებს!“- ირაკლი კობახიძე

“ჩვენ გულებში საქართველოს ნაკრები უკვე ჩემპიონია!!! თუმცა, ჩვენ მეტი გვინდა და დღესაც მოსაგებად მივდივართ!”- ამის შესახებ, პრემიერი-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს. „ჩვენ გულებში საქართველოს ნაკრები უკვე ჩემპიონია!!! თუმცა, ჩვენ მეტი გვინდა და დღესაც მოსაგებად მივდივართ!!! საქართველო იგებს!“- წერს პრემიერი.  

მეტი...

კიოლნის ქუჩებში ქართველი ქომაგების შეკრება იწყება

საათები რჩება ისტორიული მატჩამდე. საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდებიან. თამაში გერმანიის ქალაქ კიოლნში გაიმართება. ქართველი გულშემატკივარი გერმანიის ქუჩებში იკრიბებიან და მსველელობისთვის ემზადებიან. “მიუხედავად რთული თამაშისა, მემგონი, ის შედეგი, რაც პორტუგალიასთან დავდეთ, მიუხედავად სკეპტიკური განწყობისა, მაინც შედეგი დავდეთ, რასაც ბევრი არ ელოდა. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ბიჭები უფრო მეტად მოტივირეულები არიან, უფრო მეტი შემართებით არიან, მიუხედავად ასეთი ძლიერი მოწინააღმდეგისა და დარწმუნებული ვარ, რომ ისეთ შედეგს დადებენ, როგორც პორტუგალიასთან დროს ვიამაყეთ, – ამბობს ქომაგი. ძალიან ბევრნი ვიქნებით, იმიტომ, რომ ყველა კუთხეში ფრიალებს საქართველოს დროშა. ჩვენი მიზანია,…

მეტი...

პორტუგალიის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს ნაკრების გამარჯვებას ულოცავს

პორტუგალიის პრეზიდენტი, მარსელუ რებელუ დი სოზა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე საქართველოს ნაკრების გამარჯვებას ულოცავს. შესაბამისი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. 26 ივნისს კი, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და თავის პირველ ევროპის ჩემპიონატზე პლეი-ოფში გავიდა.

მეტი...

პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აბიტურიენტები დალოცა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, კარგი იქნება თუ ახალგაზრდობა, ასევე, სათანადო ყურადღებას დაუთმობს პროფესიულ განათლებასაც, რადგან კოლეჯში სწავლა და პროფესიის დაუფლება მნიშვნელოვანია. „იწყება უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების პერიოდი. ყველას, ვინც ემზადება ცოდნის მისაღებად და სწავლის გასაგრძელებლად, ვლოცავ და ვუსურვებ წარმატებებს. უფალმა მოგმადლოთ გონიერება და სულიერი ძალა. კარგი იქნება თუ ახალგაზრდობა, ასევე, სათანადო ყურადღებას დაუთმობს პროფესიულ განათლებასაც, რადგან კოლეჯში სწავლა და პროფესიის დაუფლება მნიშვნელოვანია. ასე რომ, ასპარეზი ფართოა და შესაძლებლობები მრავალგვარი. გეწეოდეთ ღმერთი და თქვენი მფარველი ანგელოზი“- აღნიშნავს პატრიარქი.  

მეტი...

საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან

საბერძნეთის დედაქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ტყეში ძლიერი ხანძარი. ხანძრის გამო სტიქიის ზონასთან ახლოს მცხოვრები, ოთხი დასახლების მცხოვრებლების ევაკუაცია დაიწყო. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ძლიერი ქარი აფერხებს. შემთხვევის ადგილზე 78 მეხანძრე-მაშველი და 26 ერთეული სპეცტექნიკაა მობილიზებული. ხანძრის ჩასაქრობად საჭირო გახდა ვერტმფრენების გამოყენებაც.

მეტი...

“დღეს რაც არ უნდა მოხდეს, თქვენ უკვე გმირები ხართ”- მდინარაძე ეროვნულ ნაკრებს

“დღეს რაც არ უნდა მოხდეს, თქვენ უკვე გმირები ხართ, ჩვენ კი სულ თქვენი მომდევნო გამარჯვებების რწმენით ვიცხოვრებთ, ისევე როგორც დღეს“- ასე მიმართავს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარეძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. მდინარაძე ნაკრებს გამარჯვებას უსურვებს. „ქვეყანა გაირინდა დღევანდელი თამაშის მოლოდინში. ასეთი ბედნიერი და ამაყი ქართველები ადრე არასდროს მინახავს. ანთებული თვალებით დადის ხალხი. ეს შეძლო ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა! ბიჭებმა სასწაული უკვე მოახდინეს და ამ საოცარი ჟინის, ბრძოლის, პროგრესის, დაუჯერებელი გამარჯვებების გაგრძელებას ელოდება ქვეყანა! დღეს რაც არ უნდა მოხდეს, თქვენ უკვე გმირები ხართ ეროვნული ნაკრები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ჩვენ კი სულ თქვენი მომდევნო გამარჯვებების რწმენით…

მეტი...

“ჩვენი ბიჭების ბრძოლა დღესაც სიამაყით აღგვავსებს”- კალაძე

“დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა-მჯერა, ჩვენი ბიჭების ბრძოლა დღესაც სიამაყით აღგვავსებს და გვათქმევინებს – ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ვართ საქართველო!”- წერს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში. მისივე განცხადებით, როდესაც ვერთიანდებით საერთო მიზნით, საერთო მისწრაფებით, ბრძოლის ჟინით, წარმატების რწმენით, ვაღწევთ გამარჯვებას და ვაგრძელებთ განვითარებას. „დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. ის, რაც დღეს ფეხბურთის მოედანზე უნდა მოხდეს, ფეხბურთზე ბევრად მეტია. დღეს კიდევ ერთხელ ვთანხმდებით-როდესაც ვერთიანდებით საერთო მიზნით, საერთო მისწრაფებით, ბრძოლის ჟინით, წარმატების რწმენით, ვაღწევთ გამარჯვებას და ვაგრძელებთ განვითარებას. ჩვენი ქვეყნის ისტორია სწორედ ამის დასტურია. ამ შემართებამ გააძლებინა ჩვენს პატარა ქვეყანას საუკუნეების…

მეტი...

„ეს ეიფორიის მომენტში თქვა“- ესპანელი ფეხბურთელი კვარაცხელიას სიტყვებზე 

“ჩვენ საკუთარ თავზე ვფიქრობთ, ვიცით, რომ მზად ვართ საქართველოს დავამარცხოთ. თუ კარგ თამაშს ჩავატარებთ, მომდევნო ტურში გასვლის კარგი შანსი გვექნება. ამიტომ კონცენტრირებულები ვართ საკუთარ თავზე და არა მეტოქეზე”- ამბობს ესპანეთის ნაკრების მცველი, ალეხანდრო გრიმალდო. მცველმა დღევანდელ დაპირისპირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეტოქეს პირველივე წუთებში შეუტევენ. „ვიცით, რომ ახლა მივიღებთ ყველაფერს ან არაფერს. აქედან გამომდინარე, ეს ზეწოლა საფასურია იმისთვის, რომ ესპანეთის ნაკრების მაისურს ვატარებთ, რადგან ყოველთვის გამარჯვებას ვცდილობთ. საამისოდ, მეტოქეს პირველი წუთებიდან უნდა შევუტიოთ და გავიმარჯვოთ, ჩავარდნის უფლება არ გაგვაჩნია“- ამბობს ესპანელი ფეხბურთელი. რაც შეეხება, ხვიჩა კვარაცხელიას განცხადებას, იმის შესახებ, რომ…

მეტი...

„თუ ესპანეთს მოვუგებთ, პარლამენტის ტრიბუნიდან ვიმღერებ“- რომან გოცირიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ამბობს, რომ თუ დღეს საქართველოს ნაკრები ესპანეთის ნაკრებს დაამარცხებს,  რამდენიმე პირობას შეასრულებს. მათ შორის პირობას დებს, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან ცნობილი ესპანელი მომღერლის სიმღერას შეასრულებს. “თუ ესპანეთს მოვუგებთ, პირობას ვდებ, რომ შევასრულებ შემდეგ რამეს: პირველი, პარლამენტში არსებული პრორუსული პარტიიდან ერთ-ერთს, „ხალხის ძალას“ რომ ეძახიან, ერთი თის განმავლობაში არ დავუძახებ პუტინისტურ პარტიას. მეორე – იმედის 8 საათიან გადაცემას ვუყურებ ასევე ერთი კვირის განმავლობში. მესამე – პარლამენტის ფოიეში დავუკრავ როიალზე, რომელიც იქ არ დგას და რომლის დადგმასაც უკვე მეოთხე წელიწადია მოითხოვს ერთ-ერთი ქალბატონი, მუსიკოსი, დეპუტატი და ბოლოს, მეოთხე, მთავარი –…

მეტი...

სერბეთი ისრაელის საელჩოსთან მომხარი თავდასხმის შემდეგ ტურისტულ საფრთხეს ზრდის

სერბეთი ისრაელის საელჩოსთან მომხდარი თავდასხმის შემდეგ ტერორისტული საფრთხის დონეს ზრდის. განცხადება სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ივიცა დაჩიჩმა გააკეთა. დაჩიჩმა დაადასტურა, რომ ისრაელის საელჩოზე თავდასხმა ტერორისტულ თავდასხმად გადაკვალიფიცირდა. „ინსტრუქციებით, მოქმედი წესებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს ინსტრუქციებით, მას შემდეგ, რაც მოხდა ეს ტერორისტული აქტი – მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ოფიციალურად უწოდა მას ტერაქტი – როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, გამოვაცხადე წითელი დონე“ –  განაცხადა, სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

მეტი...

“საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში!”- საქართველოში გერმანიის ელჩი

“საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში! წარმატებას გისურვებთ” – ამის შესახებ, საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა და გამოაქვეყნა გერმანიის მეოთხედფინალში გასვლის შესახებ ინფორმაცია. ევრო 2024-ზე მერვერდფინალურ მატჩში გერმანიამ დანია ანგარიშით – 2:0 დაამარცხა. როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ დღეს გამართავს.  

მეტი...

„მადლობები მიხადეს, ყოჩაღო! რა კარგი ბიჭი აღგიზრდიაო“- პედაგოგები მამარდაშვილის შესახებ

გლადანის 115-ე სკოლის მასწავლებლები, სადაც გიორგი მამარდაშვილი სწავლობდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის ბავშვობას იხსენებენ. მასწავლებლები ამბობენ, რომ ის გამორჩეულად მონდომებული და თბილი იყო. „ბავშვებს თავიდანვე ეტყობათ, თუ როგორები იქნებიან ისინი. როგორც იტვიან, კოჭებში ეტყობოდა, ძალიან მონდომებული იყო. მემგონი ასეთი არავინ არ არის. 23 წლის ასაკში მე არ მახსოვს, ასეთი მეკარე ვინმე ყოფილიყოს.. ძალიან თბილი ბავშვი იყო“- ამბობენ პედაგოგები. მასწავლებლები ყოფილი მოსწავლის დიდი წარმატებით ამაყობენ და ამბობენ, რომ მისი აღზრდისთვის საზოგადოება მათ მადლობასაც კი უხდის. „ვამაყობდი, ჩვენი გაზრდილი რომ იყო, ვფიქრობდი, იქნებ ვინმემ იკითხოს რომელ სკოლაში სწავლობდა… მარშუტკის მძღოლს ვთხოვე, გაეჩერებინა…

მეტი...

ნიგერიაში აფეთქებას 18 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ბორნოს შტატში მომხდარი აფეთქებების სერიის შედეგად მინიმუმ 18 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შტატის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავდასხმები ქორწილსა და დაკრძალვაზე შეკრებილებსა და საავადმყოფოზე განახორციელეს. დაღუპულებს შორის ბავშვები და ქალებიც არიან. ადგილობრივი მედიის ნაწილი იუწყება, რომ დაღუპულთა რიცხვი გაცილებით მეტია. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არავის აუღია.  

მეტი...

იორმუღალოში 35 წლის მამკაცი თანასოფლელებს ცემაში ადანაშაულებს

იორმუღალოში 35 წლის კაცი თანასოფლელებს ცემასა და არაადამიაუნურ მოპყრობაში ადანაშაულებს. ქამალ ახმედოღლის მტკიცებით, ის 10-მდე კაცმა გაკოჭა და ფიზიკურად გაუსწორდა. შემთხვევა იორმუღალოში მოხდა. შემთხვევის ამსახველი ფაქტი თავდაპირველად სოცქსელით გავრცელდა. ახმედოღლი ამბობს, რომ ის სახლიდან მოტყუებით გაყვანეს. „შეცდომა დავუშვი, რომ წამოვეგე მათ დაგეგმილ პროვოკაციას და მივედი იმ მისამართზე, სადაც დამიბარეს. მესიჯი მომივიდა ქალისგან, ვიფიქრე, დახმარება სჭირდებოდა და მივედი ადგილზე. დამხვდა ათამდე პირი, მათგან 5 ვიცნობ. შემბოჭეს და გამისწორდნენ ფიზიკურად. ხელის განძრევის საშუალებაც არ მომცეს. ენით აღუწერელი შეურაცხყოფა მომაყენეს, თუმცა ეს ყევლაფერი არ ასახეს ვიდეოზე. ყველას ვპირდები, რომ შურს ვიძიებ ამ ყველაფრის…

მეტი...

მოქალაქეებს დღეს ავტობუსების ნაწილი და მეტრო გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

ესპანეთი-საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ამავე ცნობით, ქართველი გულშემატკივრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგი თამაშის ღია ჩვენებას, კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, სადაც თბილისის მერიისა და საქართველოსფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდა. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, მატჩის დასრულების შემდეგ კი, მოქალაქეებს ავტობუსები: N173, N301, N307, N311, N345, N351, N354, N358, N359,N385 და N388 მოემსახურებიან. გვიანობამდე იმუშავებს თბილისის მეტროც. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს გერმანიის ქალაქ…

მეტი...

„რეჟიმი, რომელიც განადგურებით იმუქრება, განადგურებას იმსახურებს“- ისრაელი ირანის მუქარას ეხმაურება

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანის მუქარას ეხმაურება. როგორც ისრაელ კაცი სოციალურ ქსელში წერს, ირანის მუქარის მიუხედავად, ისრაელი მზადაა, გამოიყენოს სამხედრო ძალა ლიბანის წინააღმდეგ, თუ „ჰეზბოლა“ გააგრძელებს ისრაელის ტერიტორიების დაბომბვას. „ირანი ემუქრება ისრაელს განადგურებით, თუ ისრაელი უპასუხებს „ჰეზბოლას“ თავდასხმებს ლიბანიდან. ჩემი პასუხი ირანისთვის ნათელია – თუ „ჰეზბოლა“ არ შეწყვეტს ცეცხლს და არ დატოვებს სამხრეთ ლიბანს, ჩვენ მათ წინააღმდეგ მთელი ძალით ვიმოქმედებთ, ვიდრე უსაფრთხოება არ იქნება აღდგენილი და მცხოვრებლები არ დაუბრუნდებიან თავიანთ სახლებს“- წერს კაცი. შეგახსენებთ, ირანმა განაცხადა, რომ ისრაელის მხრიდან „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას გამანადგურებელი ომი მოჰყვება.

მეტი...

“ევროკავშირისკენ ქართველი ხალხის სწრაფვას საქართველოს მთავრობამ საფრთხე შეუქმნა”- ბოკუჩავა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავა ბუქარესტში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიური სესიაში მიიღო მონაწილეობა და სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ენმ ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, პლენარულ სესიაზე დებატები მიმდინარეობდა მოლდოვასა და უკრაინაზე და რუსეთის მავნე გავლენებზე რეგიონში. ბოკუჩავამ  საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა ადამიანის უფლებათა კუთხით. „ბოკუჩავამ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად საქართველო ე.წ. ასოცირებულ ტრიოში ერთ დროს მოწინავე ქვეყანა იყო ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ მისი განცხადებით, ევროკავშირისკენ ქართველი ხალხის სწრაფვას საქართველოს მთავრობამ საფრთხე შეუქმნა, თუმცა ქართველმა ხალხმა ხმამაღლა და მკაფიოდ განაცხადა, რომ ისინი ეკუთვნიან ევროპას“ – ნათქვამია  გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

ოლნიანსკზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულია 7 ადამიანი

ზაპოროჟიეს ოლქში, ქალაქ ვოლნიანსკზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულია 7 და დაშავებულია 31 ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ დარტყმის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპულთა შორის 2 ბავშვია. შეგახსენებთ, რუსებმა გუშინ საღამოს ქალაქ ვოლნიანსკს დაარტყეს. თავდასხმის ადგილზე მუშაობდნენ მაშველები, პოლიციელები, ექიმები, პარამედიკოსები და უკრაინის წითელი ჯვრის საზოგადოების სწრაფი რეაგირების გუნდის თანამშრომლები.

მეტი...

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელმაც, შესაძლოა, ისტორია დაწეროს, რადგან ულტრა მემარჯვენეები ხელისუფლებაში მოსვლასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილან. ამის შესახებ BBC-ი წერს. გამოცემის ცნობით, წინასაარჩევნო გამოკითხვებში მარინ ლე პენისა და ჯორდან ბარდელას პარტია „ეროვნული გაერთიანება“ (RN) ლიდერობს. შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში „ეროვნულმა გაერთიანებამ“ მისი ცენტრისტული ალიანსი დაამარცხა.

მეტი...

დნიპროზე რუსეთის საჰაერო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინის ქალქ დნიპრზე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს ბალისტიკური რაკეტა მოხვდა, რის შედეგად ოთხი სართული ჩამოიშალა, ადგილზე ხანძარი გაჩნდა. მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას ამ დრომდე ცდილობენ. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, თავდასხმას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საავადმყოფოში გადაყვანილი ცამეტი ადამიანის მდგომარეობა რთულია. ნანგრევებიდან მაშველებმა რამდენიმე ადამიანის ამოყვანა შეძლეს. დაშავებულებს შორის მცირეწლოვანი ბავშვი და ფეხმძიმე ქალია. ამ დროისთვის ადგილზე ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.      

მეტი...

საქართველო-ესპანეთს შორის მატჩი დღეს გაიმართება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ დღეს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე შედგება. ვროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. 26 ივნისს კი საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და თავის პირველ ევროპის ჩემპიონატზე პლეი-ოფში გავიდა.    

მეტი...

უარი მსოფლიოს დაყოფის მცდელობას – ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გზავნილი

“ჩინეთი დარჩება მშვიდობიანი განვითარების სწორ გზაზე და უარს იტყვის მსოფლიოს დაყოფის მცდელობებზე ბანაკების ან მცირე ბლოკების შექმნით გზით” – ეს სიტყვები ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ეკუთვნის, რომელიც მან მშვიდობიანი თანაარსებობის 5 პრინციპის დოკუმენტის გამოქვეყნების 70 წლის იუბილეზე წარმოსთქვა. „თქვენ ყველანი ჩინელი ხალხის ძველი მეგობრები ხართ. თქვენ იყავით მოწმე, მონაწილეობდით და წვლილი შეიტანეთ მშვიდობიანი თანაცხოვრების ხუთი პრინციპის ჩამოყალიბებაში და პრაქტიკაში“ – ასე მიმართ მინისტრმა ვანგ ი-მ მსოფლიოს ქვეყნებიდან მიწვეულ სტუმრებს. მისი თქმით, ჩინეთი ეყრდნობა მშვიდობიანი თანაცხოვრების ხუთი პრინციპის ისტორიულ სიბრძნეს. ეს პრინციპებია: სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა;  არა ორმხრივ აგრესიას; ერთმანეთის…

მეტი...