ისტორიული მატჩი  დაიწყო

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ მატჩი დაიწყო. გერმანიის ქალაქ დორტმუნდში ათასობით ქართველი გულშემატკივარი ნაკრების საქომაგოდ შეიკრიბა. მანამდე გულშემატკივარმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყო.

გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ძირითადი შემადგენლობა უკვე დაასახელა: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია, დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები,სადაც ქართველ და თურქ ქომაგებს შორის დაპირისპირება ჩანს.

მსგავსი თემები