ხაიში-მესტიის გზაზე, ნაკრასთან მოსახლეობამ გზა გადაკეტა

ხაიში-მესტიის გზაზე, ნაკრას მონაკვეთთან, სოფელ ჭუბერისა და ნაკრას მოსახლეობამ გზა გადაკეტა. ისინი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ მონაკვეთზე გზა ჩამოშლილი და ჩარეცხილია. ისინი სწორედ ამას უკავშირებენ მაისის თვეში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რა დროსაც ახალგაზრდები მანქანით მდინარეში გადავარდნენ. შემთხვევის შედეგად ორი მე-12 კლასის მოსწავლე და ერთი მე-11 კლასელი დაიღუპა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ცნობილია, რომ მოსახლეობასთან შეხვედრას აპირებს გამგეობის წარმომადგენელი.

მეტი...

„მეორედ დაბადების თუ გჯერათ?!“ – რუსთავში ავარიისას დაშავებული არასრულწლოვნის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა. გთავაზობთ, არასრულწლოვანის დედის ემოციურ პოსტს: „მეორედ დაბადების თუ გჯერათ? კი ჩვენ მეორედ დავიბადეთ! მადლობა სამყაროს შენთვის, შენი სიცოცხლისთვის და ჩვენი ძველებურად სუნთქვისათვის. ანამარიააა, საოცარი ხარ, დედიკო,“ – წერს გოგონას დედა. ცნობისთვის, რუსთავის ცენტრალურ გამზირზე ავარია 14 ივნისს მოხდა, მსუბუქი ავტომობილი ზებრაზე ქვეითად მოსიარულე მამა-შვილს დაეჯახა.

მეტი...

EU რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმდა

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის მთავრობა ადასტურებს, რომ გაერთიანება რუსეთის წინააღმდეგ, საერთაშორისო სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმდა. პაკეტი გულისხმობს უზრუნველყოს ახალ ზომების მიღება, უკვე არსებული სანქციების გაძლიერების მიზნით, ხარვეზების აღმოფხვრას. Reuters-ის ცნობით კი, ახალი პაკეტი, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს რუსული თხევადი გაზის გადაზიდვის აკრძალვას. შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2 წელიწადში ევროკავშირმა აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების 13 პაკეტი დაამტკიცა. ბოლო, მე-13 პაკეტი თებერვალში დამტკიცდა.

მეტი...

,,წლებია, სასამართლოს მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს, ხალხი რეალურად გვენდობა, მომართვიანობა მაღალი ამიტომაც არის” – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ბადრი შონიას განცხადებით, სასამართლოს ნომერი პირველი პრობლემა დღეს, სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე პროპაგანდასთან გამკლავებაა. როგორც მოსამართლემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გასაუბრებისას აღნიშნა, სასამართლოს გამოწვევა, თუ მანამდე იყო საქმეთა გაზრდილი მიმართვიანობა და მოსამართლეები საქმეებს დროულად ვერ იხილავდნენ, დღეის მდგომარეობით, გამოწვევა არის ხელოვნური დისკრედიტაცია. ,,უკვე წლებია, მიზანმიმართული დისკრედიტაცია, პროპაგანდა მიმდინარეობს, რამაც ჩემი აზრით, ყველაფერი მეორე პლანზე გადასწია, ის პრობლემაც, რომ სასამართლოში არის გაჭიანურებული განხილვები, ადამიანური რესურსის ნაკლებობა, როგორც მოსამართლეთა, ასევე აპარატის ნაკლებობა და ამ დროს, მომართვიანობა არის მომატებული. როგორ უნდა ახსნა ადამიანმა, როდესაც მიდის პირდაპირ ნარატივი, პროპაგანდა, რომ…

მეტი...

,,ოპოზიციის წარმომადგენლები საერთოდ არ ესწრებიან სხდომას. არიან ბოიკოტის რეჟიმში, თუმცა, ხელფასის აღებას ბოიკოტს არ უცხადებენ” – ანრი ოხანაშვილი

,,სამწუხაროა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები საერთოდ არ ესწრებიან სხდომას. როგორც ჩანს, ასე ესმით საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ამავე კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. „არიან ბოიკოტის რეჟიმში, თუმცა, ხელფასის აღებას ბოიკოტს არ უცხადებენ. ასეთი მოცემულობა გვაქვს“, – აღნიშნა მან. ცნობისთვის, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ. ვაკანტურ თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევად წარდგენილი არიან: გიზო უბილავა, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი. კომიტეტის მიერ კანდიდატების მხარდაჭერის შემთხვევაში, საკითხი კენჭისყრისთვის მომდევნო კვირას პარლამენტის სხდომაზე დადგება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დასანიშნად კანდიდატს დეპუტატთა 76 ხმიანი კვორუმი სჭირდება.

მეტი...

,,ჩემს მიმართ არ ყოფილა არანაირი კომუნიკაცია, თუნდაც ზეწოლა, ზედმეტად იმის კითხვა, რას ვაპირებდი კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით” – გიზო უბილავა

,,არავის მხრიდან ჩემს მიმართ არ ყოფილა არანაირი კომუნიკაცია, თუნდაც ზეწოლა, ზედმეტად იმის კითხვა, რას ვაპირებდი აღნიშნულ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით”, – ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა გიზო უბილავამ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს. ოხანაშვილი დაინტერესდა მის სამოსამართლო საქმიანობაში ვინმეს მხრიდან ხომ არ განხორციელებულა რაიმე ტიპის ზემოქმედება. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ შემთხვევაში იგი ხელისუფლების წარმომადგენლებს გულისხმობს. „არანაირი კომუნიკაცია, ზეწოლაზეც ზედმეტია საუბარი, არ ყოფილა ჩემი ამ ოთხ წლიანი მოსამართლეობის განწესების შემდეგ. აღნიშნულის კუთხითაც, კანონით მოწესრიგებულია. ვინც არ უნდა ყოფილიყო, ხელისუფლება, სხვა პირი, მხარე, მოცემულ შემთხვევაში მოხსენებითი ბარათით დაუყოვნებლივ მივმართავდი…

მეტი...

დღეიდან 22 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, სეტყვა, ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ივნისიდან 22 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. უწება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მეტი...

,,პუტინს სურს, მხოლოდ მის ხმას ჰქონდეს მნიშვნელობა” – ზელენსკი

,,პუტინს სურს, მხოლოდ მის ხმას ჰქონდეს მნიშვნელობა. ეს ტიპური კოლონიური მსოფლმხედველობაა, რომელიც უნდა დავარღვიოთ”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა და აღნიშნა, რომ ისინი მთელ სამყაროს თანასწორად უყურებენ, რაც იდეოლოგიურად განასხვავებთ რუსეთისგან. ,,დღეს ჩვენ მივესალმებით ორ ახალ ხელმომწერს სამშვიდობო სამიტის კომუნიკეში, ეს გაზრდის წარმომადგენლობას აშშ-დან, განსაკუთრებით ლათინური ამერიკიდან. ჩვენ ოფიციალურად შემოგვიერთდა აშშ-ის სახელმწიფოთა ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ქვეყნებს, როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ამერიკიდან და კუნძულ ერს ანტიგუასა და ბარბუდას. ჩვენ მთელ სამყაროს თანასწორად ვუყურებთ და ეს არის ჩვენი იდეოლოგიური განსხვავება რუსეთისგან საერთაშორისო ურთიერთობებში. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ერს და…

მეტი...

მეოთხე დღეა სიღნაღის მუნიციპალიტეტში 67 წლის ქალს ეძებენ

მეოთხე დღეა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაღაროში 67 წლის თამარ ჯებირაშვილს ეძებენ. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ქალი 17 ივნისს გავიდა სახლიდან და მის შემდეგ კონტაქტზე არავისთან გასულა. მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია პოლიცია.

მეტი...

უკრაინა საქართველოსთან საბორნე მიმოსვლის აღდგენას აპირებს

კომპანია Ukrferry უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ბათუმის მიმართულებით საბორნე მიმოსვლის აღდგენას აპირებს. განრიგის მიხედვით, პირველი რეისი ჩერნომორსკიდან 2 ივლისს იგეგმება, მგზავრობის დრო კი დაახლოებით 60 საათია. ბორანზე ჯამში 250 მგზავრისთვისაა ადგილი.ბორნის სიგრძე 190 მეტრი, ხოლო სიგანე 28 მეტრია. ,,ორ სატვირთო გემბანზე ერთდროულად შეიძლება განთავსდეს 49 უნივერსალური სარკინიგზო ვაგონი და 50 მძიმე სატვირთო მანქანა”, – ნათქვამია განცხადებაში. უკრაინა ამჟამად აზერბაიჯანიდან უკრაინაში საბორნე მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზეა.

მეტი...

დანით შეიარაღებული მამაკაცი ბენზინგასამართ სადგურზე მყოფებს დაესხა თავს

პრაღაში დანით შეიარაღებული მამაკაცი ბენზინგასამართ სადგურზე მყოფებს დაესხა თავს. შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ერთ მათგანს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზე დააკავა. თავდასხმის მოტივი უცნობია.

მეტი...

სავალუტო ჯიხურში მოლარეს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა – ბათუმში ყაჩაღობის ბრალდებით 1 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 2000 წელს დაბადებული გ.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 17 ივნისს, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში მყოფ მოლარე-ოპერატორს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ გ.მ. ბრალდებულის სახით დააკავა”, – აღნიშნულია განცხადებაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

მდინარე ლიახვში მოზარდის ცხედარი იპოვეს

მდინარე ლიახვში მოზარდის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც ადასტრებს. არსებული ინფორმაციით, ჯერჯერობით მისი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.

მეტი...

დროებით ოკუპირებულ ცხინვალში მდინარის მიერ გატაცებულ მოზარდს ნიქოზის კაშხლის სიახლოვეს ეძებენ

მოზარდს, რომელიც დროებით ოკუპირებულ ცხინვალში მდინარე ლიახვმა წაიღო, ნიქოზის კაშხლის სიახლოვეს ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან მაშველები, მყვინთავები, წყლის საშუალებები, გამოიყენებენ დრონებსაც. შეგახსენებთ, რომ დროებით ოკუპირებულ ცხინვალში მდინარის დინებამ რვა წლის მოზარდი გუშინ, შუადღისას გაიტაცა. დროებით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა, ცხელი ხაზის გამოყენებით, დახმარებისთვის ქართულ მხარეს მიმართა.

მეტი...

გერმანიაში სექსუალური ძალადობის ბრალდებით ქართველი კაცი დააკავეს

გერმანიაში სექსუალური ძალადობის ბრალდებით ქართველი კაცი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სახლისკენ მიმავალ ქალს თავს 32 წლის კაცი დაესხა. იმ დროს, როცა ქალი საცხოვრებელი კორპუსის შენობაში, საერთო სამრეცხაო ოთახში ჩავიდა, თან გაჰყვა და გააუპატიურა, შემდეგ კი ცემითაც დაემუქრა. გამომძიებლებმა დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და აღწერილობების საფუძველზე, სახლის სათვალთვალო კამერებიდან სურათები ამოიღეს, რამაც პოლიციას საშუალება მისცა დაეკავებინა სავარაუდო თავდამსხმელი, რომელიც შემდეგ დაზარალებულმა ამოიცნო. სასამართლო ხელისუფლებამ ადგილობრივი პროკურატურის მოთხოვნით ეჭვმიტანილის დაკავება დაადასტურა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მეტი...

ლისის ტბის მიმდებარედ, ლეო კვაჭაძის ქუჩაზე 21, 22 და 23 ივნისს მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში, 21, 22 და 23 ივნისს ფესტივალი Tbilisi Open Air 2024 გაიმართება, ღონისძიების გამო სამივე დღეს ლისის ტბის მიმდებარედ, ლეო კვაჭაძის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 10:00 საათიდან მომდევნო დღის 01:00 საათამდე იმოქმედებს, დანარჩენ პერიოდში კი ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება. ,,დროის აღნიშნულ მონაკვეთში, ლეო კვაჭაძისა და ბარბარე ყიფიანის ქუჩების კვეთიდან ლისის ტბის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, მხოლოდ იოსებ კეჭაყმაძის ქუჩის მიმართულებით, კეჭაყმაძის ქუჩიდან ბესარიონ ჟღენტისა და პაატა დათუაშვილის ქუჩებისკენ მიმავალი მძღოლები კი, გადაადგილდებიან თხინვალასა და ავთო ვარაზის ქუჩების გავლით, რის შემდეგაც, მოძრაობას დადგემილი სქემით გააგრძელებენ”,…

მეტი...

,,გვახსოვდეს გავრილოვის ღამე!” – თბილისსა და ბათუმში, დღეს აქცია გაიმართება

,,გვახსოვდეს გავრილოვის ღამე! ბოიკოტი რუსულ რეჟიმს!”. ამ სახელწოდებით, დღეს, 20 ივნისს, თბილისსა და ბათუმში 19:00 საათზე აქცია გაიმართება. საპროტესტო აქციის ორგანიზატორი მოძრაობა დაფიონია. აქცია თბილისში პარლამენტის წინ, ბათუმში კი ევროპის მოედანზე ჩატარდება. ,,ვფიქრობთ, რომ 20 ივნისს მოღალატე ხელისუფლებას უნდა შევახსენოთ თავი, რომ ჩვენ აქ ვართ და არ ვეგუებით საქართველოს რუსიფიკაციას. 2019 წლის 20 ივნისს “ქართულმა ოცნებამ” პირველად უღალატა მასშტაბურად ქართველ ხალხს და გავრილოვი ჩასვა თავჯდომარის სავარძელში, შემდგომ გამოიყენა არაპროპორციული ძალა და ახალგაზრდებს თვალები დათხარა… (“ქართული ოცნება” მოსვლის დღიდან ღალატობს ქართულ ევროვნულ იდეებს) 20 ივნისი, 19:00, პარლამენტის წინ,” – წერია განცხადებაში.

მეტი...

რუსეთის რამდენიმე ოლქში დრონებით თავდასხმა იყო, ხანძარი გაჩნდა ნავთობის ბაზებზე

რუსეთში ღამით დრონებით თავდასხმა იყო რამდენიმე ოლქში. უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა იყო კრასნოდარის მხარეში, აფიპსკის რაიონში. ,,ტელეგრამ არხებმა” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ხანძარი გაჩნდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე, რასაც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო უარყოფს. რეგიონის გუბერნატორი ამბობს, რომ დრონით თავდასხმა იყო ქალაქ სლავიანსკი-კუბანზე, სადაც უპილოტო საფრენი აპარატი კერძო სახლს დაეცა და ქალი დაიღუპა. ტამბოვის ოლქის გუბერნატორმა მაქსიმ ეგოროვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რასკაზოვსკის რაიონში პლატონოვსკაიას ნავთობის ბაზაზე, სადაც ავზს ცეცხლი გაუჩნდა. გუბერნატორის თქმით, ეს მოხდა ,,სავარაუდოდ უპილოტო საფრენი აპარატის გამო”. ეგოროვმა ასევე დაწერა, რომ დილით პერვომაისკის მუნიციპალურ ოლქში კიდევ ერთი თვითმფრინავის “ნარჩენები” აღმოაჩინეს.…

მეტი...

კარა-მურზას სასჯელი გაუმკაცრეს და 6 თვით საკნის ტიპის ოთახში გაგზავნეს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვლადიმერ კარა-მურზა 6 თვით საკნის ტიპის ოთახში გაგზავნეს. ინფორმაციას კარა-მურზას ყოფილი ადვოკატი, ვადიმ პროხოროვი ავრცელებს. მისი თქმით, ოპოზიციონერისთვის დამატებითი სასჯელის დაწესების ფორმალურ მიზეზად ის დაასახელეს, რომ პატიმარს რამდენიმე წამის განმავლობაში ხელები ზურგს უკან არ ეჭირა, როცა მათი აზრით ის ასე უნდა მოქცეულიყო. ადვოკატი აღნიშნავს, რომ კარა-მურზასთვის სასჯელის ეს პირობები მტანჯველია და ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. მისივე თქმით, ადვოკატები ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში აუცილებლად გაასაჩივრებენ. გაცნობებთ, რომ პოლიტიკოსი კარა-მურზა 25 წლიან სასჯელს სახელმწიფო ღალატის, არასასურველ ორგანიზაციასთან თანამშრომლობისა და რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით იხდის.

მეტი...

თბილისში პროფესორ გიორგი გახელაძეს ეძებენ

თბილისში პროფესორ გიორგი გახელაძეს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, ის გუშინ დილით გავიდა სახლიდან და უკან აღარ დაბრუნებულა, გათიშულია მისი მობილური ტელეფონი. მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია პოლიცია. კაცს ღია ცისფერი ფერის პერანგი და მუქი შარვალი აცვია, თან აქვს ზურგჩანთა. ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ – 599311090 ,,არ მჯერა, რომ ამას ვწერ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს! გიორგი გუშინ დილით გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა. ტელეფონი გათიშულია. ვერ ვპოულობთ ვერსად, არ უნახავს არავის. პოლიციაში განვაცხადეთ და ეძებენ. გთხოვთ, თუ ვინმეს გუშინ გქონდათ მასთან კომუნიკაცია, ან სატელეფონო, ან ნახეთ, მომწერეთ. უცნობებისთვის ვწერ – გიორგი გახელაძე,…

მეტი...

გასულ თვეს საგრძნობად გახშირდა ე.წ. ,,ქუჩის მეტადონით” ზედოზირების შემთხვევები – ,,მანდალა” მოქალაქეებს აფრთხილებს

ორგანიზაცია ,,მანდალა” მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ გასულ თვეში გახშირდა ე.წ. ,,ქუჩის მეტადონით” ზედოზირების შემთხვევები. ორგანიზაციის თქმით, უმეტეს შემთხვევაში ადამიანებმა არ იცოდნენ რას მოიხმარდნენ. ,,გასულ თვეს საგრძნობად გახშირდა ე.წ. ,,ქუჩის მეტადონით” ზედოზირების შემთხვევები, რის გამოც გვინდა მოგიწოდოთ განსაკუთრებული სიფრთხილისკენ! უმეტეს შემთხვევაში ადამიანებმა არ იცოდნენ, რას მოიხმარდნენ: ქუჩის მეტადონი თეთრი კრისტალური ფორმისაა და ვიზუალურად ბევრ სხვა ნივთიერებას ჰგავს, რის გამოც მარტივია შეცდომაში შესვლა და მისი გაუაზრებლად მიღება. ვიზუალური მსგავსების მიუხედავად, სინამდვილეში მეტადონი ძლიერი ოპიოიდია, რომლის არამომხმარებლის ორგანიზმში შეღწევამ მაღალი რისკია გამოიწვიოს ზედოზირებით სიკვდილი! Რჩევები: ყოველთვის თან იქონიეთ ნალოქსონი (იგივე ნარკანი) რომელსაც ოპიოიდური ზედოზირებისას…

მეტი...

,,კანალიზაცია არის ჩაკირული, ვერ იწმინდება, იტბორება კორპუსების სარდაფები” – ხომლელის ქუჩის მოსახლეობა

ვარკეთილში, ხომლელის ქუჩის მცხოვრებლებმა გუშინ საპროტესტო აქცია გამართეს. მიზეზი საკანალიზაციო სისტემის პრობლემაა. მოსახლეობა ამბობს, რომ ერთი ქსელით ახალა 5 კორპუსი და საბავშვო ბაღის შენობა სარგებლობს, რასაც მილი ვეღარ ატარებს, ჭიდან ამოსული წყალი კი კორპუსების სარდაფებს ტბორავს. ხომლელის ქუჩის მცხოვრებლები ყვებიან, რომ დახმარებისთვის მერიას და კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” 2 თვის განმავლობაში არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ,,ცენტრალური კანალიზაცია არის ჩაკირული, ვერ იწმინდება, ძველი ორი კორპუსი იყო მარტო ერთ ქსელზე, დაემატა სამი ახალი კორპუსი და საბავშვო ბაღი, ვეღარ “ქაჩავს” იმ ვიწრო მილს, ვეღარ გადის ამ სადინარში. მეორე თვეა ეს პრობლემა გვაქვს,…

მეტი...

,,კანცელარიასთან მილიონი კამერაა, ვერც ერთი ჩანაწერი ვერ ამოიღეს, დაზარალებულად არ მცნეს” – ელისაშვილი

,,მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, 18 აპრილს, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე სამართალდამცავებმა სცემეს. მისი თქმით, 2 თვის შემდეგაც კი არავისთვის წარუდგენიათ ბრალი და კამერების ჩანაწერებიც არ ამოუღიათ. ,,არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს, არანაირი, თავს იგდებენ და იშტერებენ, რომ ვითომ რამეს აკეთებენ. სახელმწიფო კანცელარიასთან მოხდა ეს ამბავი, როცა ათეულობით პოლიციელი დამესია, სახელმწიფო კანცელარია ყველაზე დაცული შენობაა საქართველოში, მილიონი კამერაა გარშემო და ვერც ერთი ჩანაწერი ვერ ამოიღეს, აი წარმოგიდგენიათ?! ვერ გაარკვიეს ვინ მირტყამდა, ბრალი არავისთვის წარუდგენიათ, დაზარალებულადაც კი არ მცნეს, ვინმე რომ დააკავეს და გამოავლინეს ხომ ზღაპარია”, – ამბობს ელისაშვილი. ასევე, 11 ივნისს თავს დაესხნენ…

მეტი...

,,იპოდრომზე მშენებლობას არ დავუშვებთ” – თბილისის საკრებულოსთან აქცია გაიმართა

თბილისის საკრებულოსთან იპოდრომის ტყის სარეკრეაციო ზონის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა. საკრებულოს ამ გადაწყვეტილების საფუძველზე იპოდრომის მიმდებარედ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა გახდება შესაძლებელი. აქციის ორგანიზატორი მოძრაობა ,,იპოდრომი უბეტონო მხარე” იყო, რომელიც ამბობს, რომ ტყეში ცათამბჯენების აშენებას არ დაუშვებს. ,,გადავწყვიტეთ საკრებულოსთან შევკრებილიყავით, იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება საკრებულომ მიიღო, ჩვენი აზრის სრული იგნორირებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ შეხვედრებზე ვთხოვდით რომ არანაირი გადაწყვეტილება არ მიეღოთ ჩვენი აზრის გათვალისწინების გარეშე, სრულიად უჩუმრად, ისე, რომ არც შეგვატყობინეს, გადაწყვიტეს, მიუხედავად იმისა, რომ გვპირდებოდნენ განხილვას ჩვენ გარეშე არ ჩაატარებდნენ. ვითხოვთ დაგვიბრუნონ სარეკრეაციო ზონის სტატუსი და იპოდრომმა შეინარჩუნოს…

მეტი...