„კაცური საქციელი არ არის“ – კადიროვის თქმით, ილონ მასკმა „ნაჩუქარი“ ტესლას მანქანა დისტანციურად გაუთიშა

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის თქმით, ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა „ნაჩუქარი“ ტესლას მანქანა დისტანციურად გაუთიშა.

„თქვენ ალბათ გახსოვთ მისი ნაჩუქარი Cybertruck-ი, რომელსაც ტყვიამფრქვევი დავუმაგრეთ და სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში გავგზავნეთ. მანქანა საბრძოლო დავალებებს შესანიშნავად ასრულებდა. ჰოდა, ცოტა ხნის წინ, მასკმა მანქანა დისტანციურად გათიშა. არაკაცური საქციელია. მოგვიწია რკინის ცხენის ბუქსირით გამოტანა. აბა ასე როგორ შეიძლება, ილონ?“, – წერს კადიროვი ტელეგრამზე.

ასევე, რამზან კადიროვი აღნიშნავს, რომ Cybertruck-მა საბრძოლო მოქმედებებს კარგად გაართვა თავი.

„Cybertruck-მა კარგად გაართვა თავი საბრძოლო მისიებს და აჩვენა მანევრირება“, – ამბობს კადიროვი.

თავად ილონ მასკი, კადიროვის განცხადებას არ გამოხმაურებია. მანამდე კი, მასკმა უარყო რამზან კადიროვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან კადიროვს მანქანა აჩუქა.

მსგავსი თემები