ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეაში იმყოფება

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 14 წლის შემდეგ ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში პირველად ჩავიდა. ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური და რუსული სახელმწიფო მედიასაშუალებები ავრცელებს. პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი ორი დღე გაგრძელდება.

რუსეთის პრეზიდენტს ფხენიანის აეროპორტში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი დახვდა. პუტინთან ერთად იმყოფებიან ვიცე-პრემიერი დენის მანტუროვი, ვიცე-პრემიერი აქლესანდრ ნოვაკი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და სხვები.

 

 

მსგავსი თემები