აშშ-ში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – ეკიპაჟის ორი წევრი დაკარგულად ითვლება

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილმა გამანადგურებელმა თვითმფრინავმა EA-18G Growler კატასტროფა განიცადა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

ავიაკატასტროფა მაშინ მოხდა, როცა თვითმფრინავი საწვრთნელ ფრენას ასრულებდა. ის ვაშინგტონის შტატში ვულკან რეინირის აღმოსავლეთით ჩამოვარდა. თვითმფრინავი 130-ე რადიოელექტრონული მოიერიშე ესკადრილიის შემადგენლობაში ირიცხებოდა.

კატასტროფის ადგილის შესასწავლად უკვე გაფრინდა სამხედრო ვერტმფრენი MH-60S. ორი პილოტის ადგილსამყოფელი უცნობია. გამანადგურებელი EA-18G Growler F/A-18 Super Hornet-ის მოდიფიკაციაა. მისი ღირებულება 67 მილიონ დოლარს შეადგენს.

მსგავსი თემები