“8-წლიანი ძიება დასრულებულია”- თამუნა მუსერიძემ ბიოლოგიური მშობლები იპოვა

ჯგუფის „ვეძებ“დამფუძნებელი, ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და ამბობს, რომ მრავალწლიანი ძებნის შემდეგ ბიოლოგიური მშობელი იპოვა. ჟურნალისტი დეტალებზე არ საუბრობს.

„8-წლიანი ძიება დასრულებულია, მე ბიოლოგიური მშობელი ვიპოვე, ამ ეტაზე, სამწუხაროდ, ვერ ვამბობ სხვა დეტალებს. იმედი მაქვს როცა პირადად ვნახავ, სხვა ინფორმაციებსაც მოგაწვდით“ – ამბობს თამუნა მუსერიძე.

 

მსგავსი თემები