“მან შემოგვთავაზა სპეცოპერაცია” – ხაზარაძე აცხადებს, რომ მან ყველაფერი გააკეთა

გიორგი გახარიას შემდეგ განცხადება მამუკა ხაზარაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ მან ყველაფერი გააკეთა ამ გაერთიანებისთვის. მისივე თქმით, გახარიას ჰქონდა ისეთი ფორმულირება, რაც სპეცოპერაციას ჰგავს.

„გახარიამ თქვა, რომ წერტილი დაესვა მოლაპარაკებას. ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, ჩვენი გაერთიანება უნდა ჩამოშორდეს კამპანიას, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, 30 დღის განმავლობაში, შეუძლებელია რაიმე კამპანიის, რაიმე ნომრის, რაიმე სიის და რაიმე ტექნიკური საშუალებების მომზადება, მისი განთავსება და ა.შ. მე აღარ წავალ და არ ვუპასუხებ ამ ქვეტექსტებს, რომელიც სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ სტილია, რომ მიაწებონ ადამიანს რაღაცა უხეში ეპითეტები. არ ვუპასუხებ, დღეს ამის დრო არ არის, არც მიპასუხია არასდროს,“ – განაცხადა ხაზარაძემ.

მან ცუცქირიძის ინტერვიუზეც ისაუბრა, რომელმაც თითქოს „ააყირავა“ მოლაპარაკება.

„არჩევნებამდე არის სულ რაღაც 35 დღე და შესაბამისად, ამ მოცემულობიდან დავეთანხმეთ ჩვენ აგვეღო ბაზად #9. შევთანხმდით, რომ ყოფილიყო პარიტეტული მმართველობა. შევთანხმდით, რომ ყოფილიყო პარიტეტული თანასწორუფლებიანი წარმომადგენლობა სიაში. პირველი ნომერი დაგვეთმო ცნობილი, არაპარტიული ადამიანისთვის და იყო რამდენიმე სახელი დასახელებული. შესაბამისად, ჩვენ, გუშინწინ, გამოვედით და დავტოვეთ პრეზიდენტის სასახლე იმ შეგრძნებით, რომ მეორე დღეს, ანუ გუშინ, ჩვენ უკვე სია უნდა მიგვეტანა სალომე ზურაბიშვილთან და ცოტა ხანში გაგვეცნო საზოგადოებისთვის თუ ვინ იქნებოდა პირველი ოცეული“ – განაცხადა ხაზარაძემ.

მისვე შეფასებით, ყველაზე დიდი არგუმენტი, რომელმაც პრაქტიკულად ააყირავა ეს მოლაპარაკება იყო ლევან ცუცქირიძის ინტერვიუ, რომელიც, ჩემი აზრით, არის აბსოლუტურად არასერიოზული.

 

მსგავსი თემები