კალიფორნიაში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. როგორც „სიენენი“ წერს, ტყის ხანძარი სწრაფად ვრცელდება და მეხანძრეებს მასთან გამკლავება უჭირთ. სტიქიის შედეგად, ტყის ათასობით ჰექტარი, 134-ზე მეტი შენობაა განადგურებული.
ამ დროისთვის 4000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
კალიფორნიაში მასშტაბური ხანძარი 24 ივლისს გავრცელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი მამაკაცის მიერ ხრამში ცეცხლმოკიდებული მანქანის გადაგდება გახდა, ეჭვმიტანილი დაკავებულია.