,,საქართველოს მომავალი დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპულია” – როთის მიმართვა ბუნდესტაგში, ქართულ ენაზე

,,საქართველოს მომავალი დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპულია”, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა ბუნდესტაგში, საქართველოს შესახებ მსჯელობისას ისაუბრა. ეს განცხადება როთმა ქართულ ენაზე გააკეთა.

მან 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა: ,,ეს არჩვენები უმნიშვნელოვანესი არჩევნებია საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში. 26 ოქტომბერს ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, ევროპის გულში იქნებიან თუ იზოლაციაში მოექცევიან. ეს არის არჩევანი დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის. ეს არის არჩევანი თავისუფლებასა და რუსიფიკაციას შორის. საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ აცხადებენ, რომ უნდათ, რომ გაერთიანებული ევროპის გულში იყვნენ”.

მისივე თქმით: ,,ქართული ოცნება” ,,ქართულ კოშმარად” გადაიქცა. მე არ ვგულისხმობ, რომ ისინი არამხოლოდ ჩვენი პერსპექტივიდან იღებენ არასწორ, მცდარ გადაწყვეტილებებს, უბრალოდ არ არის შესაბამისი ევროკავშირის ღირებულებებთან, კრიმინალიზება, შეშინება, ეს ყველაფერი ევროპაში არ უნდა იყოს გასაგები. ევროპის გულში ამ ყველაფრის განხორციელება არ უნდა იყოს ჩვენთვის მისაღები”.

 

მსგავსი თემები