,,პრობლემა, ბიჭებო, თქვენს მმართველობაშია” – ზარქუა მაკრონსა და ბაიდენს

,,ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ამჯერად ამერიკისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს მიმართავს. ბაიდენმა და მაკრონმა ,,ქართლ ოცნებას” მოუწოდეს ,,პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით”. ,,მგონია, რომ პრობლემა ბიჭებო, თქვენ მმართველობაშია. პრობლემა ბიჭებო, თქვენს არასწორ, უსამართლო დამოკიდებულებაშია სხვა ქვეყნების მიმართ. მე მგონი, ეს უნდა გამოასწოროთ თორემ, საფრანგეთშიც პრობლემა იქნება მალე – და იქ კიდე ტრამპი მოდის მისტერ ბაიდენ. ასე, რომ დაფიქრდით, დაფიქრდით”, – ამბობს ზარქუა.

მეტი...

,,ქალბატონ ვიოლას ვუსამძიმრებ, ახლა მოთქმა გვიანია” – ირაკლი ზარქუა

,,გერმანელი ხალხი თურმე ამბობდა, რომ რუსეთთან ერთად, პრობლემაა უცხოური გავლენებიც, მათთვის უნდა დაეჯერებინათ, ქალბატონ ვიოლას ვუსამძიმრებ, ახლა მოთქმა გვიანია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იარაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, ევროპარლამენტის არჩევნებმა დაარწმუნა, რომ „საქართველოს მთავრობა სწორ და პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს, როცა აქცენტირება ხდება ოჯახურ ღირებულებებზე, ეროვნულ ინტერესებსა და ქვეყნის ინტერესების გატარებაზე“. „ევროპულ ღირებულებებზე სადაც გაკეთდა აქცენტირება და უცხოური დაკვეთების შესრულება ხდებოდა, იქ დამარცხდნენ. გერმანიაში ქალბატონ ვიოლას ვუსამძიმრებ – ახლა მოთქმა და გოდება გვიანია. თურმე მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გერმანელი ხალხი ამბობდა, რომ პრობლემა მხოლოდ რუსეთი არ არის, ასევეა უცხოური გავლენები,…

მეტი...

,,საარჩევნო კამპანიის დროს ბევრმა მითხრა, რომ პრობლემა პუტინში კი არა, აშშ-ში, ჩვენს დაზვერვასა და CIA-შია” – ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, გერმანიაში ჩატარებული ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელ X-ზე ეხმარება. მისი თქმით, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ბევრისგან მოისმინა, რომ პრობლემა არა პუტინი, არამედ აშშ, თავად გერმანიის შიდა დაზვერვის სააგენტო და CIA იყო. ,,ბევრმა ძალიან ღიად მითხრა საარჩევნო კამპანიის დროს, რომ პრობლემა პუტინში კი არა, შეერთებულ შტატებში, ჩვენს დაზვერვის სამსახურსა და CIA-შია. აქ რაღაც საშინლად არასწორად წარიმართა”, – აღნიშნავს ფონ კრამონი. ის ასევე ინტერესდება, გერმანელი პოლიტიკოსის, სარა ვაგენკნეხტის საარჩევნო კამპანიის ფინანსების წარმომავლობით, რომლის პარტამაც აღმოსავლეთ გერმანიის რეგიონში წარმატება მოიპოვა. ,,ასევე დავინტერესდებოდი, რა დაჯდა მისი საარჩევნო კამპანია და ვინ დააფინანსა.”…

მეტი...

„არ მინდა, პუტინს მიეცეს წვდომა ამ ფულსა და რესურსებზე“-ლინდსი გრემი

„ტრილიონობით დოლარის კრიტიკული მნიშვნელობის წიაღისეული თვითონ უკრაინამ და დასავლეთმა უნდა გამოიყენონ და არა პუტინმა და ჩინეთმა“,- განაცხადა ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა. „უკრაინას 10-12 ტრილიონი დოლარის კრიტიკული მნიშვნელობის წიაღისეული აქვს. შესაძლოა, უკრაინა უმდიდრესი ქვეყანა იყოს მთელ ევროპაში. არ მინდა, პუტინს მივცე წვდომა ამ ფულსა და რესურსებზე, რათა ისინი ჩინეთს გაუზიაროს. თუ უკრაინას ახლა დავეხმარებით, ისინი, შესაძლოა, საუკეთესო ბიზნესპარტნიორები გახდნენ. ტრილიონობით დოლარის კრიტიკული მნიშვნელობის წიაღისეული თვითონ უკრაინამ და დასავლეთმა უნდა გამოიყენონ და არა პუტინმა და ჩინეთმა. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ დასრულდება უკრაინის ამბავი. მოდით, დავეხმაროთ იმ ომის მოგებაში, რომლის წაგების უფლებაც არ გვაქვს.…

მეტი...

,,2024 წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 64.4%-ით შემცირდა” – საქსტატი

საქსტატის ცნობით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ მიმდინარე წლის I კვარტალში 201.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 64.4%-ით ნაკლებია. მათივე ცნობით, შემცირება განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის შემცირებით. 2024 წლის I კვარტალში სააქციო კაპიტალმა 75.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37.7 პროცენტია. რეინვესტიციამ 92.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 45.9 პროცენტით განისაზღვრა. 2024 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა: თურქეთი –…

მეტი...

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ “კარწახის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე – 1982 წ. დაბადებული რ.ი, 1977 წ. დაბადებული მ.თ. და არასრუწლოვანი, 2006 წ. დაბადებული ე.თ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

,,ჩვენ მოვიგეთ ევროპის არჩევნები, არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ ევროპელების უმრავლესობას ძლიერი ევროპა სურს” – ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტის არჩევნების პირველადი შედეგების გასაჯაროების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ,,დღეს კარგი დღეა ევროპის სახალხო პარტიისთვის”. ,,ჩვენ მოვიგეთ ევროპის არჩევნები” – თქვა ლაიენმა და განაცხადა, რომ ამ არჩევნებმა “მოგვცა ორი გზავნილი”: ,,პირველი, უმრავლესობა ძლიერი ევროპის ცენტრში რჩება და ეს გადამწყვეტია სტაბილურობისთვის. ცენტრი მართავს. მაგრამ, ისიც მართალია, რომ ულტრამემარცხენეებმა და ულტრამემარჯვენეებმა მოიპოვეს მხარდაჭერა, ამიტომაც შედეგი დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ცენტრისტულ პარტიებს. ჩვენ შეიძლება განვსხვავდებოდეთ ცალკეულ საკითხებში, მაგრამ ჩვენ ყველას გვაინტერესებს სტაბილურობა და ჩვენ ყველას გვინდა ძლიერი და ეფექტური ევროპა”, – თქვა ლაიენმა. ფონ დერ ლაიენმა, რომელიც ევროკომისიის…

მეტი...

„მჯერა, ფრანგი ხალხი სამართლიან არჩევანს გააკეთებს“-მაკრონი

„მჯერა ფრანგი ხალხის შესაძლებლობების, რომ თავიანთი და მომავალი თაობებისთვის ყველაზე სამართლიან არჩევანს გააკეთებენ“, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელ X-ზე. “ჩემი ერთადერთი ამბიციაა გამოვადგე ჩვენ ქვეყანას, რომელიც ძალიან მიყვარს”, – აცხადებს მაკრონი. შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. მაკრონმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ მაკრონის ცენტრისტული ალიანსი დაამარცხა.

მეტი...

ბრიტანეთი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღირებს

ბრიტანეთი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საელჩო X-ზე წერს. ,,დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს, საქართველოს რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, 2024 წლის 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას. ჩვენ მტკიცედ განვაგრძობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში,” – წერია განცხადებაში.

მეტი...

ვიქტორ ორბანის პარტიამ ევროპარლამენტის არჩევნებში ცუდი შედეგი აჩვენა

„უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესმა“ ევროპარლამენტის არჩევნებში ბოლო თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა“,- წერს Reuters-ი. გამოცემის ცნობით, პირველადი შედეგების თანახმად, ორბანის „ფიდესმა“ და მისმა „ქრისტიან-დემოკრატმა“ მოკავშირეებმა ევროპარლამენტში, ხმების 44.2%-ით, 11 ადგილი მოიპოვეს, პიტერ მაგიარის მემარჯვენე- ცენტრისტული „ტიზა“ კი მეორე ადგილზე გავიდა ხმების 30%-ით. როგორც მხარდამჭერებთან საუბრისას ორბანმა განაცხადა, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ უნგრეთის დემოკრატია ცოცხლობს და ჯანსაღია. „საომარ სიტუაციაში და რთულ ბრძოლაში ჩვენ მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოვიპოვეთ“, – განუცხადა ორბანმა მხარდამჭერებს და დასძინა, რომ შედეგებმა მისი მთავრობის პოლიტიკის კურსი დაადასტურა.

მეტი...

,,EU საქართველოს გაწევრიანების ნამდვილ შანსს აძლევს და ,,ოცნების” პასუხია არა” – ჰელსინკის კომისიის მრჩეველი

,,გასაოცარია, როდესაც ფიქრობ: EU საქართველოს გაწევრიანების ნამდვილ შანსს აძლევს და “ოცნების” პასუხია არა”, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის უფროსმა მრჩეველმა მაიკლ ჰიკარი ჩეჩირემ X-ზე დაწერა. ,,გასაოცარია, როდესაც ამაზე ფიქრობ: ევროკავშირი საქართველოს გაწევრიანების ნამდვილ შანსს აძლევს, პლუს შანსებს უფრო მჭიდრო კავშირებისთვის აშშ-სთან და “ქართული ოცნების” პასუხია: “არა, ჩვენ გვირჩევნია ინტეგრირება იმ ქვეყანასთან, რომელიც სამჯერ შემოიჭრა ჩვენთან დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ”, – წერს ჩეჩირე.

მეტი...

დროებით ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. ,,საპარლამენტო არჩევნებს” მოლდოვა, ლატვია და ისლანდიაც გმობენ

დროებით ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. ,,საპარლამენტო არჩევნებს” მოლდოვა, ლატვია და ისლანდიაც გმობენ. „საქართველოს მიერ დროებით არაკონტროლირებად ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრი, მიჰაი პოპსოი. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი რუსეთს, ვენესუელას, ნიკარაგუას, ნაურუს და სირიას მოუწოდებს, გაიწვიონ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. “სახელმწიფოებრიობის” აღიარება. „ლატვია გმობს 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს რეგიონ სამხრეთ ოსეთში, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ლატვია არ ცნობს არც არჩევნების ლეგიტიმურობას და არც მის შედეგებს. ლატვია…

მეტი...

ბენიამინ ნეთანიაჰუ მოუწოდებს ბენი განცს, ისრაელის ომის კაბინეტი არ დატოვოს

„ისრაელი არის ეგზისტენციალურ ომში მრავალ ფრონტზე, ბენი, ახლა არ არის დრო, რომ უარი თქვა კამპანიაზე – ახლა არის დრო, გავაერთიანოთ ძალები“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ გააგრძელებს გამარჯვებას და ომის ყველა მიზნის მიღწევას, „პირველ რიგში, მძევლების გათავისუფლებას და ჰამასის განადგურებას“. შეგახსენებთ, გუშინ ბენი განცმა განაცხადა,  რომ ისრაელის ომის კაბინეტი დატოვა.

მეტი...

პროევროპული პარტიების დიდი კოალიცია ევროპარლამენტში უმრავლესობას შეინარჩუნებს

ევროპარლამენტის არჩევნები დასრულდა. ეგზიპტოლების მიხედვით, ცნობილი ხდება, რომ პროევროპული პარტიების დიდი კოალიცია ევროპარლამენტში უმრავლესობას შეინარჩუნებს. წინასწარი მონაცემებით, ევროპარლამენტში 720-დან 398 დეპუტატი პროევროპული კოალიციიდან იქნება. ცნობილია, რომ უმრავლესობით წარმოდგენილი ევროპის სახალხო პარტია EPP 181 დეპუტატით იქნება, სოციალისტები და დემოკრატები (S&D) 135 დეპუტატით, პარტია ევროპულ განახლებას (Renew Europe) კი 82 დეპუტატი ეყოლება. შეგახსენებთ, ევროპარლამენტის არჩევნები დღეს დასრულდა. 4 დღის განმავლობაში ევროკავშირის წევრ 27-ვე ქვეყანაში ამომრჩევლები ხმის მისაცემად მიდიოდნენ, რათა ევროპარლამენტის 720 დეპუტატი აერჩიათ.  ამ დროისთვის 15 ქვეყნის წინასწარი შედეგებია ცნობილი.

მეტი...

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში ანატოლი ბიბილოვის პარტია ლიდერობს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული „საპარლამენტო არჩევნების“ პირველადი შედეგების თანახმად, ყოფილი ე.წ. „პრეზიდენტის“ ანატოლი ბიბილოვის ოპოზიციური პარტია ლიდერობს. მეორე ადგილზეა ამჟამინდელი ე.წ. ლიდერის, ალან გაგლოევის პარტია „ნიხასი“, მესამეზე კი „კომუნისტური“ პარტია. ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. არჩევნები გუშნ ჩატარდა და მასში მონაწილეობდა შვიდი პოლიტიკური პარტია: „ერთიანი ოსეთი“, „ნიხასი“, „კომუნისტური პარტია“, „სახალხო პარტია“, „ხალხის ერთობა“, „ირი ფარნი“, „ერთობა“ და 111 მაჟორიტარი კანდიდატი. ხმის მიცემისთვის 73 „საარჩევნო უბანი“ გაიხსნა, მათ შორის 71 ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე, ერთი – მოსკოვში, ე.წ.“სამხრეთ ოსეთის“ საელჩოში და ერთი – ჩრდილოეთ ოსეთში მოქმედ „საკონსულოში“. ე.წ. არჩევნები შერეული, მაჟორიტარულ-პროპორციული…

მეტი...

არჩევნებში მარცხის გამო ბელგიის პრემიერმინისტრი თანამდებობას ტოვებს

ბელგიის პრემიერმინისტრი, ალექსანდრე დე კროო არჩევნებში მისი პარტიის მარცხის გამო გადადგა. ის დროებით პრემიერმინისტრად ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე დარჩება. ,,ჩვენთვის ეს განსაკუთრებით რთული საღამო იყო, ჩვენ წავაგეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვჭირდება ახალი მთავრობა სწრაფად, სრული უფლებამოსილებით… ამომრჩეველთა გზავნილი ნათელია,” – განაცხადა დე კროომ. ცნობისთვის, დე კროოს პარტიამ “Open VLD” არჩევნებში ხმების 5.7% მიიღო, რაც 2019 წლის შედეგებთან შედარებით 2.8%-ით ნაკლებია. პრემიერის გარდა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება დე კროოს პარტიის პრეზიდენტმა, ტომ ონგენამაც მიიღო. 8 მილიონზე მეტმა ბელგიელმა მონაწილეობა მიიღო არჩევნებში, რათა ხმა მიეცათ თავიანთი რეგიონალური და ეროვნული წარმომადგენლებისთვის და ევროპარლამენტის წევრებისთვის…

მეტი...

ბენი განცმა ისრაელის ომის კაბინეტი დატოვა

ბენი განცმა განაცხადა, რომ 7 ოქტომბერს, ისრაელზე ,,ჰამასის” თავდასხმის შემდეგ შექმნილ ომის კაბინეტს ტოვებს. ,,მთავრობის დატოვება რთული და მტკივნეული გადაწყვეტილებაა”, – თქვა განცმა სატელევიზიო განცხადებაში და ისრაელის პრემიერი გააკრიტიკა. მისი თქმით, ნეთანიაჰუ ხელს უშლის ღაზის სექტორში რეალური გამარჯვებისკენ წინსვლას. ის ასევე ნეთანიაჰუს ადანაშაულებს საკუთარი “პოლიტიკური გადარჩენის” ქვეყნის უსაფრთხოების საჭიროებებზე მაღლა დაყენაბაში. პოლიტიკოსი ამბობს, რომ ნეთანიაჰუ “ცარიელ დაპირებებს იძლეოდა” და ქვეყანას სჭირდება სხვა მიმართულებით სვლა, რადგან ის მოელის, რომ ბრძლა წლები გაგრძელდება. განცმა მოუწოდა ნეთანიაჰუს დანიშნოს არჩევნები. გადადომას ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ “ახლა ძალების გაერთიანების დროა”. ოპოზიციის ლიდერმა…

მეტი...

,,მზად ვართ, ავიღოთ ძალაუფლება, თუ ფრანგები ნდობას გამოგვიცხადებენ მომავალ არჩევნებში” – ლე პენი მაკრონის გადაწყვეტილებაზე

,,ეს ისტორიული კენჭისყრა აჩვენებს, რომ როდესაც ხალხი ხმას აძლევს, ხალხი იმარჯვებს. მზად ვართ, ავიღოთ ძალაუფლება, თუ ფრანგები ნდობას გამოგვიცხადებენ მომავალ არჩევნებში”, – ასე გამოეხმარა საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ (RN) ლიდერი მარინ ლე პენი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას. ამის შესახებ მან მხარდამჭერებს პარიზში გამართულ აქციაზე განუცხადა.

მეტი...

“ევროკავშირი არ აღიარებს “საპარლამენტო არჩევნებს” საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში”-პიტერ სტანო

ევროკავშირი არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება პლატფორმა X-ზე ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ გამოაქვეყნა. “ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც ჩატარდა ე.წ. “საპარლამენტო არჩევნები” საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში. ევროკავშირი მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი”, – წერს სტანო პლატფორმა x-ზე. შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპარლამენტო არჩევნები“ ჩატარდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2024 წლის 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს გმობს, რომელიც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის…

მეტი...

მაკრონმა პარლამენტი დაითხოვა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარლამენტი დაითხოვა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. Le Monde წერს და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში მისმა კოალიციამ მეორე ადგილი დაიკავა. მოსახლეობისადმი მიმართვაში მაკრონმა განაცხადა, რომ ,,ისე ვერ მოიქცევა, თითქოს არაფერი მომხდარა”. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში, საფრანგეთში, მარინ ლე პენის გაერთიანებამ გაიმარჯვა, მეორე ადგილზე კი მაკრონის პარტია გავიდა. ცნობილია, რომ საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური საფრანგეთში 30 ივნისს გაიმართება, მეორე კი 7 ივლისს.

მეტი...

დაპირისპირება ბათუმში – არიან დაჭრილები და დაშავებულები

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, გვიან ღამით, დაპირისპირება მოხდა. როგორც ადგილობრივი გამოცემა AJARATIMES.GE თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, არიან დაჭრილები და დაშავებულები. არსებული ინფორმაციით, ინციდენტში რესტორნის სტუმრები მონაწილეობდნენ, ისინი ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რაც მოგვიანებით კონფლიქტში გადაიზარდა.

მეტი...

20 ივნისს პარლამენტთან აქცია დაანონსდა

20 ივნისს პარლამენტთან აქცია დაანონსდა. აქციის ორგანიზატორი მოძრაობა ,,დაფიონია”. ,,ვფიქრობთ, რომ ყოველ 20 ივნისს მოღალატე ხელისუფლებას უნდა შევახსენოთ თავი, რომ ჩვენ აქ ვართ და არ ვეგუებით საქართველოს რუსიფიკაციას. 2019 წლის 20 ივნისს “ქართულმა ოცნებამ” პირველად უღალატა მასშტაბურად ქართველ ხალხს და გავრილოვი ჩასვა თავჯდომარის სავარძელში, შემდგომ გამოიყენა არაპროპორციული ძალა და ახალგაზრდებს თვალები დათხარა… (“ქართული ოცნება” მოსვლის დღიდან ღალატობს ქართულ ევროვნულ იდეებს) აქციის ღონისძიება ჩაინიშნება უახლოეს პერიოდში და მალევე გაიგებთ ზუსტ დროს”, – წერს ორგანიზაცია.

მეტი...

,,სეტყვა 15 წუთი გაგრძელდა, მოსავლის 80 პროცენტი აღარ არსებობს” – სტიქია იმერეთში

იმერეთში, სტიქიამ ოთხი მუნიციპალიტეტი დააზარალა. საჩხერეში, ზესტაფონში, ბაღდათისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში ძლიერმა სეტყვამ, წვიმამ და ქარმა პრობლემები შექმნა. სტიქიამ საცხოვრებელი სახლების ნაწილს სახურავები გადახადა, თითქმის სრულად გაანადგურა სახნავ-სათესი სავარგულები, ვაზი და ხეხილი. მოსახლეობის თქმით, სეტყვა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და მათი მოსავლის 80 პროცენტი აღარ არსებობს. სტიქიის ზონებში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მიერ მიმდინარეობს აღწერითი სამუშაოები. ზარალის შესწავლიან, რასაც სათანადო რეაგირება მოჰყვება.

მეტი...