“ისმის კითხვა, ხომ არ სარგებლობს კეზერაშვილი ხელშეუხებლობის გარანტიით რადიკალების დაფინანსების სანაცვლოდ?”- პაპუაშვილი

„რალეგალური ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებული თანხების გადარიცხვის ბოლოდროინდელმა სკანდალმა ნათლად დაგვანახა, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, უსაგნო მორალისტობის ნაცვლად, რომ დაეხმარონ საქართველოს, თავიდან აირიდოს სასიცოცხლო საფრთხეები“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი  სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილი ამბობს, რომ უცხოელმა პარტნიორებმა კარგად იციან ეს „საიდუმლო“.

„უკანონო წყაროებიდან მოპოვებული ეს არალეგალური პოლიტიკური დაფინანსება არსად ფიქსირდება და არც რაიმე ფორმით აღირიცხება. ენმ-ს უკანონო დაფინანსება ღია საიდუმლოებაა. ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა კარგად იციან ეს „საიდუმლო“. მეტიც, კეზერაშვილს საქართველოში ხუთწლიანი თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი სახელმწიფო თანხების მითვისებისთვის. ამ ისტორიის ნამდვილი პარადოქსი ისაა, რომ კეზერაშვილი, რომლის დანაშაული უკვე ევროპული საგამოძიებო უწყებების მიერაცაა დადასტურებული, თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში და, იმავდროულად, რადიკალური ქართული ოპოზიციის დღის წესრიგის მთავარი დამფინანსებელია. საქართველოში სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა, ხომ არ სარგებლობს კეზერაშვილი ხელშეუხებლობის გარანტიით, რათა, სანაცვლოდ, ეს რადიკალური ჯგუფები დააფინანსოს? ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის მისი გადმოცემა ამ ეჭვების გაფანტვის ერთადერთი გზაა“- წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

 

მსგავსი თემები