5 წლის ბავშვის გაუპატიურების ფაქტმა, სირიასა და თურქეთს შორის ურთიერთობა დაძაბა

სირიასა და თურქეთს შორის ურთირთობა დაიძაბა. მიზეზი თურქეთში სირიელი მიგრანტის მიერ 5 წლის ბავშვის გაუპატიურებაა.  ინციდენტის შემდეგ, კაისერში არეულობები და შეტაკებები დაიწყო. ადგილობრივებმა, მიგრანტების ავტომობილები და სამუშაო ადგილები გადაწვეს.  სამართალდამცავი ორგანოები აცხადებენ, რომ დააკავეს 70 ადამიანი, რომლებიც არეულობაში მონაწილეობდნენ.

არეულობაა სირიაშიც. იქ თავს დაესხნენ სამხედრო ნომრის მქონე თურქულ მანქანას.

თურქეთის პრეზიდენტმა დაგმო თავისი მოქალაქეების ქმედებები და ქსენოფობიის შესახებ გააფრთხულა, ამავდროულად, არეულობის წაქეზებაში ოპოზიცია დაადანაშაულა.

მსგავსი თემები