დორტმუნდში მოსალოდნელი ქარიშხლის გამო თურქეთი-საქართველოს მატჩის წინ საქომაგო ზონები დაიხურა

დორტმუნდში მოსალოდნელი ქარიშხლის გამო თურქეთი საქართველოს მატჩის წინ საქომაგო ზონები დაიხურა. მოსალოდნელი ქარიშხლის შესახებ გერმანიის მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ გავრცელებული ცნობის გამო, საჯარო საგულშემატკივრო ზონების დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს ასევე ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი კიდევ სამი ქალაქის: კიოლნის, დიუსელდორფისა და გელზენკირხენის მუნიციპალიტეტებმა.

დორტმუნდის მუნიციპალიტეტი მატჩზე დასასწრები ბილეთების არმქონე ქომაგებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთი და საქართველოს მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი თემები