„კიდევ გვაქვს ორი შანსი“- ქომაგები საქართველოს ნაკრების პირველი მატჩის დასრულების შემდეგ

მოქალაქეები, რომლებიც დორტმუნდში საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობდნენ, ამბობენ რომ წინ კიდევ ორი თამაშია და მოგების იმედი აქვთ. მიუხედავად თურქეთთან მარცხისა, ქომაგებს ნაკრების წარმატებების სჯერათ. „ძალიან მაგარი ბიჭები გვყავს, ყოველთვის მჯერა მათი წარმატების. კიდევ გვაქვს ორი შანსი და აუცილებლად მოვიგებთ“- ამბობს ერთ-ერთი გულშემატკივარი. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების პირველი მატჩი თურქეთთან დასრულდა. 25-ე წუთზე ანგარიში თურქებმა გახსნეს, ხოლო საქართველოს ნაკრებიდან გიორგი მიქაუტაძემ პირველი გოლი 32-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის პირველი ტაიმი სწორედ ფრედ დასრულდა, თუმცა თურქებმა მატჩის მეორე ნახევარში ორი გოლი გაიტანეს და შეხვედრა 1:3 – მეტოქის სასარგებლოდ დასრულდა.  …

მეტი...

ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეაში იმყოფება

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 14 წლის შემდეგ ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში პირველად ჩავიდა. ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური და რუსული სახელმწიფო მედიასაშუალებები ავრცელებს. პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი ორი დღე გაგრძელდება. რუსეთის პრეზიდენტს ფხენიანის აეროპორტში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი დახვდა. პუტინთან ერთად იმყოფებიან ვიცე-პრემიერი დენის მანტუროვი, ვიცე-პრემიერი აქლესანდრ ნოვაკი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და სხვები.    

მეტი...

საქართველოს ნაკრები 22 ივნისს ჩეხეთს დაუპირისპირდება

22 ივნისს, საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების პირველი მატჩი თურქეთთან დასრულდა. 25-ე წუთზე ანგარიში თურქებმა გახსნეს, ხოლო საქართველოს ნაკრებიდან გიორგი მიქაუტაძემ პირველი გოლი 32-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის პირველი ტაიმი სწორედ ფრედ დასრულდა, თუმცა თურქებმა მატჩის მეორე ნახევარში ორი გოლი გაიტანეს და შეხვედრა 1:3 – მეტოქის სასარგებლოდ დასრულდა.   საქართველოს საფეხბურთო ნაკრების პირველი მატჩი თურქეთთან დასრულდა

მეტი...

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების პირველი მატჩი თურქეთთან დასრულდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან დამარცხდა. მატჩი ანგარიშით 3:1, მეტოქის სასარგებლოდ, დასრულდა. საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე თურქეთის წინააღმდეგ პირველ შეხვედრა გამართა. პირველი გოლი გიორგი მიქაუტაძემ მატჩის პირველივე ტაიმზე გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.

მეტი...

„იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის”- აშშ-ის ელჩი

„იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ, ვისაც არ აქვთ ვიზა, ვეღარ მიიღებენ მას“- განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა. ელჩი ამბობს, რომ ამერიკას სავიზო შეზღუდვების შემოღება არ სურდა. „ვფიქრობ, რომ კარგად მივდიოდით, რაც იყოს ახალი დასაწყისი ჩვენი ურთიერთობებისთვის, მაგრამ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია. ერთ-ერთი მათგანი არის დეზინფორმაცია და ნეგატიური რიტორიკა დასავლეთის წინააღმდეგ, კიდევ ერთი მაგალითი არის „უცხოური აგენტების“ კანონი, რაც გვჯერა, რომ არის ქართველი ხალხის გაცხადებული მისწრაფებების საწინააღმდეგო. კიდევ ერთი ნაბიჯი არის ძალადობისა და დაშინების…

მეტი...

“ზღაპრის ბოლო კეთილია”- ქომაგები ეროვნულ ნაკრებს ამხნევებენ

“ზღაპრის ბოლო კეთილია” – ამ სიმღერას ასრულებენ ქართველი გულშემატკივრები დორტმუნდის სტადიონზე და ეროვნულ ნაკრებს ამხნევებენ. ამ დროისთვის ანგარიში  თურქეთის სასარგებლოდ 2:1 გახდა. საქართველო ევროპის ჩემპიონატზე თურქეთის წინააღმდეგ პირველ შეხვედრას მართავს. ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. პირველი გოლის ავტორი გიორგი მიქაუტაძე იყო.    

მეტი...

„დაზიანებული მაგისტრალური მილსადენის აღდგენითი სამუშაოები 7 დღე გაგრძელდება“- „ჯივიპი“

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, დაზიანებული მაგისტრალური მილსადენის აღდგენითი სამუშაოები 7 დღე გაგრძელდება. ამავე ცნობით, სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისს, ღამის 23:00 საათზე დაიწყო. „მიმდინარეობს მეწყრული ფერდობის დატერასება, რის შემდეგაც ლოკალურად შეკეთდება ქსელის დაზიანებული მონაკვეთი ადგილზე 24 საათიან უწყეტ რეჟიმში მუშაობს 7 ერთეული მძიმე ტექნიკა. ეს არის ამ ეტაპისთვის მაქსიმალური რაოდენობა რისი განთავსებაც შესაძლებელია სამუშაო ტერიტორიაზე. დასამუშავებელი მიწის არეალის გაფართოვებასთან ერთად, ეტაპობრივად დაემატება მძიმე ტექნიკა“- ნათქვამია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მეტი...

„დარწმუნებული ვარ საქართველო გაიმარჯვებს“- საქართველოში აშშ-ის ელჩი

„ფეხბურთის გულმხურვალე ფანი ვარ – ვიმედოვნებ და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გაიმარჯვებს, ვისურვებდი იქ ყოფნას“- განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა. ელჩი ამბობს, რომ ის ესწრებოდა საკვალიფიკაციო მატჩს თბილისში და გამარჯვების მომენტი გაიზიარა ქართველ გულშემატკივართან. „ვისურვებ ყველაფერს საუკეთესოს საქართველოსთვის. თუმცა ვფიქრობ, რომ ქართველები მხოლოდ იმის გამო არ იყვნენ ბედნიერები, რომ თავის ნაკრებს უჭერდნენ მხარს, არამედ იმიტომ, რომ საქართველომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა, სადაც არის საქართველოს ადგილი”- ამბობს ელჩი.   გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გაათანაბრა

მეტი...

გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გაათანაბრა

ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-თურქეთის მატჩში გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გაათანაბრა. ტაბლოზე საქართველო – თურქეთს შორის ანგარიში 1:1 დაფიქსირდა. საქართველოსთვის ისტორიული მატჩი 20:00 დაიწყო. ეროვნული ნაკრები თურქეთს უპირისპირდება.

მეტი...

ეროვნული ნაკრების თამაშს პრემიერი და პრეზიდენტი ესწრებიან

გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, ეროვნული ნაკრების თამაშს  პრემიერი, ირაკლი კობახიძე და პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ესწრებიან. საქართველოსთვის ისტორიული მატჩი დაიწყო. ეროვნული ნაკრები თურქეთს უპირისპირდება. მატჩი საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყო. დორტმუნდის სტადიონზე ქომაგებს შორის დაპირისპირება იყო. ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ეროვნული ნაკრების გულშემატკივრების ინფორმაციით, ტრიბუნებზე დაპირისპირება თურქმა ქომაგებმა დაიწყეს, როდესაც საქართველოს ნაკრების გულშემატკივრების მისამართით სხვადასხვა საგანი ისროლეს.   ისტორიული მატჩი  დაიწყო

მეტი...

სტადიონზე ქართველ და თურქ გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)

დორტმუნდში, საქართველოსა და თურქეთის ნაკრების თამაშის დაწყებამდე, სტადიონზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. თურქი გულშემატკივრები ქართველო ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების მიმართულებით სხვადასხვა ნივთს ისროდნენ. გულშემატკივრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფოტოებს როიტერი ავრცელებს.

მეტი...

ისტორიული მატჩი  დაიწყო

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ მატჩი დაიწყო. გერმანიის ქალაქ დორტმუნდში ათასობით ქართველი გულშემატკივარი ნაკრების საქომაგოდ შეიკრიბა. მანამდე გულშემატკივარმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყო. გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ძირითადი შემადგენლობა უკვე დაასახელა: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია, დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე. ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები,სადაც ქართველ და თურქ ქომაგებს შორის დაპირისპირება ჩანს.

მეტი...

ევროკომისიამ უკრაინისთვის დახმარების კონტროლისა და კორუფციის აღკვეთისთვის სპეციალური ორგანო შექმნა

უკრაინის დახმარების ფონდის ფარგლებში ევროკომისიამ აუდიტორიული კომისია შექმნა, რომელიც უკრაინულ ორგანოებს უნდა დაეხმაროს კიევისთვის გადაცემული დახმარების გამოყენების კონტროლში, ასევე თაღლითობის, კორუფციისა და ინტერესთან კონფლიქტის აღკვეთაში. ევროკომისიის მიერ 12 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკომისიას დაქვემდებარებული ახალი ორგანო დაკომპლექტდება სამი წევრისგან და 2028 წლის 30 ივნისამდე იმუშავებს. ის ბრიუსელში იქნება განთავსებული, ასევე ცალკე განყოფილება იქნება წარმოდგენილი კიევში. ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად უნდა ჩატარდეს აუდიტორიული კომისიის, სულ მცირე, ექვსი შეხვედრა. ამასთან, წელიწადში ექვსჯერ აუდიტორები უნდა ჩავიდნენ კიევში, თუ გარემოებები ამის საშუალებას იძლევა.

მეტი...

დორტმუნდში, სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს, ამინდი მკვეთრად გაუარესდა

დორტმუნდში, სადაც საქართველოს ნაკრები დღეს თურქეთის ნაკრებს ხვდება, ამინდი მკვეთრად გაუარესდა. ძლიერი წვიმის გამო, გულშემატკივრები ვერ ახერხებენ სტადიონამდე მისვლას. საქომაგო სპეციალური სივრცეები კი ყველგან დაიხურა. ის გულშემატკივრები, რომლებმაც შეძლეს სტადიონამდე მისვლა, ამბობენ, რომ წვიმის მდინარეში გაცურვა მოუწიათ.

მეტი...

უკრაინის გენერალური პროკურორი უმაღლეს რადაში დაიბარეს

უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრეი კოსტინი მისი მოადგილის, დიმიტრი ვერბიცკის ქონებასთან დაკავშირებით უმაღლეს რადაში დაიბარეს. ინფორმაციას  რადას დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი ავრცელებს. „როგორც დაგპირდით, ჩემმა წინადადებამ კენჭისყრა გაიარა. ველოდებით გენერალური პროკურორის განმარტებას, როგორ იძენენ მისი თანამშრომლები წარმატებით ქონებას“, – წერს ჟელეზნიაკი ტელეგრამარხზე. უკრაინელი დეპუტატის ცნობით, კოსტინის რადაში დაბარებას 216-მა კანონმდებელმა მისცა ხმა. გენერალური პროკურორი რადაში 19 ივნისს არის დაბარებული. მაისში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე დმიტრი ვერბიცკი ცხოვრობს კიევში, ელიტურ დასახლებაში მდებარე სახლში, რომელიც მისმა ნათესავმა მინდობილობით ოდესელი ბიზნესმენისგან ორ მილიონ გრივნად შეიძინა. ეს კი საბაზრო ღირებულებაზე ექვსჯერ დაბალი…

მეტი...

ფეხბურთის ქომაგი სალომე ზურაბიშვილი (ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ნაკრებს ასე ამხნებევს  “გამარჯვება ბიჭებო”. პრეზიდენტი დორტმუნდის სტადიონზე იმყოფება.    

მეტი...

„ნატო-ს მოვუწოდებთ, ცეცხლზე ნავთი არ დაასხას და კონოფლიქტი არ გააღვივოს“- ლინ ჯიანი

„ნატო-ს მოვუწოდებთ, გადაბრალება შეწყვიტოს და უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გზით გადაწყვეტისთვის რაიმე პრაქტიკული გააკეთოს“, – ასე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს პრესსპიკერი, ლინ ჯიანი ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ჩინეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერას შედეგები უნდა მოჰყვეს, თუ ის თავის ქცევას არ შეცვლის. „ჩვენ ნატო-ს მოვუწოდებთ, გადაბრალება შეწყვიტოს, ცეცხლზე ნავთი არ დაასხას და კონფლიქტი არ გააღვივოს, არამედ უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გზით გადაწყვეტისთვის რაიმე პრაქტიკული გააკეთოს“, – განაცხადა ლინ ჯიანმა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ჩინეთის ობიექტურ, მიუკერძოებელ პოზიციასა და კონსტრუქციულ როლს აღიარებს.

მეტი...

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8625 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8625 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8689 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0064 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0680 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0723 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0043 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

მეტი...

დორტმუნდში ქართველი გულშემატკივარი დააკავეს

დორტმუნდში ქართველი გულშემატკივარი დააკავეს. დაკავებულმა პიროტექნიკა ისროლა, რისი გამოყენებაც იქ აკრძალულია. ქართველებსა და გერმანულ პოლიციას შორის მცირე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. სხვა დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

მეტი...

ევროკომისიამ უკრაინისთვის დახმარების კონტროლისა და კორუფციის აღკვეთისთვის სპეციალური ორგანო შექმნა

უკრაინის დახმარების ფონდის ფარგლებში ევროკომისიამ აუდიტორიული კომისია შექმნა, რომელიც უკრაინულ ორგანოებს უნდა დაეხმაროს კიევისთვის გადაცემული დახმარების გამოყენების კონტროლში, ასევე თაღლითობის, კორუფციისა და ინტერესთან კონფლიქტის აღკვეთაში. ევროკომისიის მიერ 12 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკომისიას დაქვემდებარებული ახალი ორგანო დაკომპლექტდება სამი წევრისგან და 2028 წლის 30 ივნისამდე იმუშავებს. ის ბრიუსელში იქნება განთავსებული, ასევე ცალკე განყოფილება იქნება წარმოდგენილი კიევში. ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად უნდა ჩატარდეს აუდიტორიული კომისიის, სულ მცირე, ექვსი შეხვედრა. ამასთან, წელიწადში ექვსჯერ აუდიტორები უნდა ჩავიდნენ კიევში, თუ გარემოებები ამის საშუალებას იძლევა.

მეტი...

დორტმუნდში მოსალოდნელი ქარიშხლის გამო თურქეთი-საქართველოს მატჩის წინ საქომაგო ზონები დაიხურა

დორტმუნდში მოსალოდნელი ქარიშხლის გამო თურქეთი საქართველოს მატჩის წინ საქომაგო ზონები დაიხურა. მოსალოდნელი ქარიშხლის შესახებ გერმანიის მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ გავრცელებული ცნობის გამო, საჯარო საგულშემატკივრო ზონების დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს ასევე ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი კიდევ სამი ქალაქის: კიოლნის, დიუსელდორფისა და გელზენკირხენის მუნიციპალიტეტებმა. დორტმუნდის მუნიციპალიტეტი მატჩზე დასასწრები ბილეთების არმქონე ქომაგებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. შეგახსენებთ, რომ თურქეთი და საქართველოს მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

მეტი...

„მოვუწოდებთ მთავრობას, რომ გააგრძელოს საიმპორტო გადასახადის მოქმედების ვადა“- ლევან სილაგავა

„ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე საიმპორტო გადასახადის მოქმედების ვადის გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა ვადის გაგრძელება საჭიროა იმისთვის, რომ მუშაობა უფრო განჭვრეტადი იყოს. „ფქვილზე საიმპორტო გადასახადი შემოივიდა იმის საპირწონედ, რომ რუსეთმა 2012 წელს მცურავი ბაჟი შემოიღო, რითიც  არათანაბარ პირობებში  ჩადგა ფქვილის და ხორბლის იმპორტი. ამან გამოიწვია ის რომ ფქვილის  „აგრესიული“ იმპორტი განხორციელდა საქართველოში. წისქვილკომბინატები არათანაბარი პირობების გამო გაჩერდნენ, რამაც პრობლემები შეუქმნა ადგილობრივ მწარმოებლებს, რომლებმაც მოსავლის ჩაბარება ვერ  მოახერხეს.  სწორედ ამას აბალანსებს საიმპორტო გადასახადი.  მაგალითად, ერთი ტონა ფქვილის იმპორტის დროს 250 ლარი,…

მეტი...

,,რადიკალიზმით განმსჭვალული და გაჯერებული ოპოზიციის ხვედრი ფიასკოა” – მათიკაშვილი

,,შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი რომ არ იცვლება, ეს ჭეშმარიტება და აქსიომა ძალიან კარგად ერგება ოპოზიციის ერთიან სიაზე დასმულ კითხვას, იქნება ეს ერთიანი სია თუ ცალ-ცალკე წარმოდგენილი, რადიკალიზმით განმსჭვალული და გაჯერებული ოპოზიციის ხვედრი ფიასკოა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია მარცხს აუცილებლად იწვნევს ოქტომბერში. „ერთიანი სია თუ იქნება წარმოდგენილი, უკეთესი, რადგან კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება საარჩევნო ურნასთან მისული ამომრჩევლისთვის, ვის არ უნდა დაუჭიროს მხარი, რადგან ისედაც ერთი ნიშნით და ერთი ფანჩატურით გაერთიანებული რადიკალური ოპოზიცია, გინდაც ფორმალურად დანაწევრებული იყოს, თუ ერთი სიით წარდგება, ერთიანად ეტყვის მთელ ამომრჩეველს,…

მეტი...

,,ოპოზიციურ ველზე დაპირისპირება არის საზოგადოებრივი დაკვეთის ღალატი” – ბოკუჩავა

,,ყველას აქვს თავის არჩევანი, თუმცა მთავარია, ვუპასუხოთ საზოგადოების დაკვეთას. მათ სურთ ოპოზიციური ერთობა, სწორედ ამიტომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მომხრეა დიდი ერთობის, რადგან დაპირისპირება ოპოზიციურ ველზე არის საზოგადოებრივი დაკვეთის ღალატი”, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელთა განცხადებაზე იმის შესახებ, რომ მათთვის მისაღებია მხოლოდ პარტია „ლელო“. „ყველას აქვს თავის არჩევანი, თუმცა მთავარი არის ის, რომ ვუპასუხოთ საზოგადოების დაკვეთას. დღეს ყველა შეხვედრა, იქნება ეს საპროტესტო აქცია თუ ნებისმიერი სხვა კომუნიკაცია, რომელიც მაქვს საქართველოს მოქალაქეებთან, ცხადად აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ…

მეტი...

წყალდიდობა ჩინეთში – დაიღუპა 9 ადამიანი, ასობით სახლი დაინგრა

ჩინეთის რამდენიმე პროვინცია ერთდროულად ებრძვის ექსტრემალურ წვიმებს და მათ მიერ გამოწვეულ წყალდიდობას. Reuters-ის ცნობით, გუანდონგსა და ფუჟიანში წვიმისა და მეწყერის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. კიდევ 17 ადამიანი დაკარგულად ითვლება. დამეწყრილ რაიონებში შვეულმფრენები გაიგზავნა ევაკუაციისთვის. უამინდობის გამო 378 სახლი დაინგრა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, წვიმის შედეგად, სამხრეთ ჩინეთის ბევრი რაიონი დაზარალდა.

მეტი...

ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა ზომები, რომლებიც დეპორტაციისგან ქვეყნის მოქალაქეთა უსაბუთო მეუღლეებს დაიცავს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა ზომები, რომლებიც დეპორტაციისგან დაიცავს ქვეყნის მოქალაქეების უსაბუთო მეუღლეებს. როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, ეს პოლიტიკა მიმართულია ოჯახების ერთიანობის შესანარჩუნებლად. ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული ახალი ზომები გავრცელდება მიგრანტებზე, რომლებიც აშშ-ში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობენ და აშშ-ს მოქალაქესთან ქორწინებაში ლეგალურად იმყოფებიან. საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ინდივიდუალური შემოწმების შემდეგ, ასეთ მიგრანტებს მიეცემათ სამწლიანი პერიოდი მუდმივ ბინადრობაზე განაცხადის შესატანად. მათ ექნებათ აშშ-ში ოჯახებთან დარჩენის და მუშაობის უფლება. თეთრი სახლის ინფორმაციით, ეს ზომა დეპორტაციისგან დაიცავს აშშ-ის მოქალაქეების 500 ათას მეუღლეს და, დაახლოებით 50 ათას ბავშვს, რომელთა მშობელი…

მეტი...

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და სოფლების წარმომადგენლებს შეხვდა. ნინო გულეიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო მომხმარებელთა უფლებების დამცველის სამსახურის ფუნქცია-მოვალეობები და მათგან მოისმინა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კუთხით არსებული გამოწვევები. შეხვედრის მონაწილეების მიერ ყურადღება გამახვილდა კომუნალური კომპანიების მხრიდან სისტემური დარღვევების შესახებ. ნინო გულეიშვილის ინიციატივით, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და კომუნალური კომპანიების მონიტორინგის მიზნით, დაიგეგმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მომხმარებელთა ინტერესების დამცველის წარმომადგენლის ყოველკვირეული ვიზიტი. იგი ადგილზე გაეცნობა მომხმარებლების პრობლემებს, გაუწევს სამართლებრივ კონსულტაციებს და დაეხმარება მათ კომუნალურ კომპანიებთან არსებული პრობლემების მოგვარებაში.

მეტი...

„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოვებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს

„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოვებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს. PSP ფარმაცეტულ სფეროს 2023 წლის დარგის ლიდერ და ნომერ პირველ კომპანიად აღიარეს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ეს აღიარება კომპანიის 30 წლის საიუბილეო წელს. 2024 წლის 14 ივნისს,  სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi-ში, Golden Brand-ის რიგით  მე-19 დაჯილდოების ცერემონია გაიმართა,  რომელიც ასევე ცნობილია როგორც ,,საქართველოს ბიზნეს ოსკარი”. „განსაკუთრებით სასიხარულოა ექსპერტების და მომხმარებლების მიერ PSP-ს N1 კომპანიად აღიარება წელს, როცა კომპანია 30 წლის იუბილარია. 30 წლის წინ თბილისში, პეკინზე, ბუკიას ბაღთან არსებული ერთი ობიექტით გაიცნო კომპანია მომხმარებელმა. საიუბილეოდ, სრულიად ახალი…

მეტი...

,,ხელახალი გამოძიების ჩატარება ვერ იქნება გონივრული” – სპეციალური საგამოძიებო სამსახური მაჩალიკაშვილის საქმეზე

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ეხმაურება 2024 წლის მარტში ევროპის მინისტრთა კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციას ,,მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” საქმესთან დაკავშირებით. უწყება ამბობს, რომ რეკომენდაცია ითვალისწინებდა დათქმას, რომ საგამოძიებო ორგანომ განიხილოს აღნიშნული საქმე და იმსჯელოს, რამდენად მიზანშეწონილია გამოძიების განახლება. მათივე თქმით, გამოითხოვეს მაჩალიკაშვილის საქმე, რომელზეც გამოძიება 2020 წლის 25 იანვარს შეწყდა. შესწავლის დასრულების შემდეგ სამსახურმა მიიღო დადგენილება, რომელშიც ხსნის თუ რატომ ვერ ხედავს უწყება გამოძიების განახლების მიზანშეწონილობას. იხილეთ განცხადება: ,,ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ დამოუკიდებელმა საგამოძიებო ორგანომ გამოძიება დაიწყო იმავე დღეს, როცა ჩატარდა სპეცოპერაცია, ყოველგვარი შეფერხების გარეშე და გაატარა მრავალი ღონისძიება, რათა…

მეტი...

ლენტეხის მერია მეწყერულ პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ლენტეხის მერია მეწყერულ პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: ,,წუხელ მოსული უხვი ნალექის გამო (წვიმა,სეტყვა) ლენტეხი-ცაგერი-ქუთაისის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, კერძოდ (ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე, 5 ლოკაციაზე) გამოიწვია მეწყრული პროცესი, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით ჩაიკეტა. დილიდანვე მყისიერად მოხდა სტიქიის ადგილზე ხუთი ერთეული ტექნიკის მობილიზება და მიმდინარეობს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები. ამ დროისთვის გაწმენდილია სტიქიის ზონის ხუთივე ლოკაცია და მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ასევე, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს და უშუალოდ, დაბას არ მიეწოდება ელექტროენერგია, ცენტრალურ გზაზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებისა და ბოძების მწყობრიდან გამოსვლის გამო. მობილიზებულია ენერგო-პროჯორჯიას ტექნიკური ჯგუფები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები…

მეტი...

,,ოთო ვიპოვეთ ზოოპარკშია” – თბილისში დაკარგული ბავშვის ნათესავი

თბილისში დაკარგული 10 წლის ბიჭი იპოვეს. ინფორმაციას ოჯახი და შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. ნათესავის თქმით, ბავშვი ზოოპარკის ტერიტორიაზეა. ბიჭი ნაძალადევის უბანში, კერძო სახლიდან დღეს დილის საათებში გავიდა.

მეტი...

დორტმუნდში, ძლიერი ქარის გამო, შესაძლოა ფან-ზონები დაიხუროს

ძლიერი ქარის შესახებ მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ გავრცელებული გაფრთხილების გამო, საქართველო-თურქეთის დაპირისპირებისას, დორტმუნდის ცენტრსა და საქალაქო პარკში, გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი ზონები დაიხურება. ,,გერმანიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა გაავრცელა გაფრთხილება დასავლეთ და ცენტრალურ გერმანიაში ძლიერი ჭექა-ქუხილის შესახებ. EURO 2024-ის მასპინძელმა სხვა ქალაქებმაც – კიოლნმა, დიუსელდორფმა და გელზენკირხენმა – ასევე გადაწყვიტეს, გულშემატკივართა საჯარო ზონები დახურონ”, – წერს Associated Press-ი. დორტმუნდის მთავრობა მოუწოდებს გულშემატკივრებს, რომლებსაც სტადიონის ბილეთები არ აქვთ, სახლში დარჩნენ.

მეტი...

,,როცა ნაკრები გამოვა და იტყვის ,,მე ვარ საქართველო“, წარმომიდგენია, როგორი სიამაყის განცდა დაეუფლება მთელ ქვეყანას” – კახა კალაძე

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის პირ­ვე­ლი თა­მა­შის წინ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა. კახა კა­ლა­ძემ ნაკ­რებს კი­დევ ერთხელ უსურ­ვა წარ­მა­ტე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მა­ი­სუ­რით გა­მოს­ვლა თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლის გა­მარ­ჯვე­ბაა. ,,წარ­მო­მიდ­გე­ნია, რა ხდე­ბა ახლა სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ­ში, თბი­ლის­ში”- 1981 წლის 13 მა­ისს კოტე მა­ხა­რა­ძის ეს ცნო­ბი­ლი შე­ძა­ხი­ლი დღემ­დე იმ ემო­ცი­ი­სა და სი­ხა­რუ­ლის მა­ტა­რე­ბე­ლია, რაც ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის­თვის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნავ თა­რიღს უკავ­შირ­დე­ბა. დღეს, გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ დორ­ტმუნდში, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ის­თვის ყვე­ლა­ზე დიდ მიღ­წე­ვად ქცე­ულ მატჩზე გა­მო­ვა და იტყვის – “მე ვარ სა­ქარ­თვე­ლო”, წარ­მო­მიდ­გე­ნია, რო­გო­რი სი­ა­მა­ყის…

მეტი...

თბილისში ბავშვს ეძებენ

თბილისში ბავშვს ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, 10 წლის ბიჭი ნაძალადევის უბანში, კერძო სახლიდან დღეს დილის საათებში გავიდა და ამ დრომდე მისი ადგილსამყოფელი უცნობია. ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია პოლიცია. ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში ოჯახს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე –  558 24  73 20  

მეტი...

თბილისში წყალმომარაგების პრობლემის აღმოფხვრამდე, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება შეჩერებულია

ქ. თბილისში არსებული წყალმომარაგების პრობლემის აღმოფხვრამდე, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება შეჩერებულია. გეგმური გათიშვების შეჩერებასთან დაკავშირებით აბონენტები კომუნალური კომპანიებისგან სმს შეტყობინებებს დამატებით მიიღებენ. ქ. თბილისში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდება შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალმომარაგების სრულად აღდგენის შემდეგ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან პრობლემის დასაფიქსირებლად, მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) შემდეგ ნომერზე: 16 216.

მეტი...

თურქეთი-საქართველოს ნაკრებებს შორის დაგეგმილი მატჩის პერიოდში, ავტობუსების ნაწილი პიკურ დროში განსაზღვრული რაოდენობით იმოძრავებს

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, თურქეთი-საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი რამდენიმე წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. კერძოდ, იმ მოქალაქეებს, რომლებიც მატჩის ტრანსლირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, 20:00-დან 23:00 საათის ჩათვლით, ავტობუსები პიკურ დროში განსაზღვრული რაოდენობებით მოემსახურებიან. ღონისძიებაზე დამსწრე პირები ისარგებლებენ შემდეგი მარშრუტებით: N173, N301, N307, N311, N345, N351, N354, N358, N359, N385 და N388. ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ფეხბურთელების შეხვედრების პირდაპირი ტრანსლაციის ნახვას მიხეილ მესხის სტადიონზე შეძლებენ, რისთვისაც ტერიტორიაზე ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდა. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თურქეთის ეროვნულ ნაკრებს ქალაქ…

მეტი...