რუსეთში ტიხორეცკის რაიონში აფეთქებაა-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

ადგილობრივი ხელისუფლება რუსეთის კრასნოდარის მხარის ტიხორეცკის რაიონში აფეთქებების შესახებ იუწყება. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. როგორც მხარის გუბერნატორი ვენიამინ კონდრატიევი აცხადებს, ტიხორეცკის რაიონზე თავდასხმა განხორციელდა.

„ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოგდებულია საჰაერო თავდაცვისა და რადიოელექტრონული საბრძოლო საშუალებებით. ერთ-ერთი მათგანის ნამსხვრევების დაცემის გამო გაჩნდა ხანძარი, რომელიც გავრცელდა ფეთქებადსაშიშ საგნებზე. დაიწყო დეტონაცია“, – განაცხადა რუსეთის რეგიონის ხელმძღვანელმა.

თვითმხილველთა ცნობით, აფეთქებები ისმის სამხედრო საწყობის ტერიტორიაზე. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადეს, რომ გუშინ ღამით რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში 101 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოაგდეს. მათგან 53 დრონი ბრიანსკის ოლქის თავზე, კრასნოდარის მხარის თავზე – 18, აზოვის ზღვის აკვატორიაში – 16. კიდევ რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს კალუგის, ტვერის, ბელგოროდის, სმოლენსკის და კურსკის ოლქების ტერიტორიაზე, ასევე რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში.

მსგავსი თემები