საწვავმზიდის აფეთქებას 147 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ნიგერიაში, საწვავმზიდის აფეთქებას სულ მცირე, 147 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა.

შემთხვევა ნიგერიის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა. მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და ავზი შეჯახების შედეგად აფეთქდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

მსგავსი თემები