პრეზიდენტი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს დააჯილდოებს

13 სექტემბერს, ორბელიანების სასახლის წინ გაიმართება სახალხო ზეიმი, სადაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს დააჯილდოებს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ვლადიმერ ონოფრიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 13 სექტემბერს, 19:00 საათზე, ათონელის ქუჩის მიმდებარედ, ორბელიანების სასახლის წინ გაიმართება სახალხო ზეიმი, სადაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს ჯილდოებს გადასცემს. ჩვენ ვეპატიჟებით ყველას. იმედი გვაქვს, რომ მოვა ბევრი ხალხი, სადაც საზოგადოებას ექნება საშუალება, რომ მიულოცოს ოლიმპიელებს გამარჯვება, იზეიმოს მათთან ერთად, გადაიღოს ფოტოები, ნახო მისი კუმირები. ღონისძიებას ექნება მუსიკალური ნაწილიც – დაჯილდოების შემდეგ იქნება ლელა წურწუმიას და „ჩვენი ბენდის“ სოლო კონცერტი“  – განაცხადა ონოფრიშვილმა.

 

მსგავსი თემები