,,ბრიუსელის დახმარებას რომ ველოდოთ, ყელამდე წყალში ვიქნებოდით” – ვიქტორ ორბანი

,,მთელი პატივისცემით, ბრიუსელის დახმარებას რომ ველოდოთ, ყელამდე წყალში ვიქნებოდით”, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. მას კითხვა დაუსვეს ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაზე, რომ ევროკავშირი წყალდიდობით დაზარალებული ცენტრალური ევროპის რეგიონებს დაეხმარება.

„ქვეყანაში რთული ვითარება თუ შეიქმნება, არსებობს მექანიზმი, რომელიც შეიძლება, ცალმხრივი შეტყობინების გზით გააქტიურდეს. ჩვენ ეს გავაკეთეთ, რაც ნიშნავს, რომ ბრიუსელმა დაიწყო შემოწმება, საჭიროა თუ არა რაიმე სახის დახმარების გაწევა. როდესაც ბრიუსელის ეს რთული პროცედურები დასრულდება და ჩვენ არ ვიქნებით დასჯილი იმით, რომ არ მივიღებთ დამსახურებულ დახმარებას, რადგან ბრიუსელში ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშაა, მაშინ მივიღებთ ბრიუსელის მხარდაჭერას“, – განაცხადა ორბანმა.

ევროპის ცენტრალური და აღმოსავლეთ ნაწილი წყალდიდობის შედეგად დაზარალდა, მათ შორის უნგრეთი. ვიქტორ ორბანმა, სტიქიის გამო მიმდინარე კვირაში ყველა საერთაშორისო შეხვედრა გადადო, მათ შორის ევროპარლამენტის დებატები უნგრეთის საბჭოს თავმჯდომარეობაზე.

ევროკავშირი წყალდიდობით დაზარალებული ცენტრალური ევროპის რეგიონების დასახმარებლად მილიარდობით ევროს გამოყოფს. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ევროკავშირის სოლიდარობის ფონდიდან გამოყოფილი თანხები, ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის იქნება გამოყენებული.

„თქვენ გვერდით ვიდგებით მომდევნო თვეებსა და წლებშიც, როდესაც საქმე კატასტროფის შემდგომ რეკონსტრუქციასა და აღდგენას ეხება“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მსგავსი თემები