აშშ უკრაინისთვის 425 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს აანონსებს

აშშ უკრაინისთვის 425 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს აანონსებს. ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ ავრცელებს.

“პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა, რათა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვითი დახმარება განეხილა. პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ ზელენსკის მისი ძალისხმევების შესახებ აცნობა – გაზარდოს უკრაინისთვის თავდაცვითი დახმარება თანამდებობაზე მისი ვადის ამოწურვამდე”-ნათქვამია განცხადებაში.

აღინიშნება, რომ 425 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტში შევა: საჰაერო თავდაცვის დამატებითი შესაძლებლობები, “ჰაერი-მიწა” ტიპის საბრძოლო მასალა, ჯავშანმანქანები და კრიტიკულად მნიშვნელოვანი საბრძოლო მასალა.

მსგავსი თემები