საქართველოს წარმომადგენელი ანდრია ფუტკარაძე საბავშვო ევროვიზიის სცენაზე მე-9 ნომრად წარდგება

საქართველოს წარმომადგენელი ანდრია ფუტკარაძე საბავშვო ევროვიზიის სცენაზე 16 ნოემბერს მე-9 ნომრად წარდგება. წლევანდელ კონკურსში, რომელიც მადრიდში 16 ნოემბერს გაიმართება, 17 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

გამომსვლელთა რიგითობა ასეთია: იტალია, ესტონეთი, ალბანეთი, სომხეთი, კვიპროსი, საფრანგეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, საქართველო, ესპანეთი, გერმანია, ნიდერლანდები, სან მარინო, უკრაინა, პორტუგალია, ირლანდია და მალტა.

To My Mom „დედას“ ასე ქვია საბავშვო ევროვიზიაზე ქართველი კონკურსანტის, ანდრია ფუტკარაძის სიმღერას, რომლის ონლაინ პრემიერა 13 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიმართება.

სიმღერის ავტორი გიგა კუხიანიძეა, მასთან ერთად ტექსტზე მაკა დავითაიამ იმუშავა. ვიდეორგოლი ,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” გადაიღო; კოსტიუმი კი, იზა ნადარეიშვილს ეკუთვნის.

Let’s Bloom რიგით 22-ე საბავშვო ევროვიზიის სლოგანია, რომელიც მასპინძელ მაუწყებელს, RTVE-ს ეკუთვნის. ყვავილობის კონცეფცია ორგანული ელემენტების მეშვეობით გადავა Caja Mágica სცენაზეც, რომელიც 5000-დან 7000 მაყურებლამდე იტევს.

2021 წლის შემდეგ წლევანდელ საბავშო ევროვიზიაზე ყველაზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.

მსგავსი თემები