„აუცილებლად დავბრუნდებით, ისეთი ძლიერები როგორც არასდროს!”- მამარდაშვილი

“ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით, ისეთი ძლიერები როგორც არასდროს!” – ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეკარე”გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მამარდაშვილი ქომაგებს მადლობას უხდის.

“ვამაყობ, რომ ამ გუნდის წევრი ვარ! მადლობა, რომ იყავით იმ ყველაფრის ნაწილი, რაც ჩვენ ერთად შევქმენით. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით, ისეთი ძლიერები როგორც არასდროს!“ – წერს მამარდაშვილი.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თავის პირველ ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალის ეტაპზე დაემშვიდობა.

 

მსგავსი თემები