საქართველოს ნაკრებს საზეიმო დახვედრას მოუწყობენ

საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოში 2 ივლისს დაბრუნდება. 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

„ერთად შევხვდეთ და ერთად ვუთხრათ მადლობა ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს. ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ერთად აღვნიშნოთ ქართული საფეხბურთო სასწაული” – ნათქვამია ინფორმაციაში.

მანამდე, 21:30 საათზე, საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას დაიწყებს, ხოლო 22:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე – “მადლობა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს” ღონისძიება შედგება.

საქართველოს ნაკრები თბილისში ხვალ ელოდებიან

 

მსგავსი თემები