ისრაელის მიერ ლიბანის სამხრეთში ქალაქ ქანას დაბომბვას ათი ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის მიერ ლიბანის სამხრეთში ქალაქ ქანას დაბომბვას სულ მცირე ათი ადამიანი ემსხვერპლა, 54 კი დაშავდა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მოკლულია „ჰეზბოლას“ კაფრ ქანას რაიონის მეთაური ჯალალ მუსტაფა ჰარირი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული მოქმედებების დაგეგმვასა და განხორციელებაზე.

ისრაელის სამხედრო ოპერაცია გრძელდება ღაზის სექტორშიც. გასული დღის განმავლობაში საომარ მოქმედებებს არაბულ ანკლავში 65 ადამიანი ემსხვერპლა, 140 კი დაშავდა.

მსგავსი თემები