“კობახიძე ისეთი არჩევანის სიგნალს იძლევა, რომელიც ერთდროულად საპირისპიროსკენ ცვლის მიმართულებას და საშიშია”- იან კელი

“მიმრთულების ასეთი დრამატული ცვლილება საშიშია, ვინაიდან, ის მიუღებელია ქართველთა უმრავლესობისთვის და, შესაბამისად, იძულებით იქნება შემოღებული”- ასე ეხმაურება საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას პარტიებთან დაკავშირებით.

“კობახიძე ისეთი არჩევანის სიგნალს იძლევა, რომელიც ერთდროულად საპირისპიროსკენ ცვლის მიმართულებას და საშიშია – აღმოსავლეთისკენ ორიენტირებული ერთპარტიული მმართველობა დასავლური სტილის პლურალიზმის ნაცვლად. ეს საშიშია, ვინაიდან მიმართულების ასეთი დრამატული ცვლილება მიუღებელია ქართველთა უმრავლესობისთვის და, შესაბამისად, იძულებით იქნება შემოღებული” – წერს კელი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ  განაცხადა, რომ საჭიროა “შესაბამისი პარტიების გასამართლება”.

 

მსგავსი თემები