უკრაინის გენერალური პროკურორი უმაღლეს რადაში დაიბარეს

უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრეი კოსტინი მისი მოადგილის, დიმიტრი ვერბიცკის ქონებასთან დაკავშირებით უმაღლეს რადაში დაიბარეს. ინფორმაციას  რადას დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი ავრცელებს.

„როგორც დაგპირდით, ჩემმა წინადადებამ კენჭისყრა გაიარა. ველოდებით გენერალური პროკურორის განმარტებას, როგორ იძენენ მისი თანამშრომლები წარმატებით ქონებას“, – წერს ჟელეზნიაკი ტელეგრამარხზე.

უკრაინელი დეპუტატის ცნობით, კოსტინის რადაში დაბარებას 216-მა კანონმდებელმა მისცა ხმა. გენერალური პროკურორი რადაში 19 ივნისს არის დაბარებული.

მაისში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე დმიტრი ვერბიცკი ცხოვრობს კიევში, ელიტურ დასახლებაში მდებარე სახლში, რომელიც მისმა ნათესავმა მინდობილობით ოდესელი ბიზნესმენისგან ორ მილიონ გრივნად შეიძინა. ეს კი საბაზრო ღირებულებაზე ექვსჯერ დაბალი ფასია. მოგვიანებით გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ვერბიცკის მეგობარმა ქალმა 2024 წელს შეიძინა 52 მილიონი გრივნის ღირებულების ქონება მაშინ, როდესაც ამისთვის საკმარისი საკუთარი ოფიციალური შემოსავალი არ ჰქონდა.

მსგავსი თემები