ხვიჩას რეიტინგი ერთით დააკლდა, მამარდაშვილს კი 5-ით მოემატა – ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი

FC 25-ში ოფიციალურად უკვე ყველა ფეხბურთელის რეიტინგი ცნობილია. EA SPORTS-მა თავდაპირველად მხოლოდ TOP მოთამაშეების მონაცემები გამოაქვეყნა. თამაშში ყველაზე მაღალი რეიტინგები კილიან მბაპეს, ერლინგ ჰაალანდსა და როდრის აქვთ.

მოგვიანებით ფეხბურთელების სრულია სია გამოვლინდა. საფეხბურთო სიმულატორში წინა წლისგან განსხვავებით 24 ქართველი მოთამაშეა წარმოდგენილი – FC 24-ში ერთით მეტი გახლდათ. ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მამარდაშვილს ერთნაირი მონაცემები აქვთ – 85. აღსანიშნავია, რომ ხვიჩას რეიტინგი ერთით დააკლდა, მამარდას კი 5-ით მოემატა.

FC 25-ში ახალ სახეებსაც ვხედავთ. თამაშში გამოჩდნენ საბა საზონოვი, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ირაკლი აზაროვი, გიორგი არაბიძე, ანზორ მექვაბიშვილი და გაბრიელ სიგუა. ქართველი ფეხბურთელებიდან რეიტინგში პროგრესი ოთარ კიტეიშვილმა (+4), ბუდუ ზივზივაძემ (+4), გიორგი მიქაუტაძემ (+3) და ლაშა დვალმა (+3) განიცადეს. სხვა მოთამაშეების მონაცემები თითქმის არ შეცვლილა.

მსგავსი თემები