„მეგობრები იყვნენ“- რას ყვებიან ადგილობრივები თელავში მომხდარ მკვლელობაზე

თელავის მუნიციპალიტეტში წუხელ გვიან ღამით მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია. სავარაუდო დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ. მოკლულია 29 წლის არჩილ გაწირიძე და 52 წლის კახაბერ ზათიაშვილი. დანაშაულში სავარაუდო ეჭვმიტანილიც და მოკლულებიც სოფელ ლალისყურის მკვიდრები არიან.

ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს, ამიტომ მომხდარის ზუსტი მიზეზები უცნობია. ადგილობრივების თქმით, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რა დროსაც 32 წლის კაცმა თანასოფლელებს იარაღიდან ესროლა.

არჩილ გაწირიძე მიღებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო კახაბერ ზათიაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეს ერთ-ერთი მოკლულის შვილი ჰყავს მონათლული და მეგობრები იყვნენ.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

მსგავსი თემები