რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 10 რაკეტა ისროლეს

უკრაინული მედიის ცნობით. ნიკოლაევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ვიტალი კიმის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა 11 ოქტომბერს უკრაინის მიმართულებით 10 რაკეტა ისროლეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის რეგიონში ორი რაკეტა გაანეიტრალეს.

გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ ხმელნიცკის რეგიონში კამიკაძე უპილოტო თვითმფრინავი „შაჰედ 136“ ჩამოაგდო. რეგიონში აფეთქებების ხმა ისმის.

მსგავსი თემები