ენტონი ბლინკენი ეგვიპტეში ჩავიდა

სააგენტო „ფრანს-პრესის“ ინფორმაციით, ენტონი ბლინკენი ეგვიპტეში ჩავიდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ ეგვიპტის პრეზიდენტთან, აბდულ-ფათაჰ ალ-სისისთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბადრ აბდელატთან მოლაპარაკებებს გამართავს.

ცნობისთვის, გუშინ, ენტონი ბლინკენი ისრაელში იმყოფებოდა, სადაც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ენტონი ბლინკენის განცხადებით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაუდასტურა, რომ ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას ეთანხმება.

 

მსგავსი თემები