„ანტისაოკუპაციო მოძრაობის” წევრი, დავით ქაცარავა სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა. ის პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს და ორი მუხლიდან ერთ-ერთში დამნაშავედ ცნეს.
მოსამართლე კობა ჩაგუნავას გადაწყვეტილებით, წვრილმანი ხულიგნობას საქმე ქაცარაცას წინააღმდეგ მტკიცებულების არარსებობისა და დაუდასტურებლობის გამო შეწყდა.
რაც შეეხება მეორე – 173-ე მუხლს, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს, ის მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დავით ქაცარავას ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვა ორი წლის ვადით.