,,პრობლემა, ბიჭებო, თქვენს მმართველობაშია” – ზარქუა მაკრონსა და ბაიდენს

,,ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ამჯერად ამერიკისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს მიმართავს. ბაიდენმა და მაკრონმა ,,ქართლ ოცნებას” მოუწოდეს ,,პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით”.

,,მგონია, რომ პრობლემა ბიჭებო, თქვენ მმართველობაშია. პრობლემა ბიჭებო, თქვენს არასწორ, უსამართლო დამოკიდებულებაშია სხვა ქვეყნების მიმართ. მე მგონი, ეს უნდა გამოასწოროთ თორემ, საფრანგეთშიც პრობლემა იქნება მალე – და იქ კიდე ტრამპი მოდის მისტერ ბაიდენ. ასე, რომ დაფიქრდით, დაფიქრდით”, – ამბობს ზარქუა.

მსგავსი თემები