როგორ ჩაერთვება საპყრობილეში მყოფი მესამე პრეზიდენტი არჩევნებში

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის  თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, “ვივა მედში”, მიხეილ სააკაშვილთან დოკუმენტი შევა, სადაც დეტალურად არის გაწერილი საარჩევნო კამპანიის ფაზები. ბოკუჩავას თქმით, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში ყოფნის მიუხედავად, ის ახლოს რჩება ქართველ ხალხთან.

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, მაგრამ მაინც ძალიან ახლოს რჩება ქართველ ხალხთან. პრეზიდენტი სააკაშვილი “რუსული კანონის” რეინიცირებამდეც კი მოუწოდებდა ოპოზიციას ერთიანობისკენ. ის ყოველთვის ორიენტირებულია მომავალზე.

მოხარული ვარ, რომ ჩვენი მოსაზრებები სრულიად ემთხვევა ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულიად უკანონოდ გვიკრძალავენ მასთან შესვლას და პირად კომუნიკაციას, ჩვენ მაინც ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვექნება.

ხვალ ძალიან საფუძვლიანი დოკუმენტი უნდა შევიდეს პრეზიდენტ სააკაშვილთან, სადაც დეტალურად არის გაწერილი ჩვენი კამპანიის ფაზები. პრეზიდენტი სააკაშვილის მოსაზრება, ბუნებრივია, როგორც მთავარი ელექტორალური წონა ჩვენი პარტიისთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

მსგავსი თემები