„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ“- ვედანტ პატელი

„საქართველო, ეს არის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ მთელი რიგი საკითხები გვაქვს, რომლებსაც გვსურს ამ ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში პრიორიტეტი მივანიჭოთ“- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა.

„რაც შეეხება საქართველოს, ვიცი, რომ ამ ბრიფინგის ოთახში ცოტა ხნის წინ მიღებულ ზოგიერთ კანონზე საუბარს დიდი დრო დავუთმეთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასევე, საქართველოს მთავრობის შესაბამის ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ. ეს არის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ მთელი რიგი საკითხები გვაქვს, რომელთაც გვსურს ამ ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში პრიორიტეტი მივანიჭოთ“ – განაცხადა პატელმა.

მისივე განმარტებით, არსებობს საკითხები, რომლებსაც ქართველ ოფიციალურ პირებთან ამერიკული მხარე აუცილებლად განიხილავს.

„რა თქმა უნდა, როდესაც საქმე ამ კონკრეტულ კანონს ეხება, თქვენ მოისმინეთ, როგორც ჩემგან, ისე მეთისგან (მილერი) იმ ბევრი პრობლემის შესახებ, რომლებიც გვაქვს და როგორ ვფიქრობთ, რომ ეს საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და გვაქვს სხვა საკითხები, რომლებსაც, ეჭვი არ გვეპარება, რომ მათთან აუცილებლად განვიხილავთ“ – აღნიშნა ვედანტ პატელმა.

მსგავსი თემები