„სად სააკაშვილი და სად ევროპა, სად კრიალოსანი და სად ვირი“- ირაკლი კობახიძე

„რეალურად, ნამდვილად არის ეს არჩევნები რეფერენდუმი,  რეფერენდუმია ომსა და მშვიდობას შორის“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ოპოზიციის განცხადებები, რომ ეს არის რეფერენდუმი ევროპასა და რუსეთს შორის, არის სიყალბე.

„რეალურად, ნამდვილად არის ეს არჩევნები რეფერენდუმი და სწორედ, რეფერენდუმია ომსა და მშვიდობას შორის. რაც შეეხება ოპოზიციის ყალბ ნარატივს თავიანთ რეფერენდუმთან დაკავშირებით, თითქოს ეს არის რეფერენდუმი ევროპასა და რუსეთს შორის, ერთი რომ, თვითონვე დაიწყეს ასე ვთქვათ, ე.წ. პრორუსული მესიჯებით საბარი, სანქიცებს აღარ ემხრობიან, რუს ტურისტებს ხელგაშლილები ელოდებიან. თქვენ გახსოვთ, რა მოხდა, როცა ერთი კრუიზი ჩამოდგა ბათუმში, რუსეთიდან ჩამოსული, რამხელა ისტერიკა მოაწყვეს ამაზე. დღეს ამ ტელევიზიის მაშინდელი ხელმძღვანელი გამოდის და ამბობს, რომ ნებისმიერ რუს ტურისტს მიესალმება. ხომ ხედავთ, რა სამარცხვინო ძალებთან გვაქვს რეალურად საქმე ამ პოლიტიკური ძალების სახით. როდესაც ისინი ამბობენ, რომ ეს არის რეფერენდუმი ევროპასა და რუსეთს შორის და რუსეთია „ქართული ოცნება“ და ევროპაა რადიკალური ოპოზიცია, წარმოიდგინეთ, ვინ უნდათ, რომ წარმოგვიჩინონ ევროპად. ეს არის იგივე მიხეილ სააკაშვილი“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პოზიციციური პარტიების წარმომადგენლებს არანაირი კავშირი არა აქვთ ევროპასთან.

„სად სააკაშვილი და სად ევროპა. სად კრიალოსანი და სად ვირი. იგივე ეხება გვარამიას, როგორ შეიძლება გვარამიას დაარქვა ევოპა რაიმე ფორმით, როგორ შეიძლება მელია წარმოაჩინო რამენაირად ევროპად, რა კავშირი აქვთ გვარამიას, მელიას, ხოშტარიას, ჯაფარიძეს ან რომელიმე მათგანს ევროპასთან. ან რა კავშირი აქვს ხაბეიშვილს, თინა ბოკუჩავას, ხაზარაძეს ევროპასთან, გახარიას, გუბაზ სანიკიძეს, სალომე სამადაშვილს. ეს ადამიანები არიან ევროპა? ამ ადამიანებს უნდა მიანდოს ხალხმა ევროპული მომავლის შენება? რა თქმა უნდა, ეს სრული ისყალბეა, როგორ შეიძლება ასეთი სიყალბე გაყიდო,“- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეს რეფერენდუმი გადაწყდება მშვიდობის სასარგებლოდ, ვინაიდან ქართველ ხალხს აქვს დაგროვებული სათანადო ცოდნა მთელი ამ წლების განმავლობაში.

 

მსგავსი თემები